კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 ბრძნული აზრები


ტეტჩერი:
რატომ ჩამოვედი საქართველოში? მინდოდა, თვალებში ჩამეხედა ხალხისთვის, რომელმაც მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში არ იცის, რა არის უცხო ხალხის სიძულვილი.
დიუმა: ქართველ ხალხს უყვარს იმის გაცემა, რისი მიღებაც უყვართ სხვებს.
ერასმუს როტერდამელი: ჭკვიან ადამიანებს, როგორც წესი, არ მოსწონთ ხელისუფლება.
პოლ ვალერი: ღირსეული ადამიანი უარყოფს იმას, რაზედაც უარს ეუბნებიან, ვიდრე მას, ვინც უარს ეუბნება.
ლესინგი: ნუ გამიკეთებ იმ სიკეთეს, რომელიც შეიძლება, დამაყვედრო.
ჩერჩილი: ომში დანაკლისი მამაცობითაც შეგიძლია, შეავსო.
ჰაინე: ორ უკიდურესობას შორისაა მოქცეული ყველაფერი.
კლიუჩევსკი: პატარა განათლება და დიდი მიზნები ჩაგრავს ადამიანს.
ვაშინგტონი: ყველაზე მწარე ალიყური, რაც კი შეიძლება, ხალხმა ხელისუფლებისგან იგემოს, ეს არის დემოკრატიული არჩევნები არადემოკრატიულ ქვეყანაში.
ფრანკლინი: ძმა შეიძლება, არ იყოს მეგობარი, მაგრამ მეგობარი ყოველთვის შენი ძმაა.
მაკიაველი: ვინც ბედის კეთილგანწყობის იმედად არ იქნება, ძალაუფლებას დიდი ხნით შეინარჩუნებს.
მონტენი: არ არსებობს გაუცემელ პასუხზე დამამცირებელი პასუხი.
კანტი: მეცნიერება – ესაა მთელის ისეთი ნაწილის ძიება, რომელსაც შეუძლია, გამოხატოს მთელი.
ვოლტერი: დაფიქრდი, რა რთულია, შეცვალო საკუთარი თავი და მიხვდები, თუ რა მცირე შანსი გაქვს, შეცვალო სხვა.
ბორხესი: ჩვენ უკვე აღარ გვჯერა პროგრესის. განა ეს პროგრესი არ არის?
ფოლკნერი: ადამიანს შეუძლია, დიდხანს იცხოვროს იმ ფულით, რომელსაც ელოდება.
ლაროშფუკო: ხანდახან ცოდვაც კი, უნებურად, კეთილ საქმეს ჩაგადენინებს.
ბრიუერი: უმჯობესია, უმადურობა იწვნიო, ვიდრე უბედურებაში ჩავარდნილს ზურგი შეაქციო.
ოსკარ უაილდი: უაღრესად სახიფათოა, შეხვდე ქალს, რომელსაც შენი ყველაფერი ესმის, რადგან ეს ქორწინებით მთავრდება ხოლმე.
მოპასანი: სწორედ იმიტომ, რომ ასე იშვიათად ვხედავთ ბედნიერ ცოლ-ქმარს, უნდა მივხვდეთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ქორწინება.скачать dle 11.3