კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 როგორ დაიწყო ნასესხები ფულით ქეთო ჩანთაძემ ვიზაჟის შესწავლა და ჰოლივუდის რომელ სკოლაში სწავლის უფლება მოიპოვა მან

თათია ფარესაშვილი ეთო ხურციძე


 25 წლის ქეთო ჩანთაძე (ჩანთა) თვითნასწავლი გრიმიორია, რომელმაც ჰოლივუდში Cinema Makeup School-ში სწავლის უფლება მოიპოვა. მან აღნიშნულ კინოსკოლის კონკურსში მიიღო მონაწილეობა და მეორე ადილი დაიკავა. მიუხედავად იმისა, რომ სწავლის დაფინანსება ვერ მიიღო, ის მაინც აპირებს ჰოლივუდში, კინოინდუსტრიის ცენტრში წასვლას ვიზაჟის ხელოვნების დასაუფლებლად. ქეთომ კონკურსზე წარმოადგინა ვიდეო, რომელშიც ფილმ Hellboy 2-ის ერთ-ერთი პერსონაჟის, სიკვდილის ანგელოზის კოსტიუმი შექმნა. როგორც თავად აღნიშნავს, მუშაობის პროცესი საკმაოდ რთული იყო და მოკლე დროში მოუწია ნამუშევრის დამთავრება. მისი ნამუშევრები ინდივიდუალური სტილითა და თამამი მიდგომით გამოირჩევა. თუ, რა გზა გაიარა მან ამ წარმატებამდე, ინტერვიუდან შეიტყობთ.

– ქეთო, როგორ ჩაერთე კონკურსში?
ამ სკოლას აქვს საიტი, სადაც შევედი და გავეცანი ინფრომაციას. ვისაც კარგი ნამუშევარი ექნებოდა წარდგენილი, ბუნებრივია, ის აიღებდა გრანტს და მოიპოვებდა პირველ ადგილს. ამ სკოლაში ჩაბარებაზე ერთი წელი ვფიქრობდი და ბოლოს, გავედი. მარტო ფიქრით ვერაფერს შევძლებდი. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ის, თუ რას გავაკეთებდი, რადგან საქართველოში მასალაში ძალიან შეზღუდულები ვართ. ამიტომ გვიწევს ბევრი წვალება და უცხოეთიდან  კონკრეტული პროდუქტის გამოწერა. მუშაობის პროცესი საკმაოდ რთული იყო. მომიწია ელიავაზე სიარული და კონსტრუქტორების დახმარება. მერე ერთმა კონსტრუქტორმა დრო ზუსტად ვერ გათვალა და სამ დღეში დავასრულე ნამუშევარი. შესაბამისად, მუშაობის პროცესში ბევრი რამ გამირთულდა. საბოლოო ვარიანტიც არ  გამოვიდა ისეთი, როგორიც  მინდოდა – ბევრი დეტალი დასახვეწი იყო. დრო რომ მქონოდა, რაღაცეებს სხვანაირად გავაკეთებდი.  
– კონკურსში მეორე ადგილი დაიკავე და საკუთარი თავით კმაყოფილი არ ხარ?
როდესაც ამ პროექტს ვაგზავნიდი, ვფიქრობდი, რომ უნდა გამეკეთებინა გაცილებით კარგი, ვიდრე იყო. არ ვიყავი კმაყოფილი არსებული მიზეზების გამო. თუმცა, მაინც ვცადე და გავგზავნე ვიდეო. მერე, წერილი მომივიდა ჩარიცხვების უფროსის დეპარტამენტიდან, სადაც გაოცებას ვერ მალავდნენ იმ ფაქტზე, რომ თვითნასწავლი ვიყავი. მკითხეს, თქვენ მართლა არ გაქვთ ვიზაჟის სკოლაო.  მერე მივხვდი, რომ არც ისე ცუდი რამ შევქმენი. ამ ყველაფერს დაემატა ხალხის მხარდაჭერაც, რაც სრული შოკი აღმოჩნდა ჩემთვის. ყველა ჩართული იყო ხმის მიცემის პროცესში. ფაქტობრივად, ზაზა ფაჩულიას თემა განმეორდა.
– ამ რაოდენობით ხალხის ხმა რომ აიღე, არ გაუკვირდათ?
– პირველად, 38 000 ხმა რომ ავიღე, ეგონათ, ვიყიდე, არ დაიჯერეს. მერე მიხვდნენ. ბოლოს მივიღე წერილი, სადაც ეწერა, რომ ეს ეტაპი ყველაზე რთულია და ყოჩაღ, ხმის მიცემის ბოლო წუთამდე მაგრად იდექიო. მიუხედავად იმისა, რომ ხალხის ხმების უმრავლესობა დავაგროვე, გადამწვეტი ხმა  ჟიურის ჰქონდა. ჟიურის ერთი ხმა ჩემიც იყო, მაგრამ, თუ უმრავლესობას მოსწონს ერთი ნამუშევარი, იქ ერთი ხმა ვერაფერს იზამს. სულ ვამბობ და ვწერ კიდეც, ის ნამუშევარი, რომელმაც მოიგო, ნამდვილად ჯობდა ჩემსას, შესრულებითაც და იდეურადაც. იმ ბიჭმა გააცოცხლა პერსონაჟი. კარგი ნამუშევარი ჰქონდა და უნდა მოეგო. რომ გაემარჯვა ჩემზე სუსტს ან ჩემი დონის ნამუშევარს, მაშინ შეიძლება, დამწყვეტოდა გული. ამ შემთხვევაში, გული ნამდვილად  არ დამწყდა. ახლა ვცდილობ, დაფინანსება მოვიპოვო, რადგან აუცილებლად უნდა წავიდე. საზოგადოებამ ცოტა ვერ გაიგო და ჰგონიათ, მე გავიმარჯვე. ასე არაა. 20 მონაწილიდან შევედი ხუთეულში და აქედან გავედი მეორე ადგილზე. სწავლის დაფინანსება მიიღო მხოლოდ პირველ ადგილოსანმა. დანარჩენ ოთხს ერთი და იგივე პრიზი გადმოგვეცა – 1 000 დოლარის ოდენობით. მიუხედავად ამისა, ახლა ისე ვარ მოტივირებული, ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებ. სასწავლო კურსი შვიდ თვეს მოიცავს. სწავლა ძალიან დიდი თანხა ღირს. თანხის რაღაც ნაწილი მაქვს მოპოვებული და ახლა უკვე ვეძებ სპონსორს. უნდა წავიდე, აქ გაჩერება აღარ შეიძლება.
– როდის და რატომ დაინტერესდი ამ სფეროთი?
– 17 წლის ვიყავი, როცა ინტერესი გამიჩნდა, მგონი, იმიტომ, რომ მანამდე სულ ვხატავდი. ხომ არის ადამიანების კატეგორია, რომლებიც მაკიაჟზე გიჟდებიან. მე მათ რიცხვს არ მივეკუთვნები და ყოველთვის შორის ვიყავი მისგან, არ მაინტერესებდა. უფრო ხატვის გამო აღმოვჩნდი ამ სფეროში. ესეც ხელოვნებაა, აქაც ხატვაა. თან, ისეთი რამაა, რომლის მეშვეობითაც ვიღაცას ალამაზებ, ბედნიერებას ანიჭებ. მერე, ნელ-ნელა გავხდი ვიზაჟისტი. თუმცა, ეს  მარტივი არ ყოფილა. ვიყავი სულ მარტო და არავინ მყავდა. ეკა ჩანჩიბაძესთან ძლივს გავიარე პირველი კურსი. ამის შემდეგ დავიწყე პრაქტიკა, ბევრს სრულიად უფასოდ ვუკეთებდი მაკიაჟს, ზოგს, შედარებით შეღავათიან ფასში. რაც მთავარია, ვაკეთებდი იმას, რაც მომწონდა. თბილისში  რთულია, განსხვავებული აზრი დაიჭირო. ამ მხრივ დიდი პრობლემა გვაქვს. არ შეიძლება ვიზაჟი იყოს ისეთ პროფესია, რომელზეც იტყვი, რა გამოვიდე და მოდი, ვიზაჟისტიო. დიდი მოტივაცია უნდა გქონდეს, გიყვარდეს და გსიამოვნებდეს. მასში რესურსი უნდა ჩადო. რომ დავიწყე, სხვა არაფერი მაინტერესებდა – არც ტანსაცმელს ვყიდულობდი და არც არაფერს. არ ჩავიცვამდი, მაგრამ ვიყიდიდი მასალას.
– მშობლებს მოსწონდათ შენი არჩევნაი?

– მშობლები ბოლომდე ვერ აცნობიერებდნენ და ეგონათ, ამან რა უნდა გააკეთოს ამითო. პირველ ჯერზე თანხის სესხება დამჭირდა, კურსი რომ ჩამებარებინა და მაშინ მამას ვთხოვე, თანხა ეშოვა. ისინი უფრო ფიქრობდნენ, ხატვისკენ წავიდოდი. პრობლემა არავის არაფერზე ჰქონია. უბრალოდ, თბილისში ჯერ კარგად არაა გამჯდარი, რომ მაკიაჟის გაკეთება სალონი არ არის. ჩემი მშობლები კი არა, ვინც გადაღებებზეა, ისინიც ვერ აცნობიერებენ ბოლომდე ამ სფეროს მნიშვნელობას. გრიმი და მაკიაჟი ეს არის ის, რაც პროდუქტს მთლიანად გაგიფუჭებს ან – პირიქით.
– გარდა ამისა, კიდევ რა ხდებოდა შენს ცხოვრებაში?
– 15 წლიდან ვმუშაობდი. ადრე ვიყავი ჟურნალისტი, სიუჟეტებს ვიღებდი. მნიშვნელოვანია, ადამიანი თავიდანვე მიხვდეს, სამომავლოდ რას გააკეთებს. როცა მშობელი ასაკით დიდია, შენზე ბევრი პასუხისმგებლობა გადმოდის. ამ დროს ოჯახში ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა ხდები. შენ უნდა დადგე ფეხზე. მე არა მარტო საკუთარ თავზე ვიყავი პასუხისმგებელი, არამედ ოჯახზეც. თავიდანვე ვიცოდი, რომ ჩვენ არ გვქონდა რესურსი და ჩემი მშობელი ისე ვერ მომხედავდა, როგორც საჭირო იყო. ამ დროს არჩევნის წინაშე დგები: უნდა იცხოვრო გაჭირვებაში სხვისი შემყურე, ან საკუთარი ძალებით შეებრძოლო ამ ყოველივეს. მე მივხვდი, რომ მეორე გზა უნდა ამერჩია. 15 წლის ასაკში უკვე ვიცოდი, რა უნდა გემეკეთებინა. ზოგადად, რთულ პერიოდში გავიზარდე და ოჯახშიც გვიჭირდა. სხვებთან შედარებითაც, ყოველთვის ცუდი მდგომარეობა და ბევრი პრობლემა გვქონდა. ძალიან ცუდ სკოლაშიც დავდიოდი. მდიდრებში ვიყავი ჩამჯდარი, სადაც ცოტა ჩაგვრაც მიდოდა. ბავშვობიდანვე ვაკვირდებოდი ამას და ვფიქრობდი, რაღაც აუცილებლად უნდა შემეცვალა. ბოლოს, იმდენი ვიმუშავე, რომ შედეგიც მივიღე. რაც ვიწვალე, დამიფასდა. იმართლებენ ხოლმე თავს, მე რომ რესურსი მქონოდა, ამას გავაკეთებდიო. ეს არის სისულელე. რესურსი კი არა კაპიკი არ მქონდა, მარტო ვიყავი, მაგრამ გავრისკე.  უკეთეს პირობებში რომ ვყოფილიყავი, სხვა იქნებოდა, მაგრამ  სწორედ ამ პირობებმა მომცა ის იმუნიტეტი, რომლითაც ვიცი, ჰოლივუდში გავიმარჯვებ. ეს არის ის, რაც ერთ დიდ პლუსს დამიწერს სხვა ქვეყანაში.
– ანუ, ჰოლივუდში დარჩენას აპირებ?
– დავრჩები, რა თქმა უნდა და ვიმუშავებ. ჯერ ვნახოთ, რა იქნება, ჩავიდე. წლების მერე კი, როცა რესურსი, გამოცდილება და ცოდნა მექნება, აუცილებლად გავხსნი საქართველოში სკოლას. ამ თემაზე აქ არავინ ზრუნავს და ცუდია.
– პირად ცხოვრებაში რა ხდება?
– საერთოდ არაფერი. მარტო ვარ და მომწონს მარტოობა. უფრო მეტი დრო მაქვს საკუთარ თავზე სამუშაოდ. თან, ახლა იმდენი პრობლემა მაქვს, ცოტა ხუმრობით შემიძლია ვთქვა, არ მცალია ამისთვის (იცინის). მეხუმრებიან, შენ კარიერისტი ხარო. არადა, კარიერისტი კი არ ვარ, ძალიან ბევრი პრობლემა მაქვს და ამაზე ვარ ბოლომდე გადართული (იცინის). თუ მოვა გრძნობა, მოვა, თუ არა და ასეც ძალიან კარგად ვგრძნობ თავს.
скачать dle 11.3