კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№27 როგორ გახდა სოფი კობერიძე „მის სამხრეთ იტალია“ და რატომ მღერის ის წყალში და ჰაერში ჩამოკიდებული

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია


  მსოფლიო საოპერო სცენაზე უამრავი ნიჭიერი ქართველი ვარსკვლავია. მათ შორისაა სოფი კობერიძე, რომელიც იტალიაში მოღვაწეობს და თავისი ვიზუალური მონაცემებით იმდენად გამოირჩევა, რომ „მის სამხრეთ იტალიაც“ კი გახდა.
სოფი კობერიძე:
მუსიკა ჩემს ცხოვრებაში „მუცლად ყოფნის“ პერიოდშივე შემოვიდა – ეს ხუმრობით. რაც თავი მახსოვს, ჩემს ოჯახში მუდამ ისმოდა მუსიკა, სიმღერა. მუსიკალურ ოჯახში დავიბადე. დედა ძალიან კარგად მღერის და უკრავს ხალხურ საკრავებზე. ასევე, ბებია და ბაბუა, მთელი ოჯახი და სანათესაო. ყველა ძალიან მუსიკალურები არიან. დედამ მიამბო, თურმე, თვეების ვიყავი, რაღაც მელოდიას მასმენინებდა და მე, პატარა ხელებით ვცდილობდი ამ მელოდიის დაჭერას. რა სასწაულია მუსიკის ძალა. ეს მელოდია ცოცხალ არსებად აღვიქვი იმ დროს. შემდეგ მახსოვს, მშობლებმა პირველი პიანინო რომ მიყიდეს, ძალიან ბედნიერი ვიყავი. როგორც კი სახლში შემოიტანეს, მაშინვე მივუჯექი და მელოდიის აწყობა დავიწყე. მაშინ სამი-ოთხი წლის ვიქნებოდი. ამას შემდეგ მოჰყვა პირველი მუსიკალური სასწავლებელი ფორტეპიანოს განხრით. პატარა ასაკში მოვიგე ორი კონკურსი, რაც ჩემთვის დიდი ბედნიერება იყო. ორმაგად ვმუშაობდი ამ კონკურსების მოსაგებად, რადგან ვიცოდი, მშობლებისგან დიდი საჩუქარი მელოდა. საფორტეპიანო სკოლის წარმატებით დამთავრების შემდეგ, ყველა მირჩევდა, სწავლა თბილისის კონსერვატორიაში გამეგრძელებინა, როგორც პაინისტს. მაგრამ, მოხდა ისე, რომ ერთ-ერთ ინსტიტუტში, სულ შემთხვევით მომისმინა იქაურმა პედაგოგმა და მითხრა, რომ აუცილებლად მეცადა, საოპერო განხრით წავსულიყავი. სწორედ ასე მოვხვდი ნიჭიერთა ათწლედში, რომლის დამთავრების შემდეგ, ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში.
– როგორ განაგრძე შენი კარიერა იტალიაში?
– ჯერ კიდევ კონსერვატორიის მესამე კურსის სტუდენტი ვიყავი, როცა შემთხვევით გავიცანი იტალიელი მომღერალი, ტენორი – მასიმილიანო კოსტანტინო. ის მაშინ თბილისში იმყოფებოდა ფრანგული კულტურის დღეებზე, სადაც მე ხშირად დავდიოდი და იქ შევხვდით ერთმანეთს. შემდეგ მან ინტერნეტის საშუალებით მომძებნა და ხშირად მომიკითხავდა ხოლმე, როგორც ხელოვანი, დაინტერესებული იყო ჩემი განვითარებით. ასე, ნელ-ნელა დავახლოვდით. შემდეგ ისევ ჩამოვიდა თბილისში და ჩემი ოჯახიც გაიცნო. ღიმილით მახსენდება ის დღე, როცა ნიშნობის ბეჭედი მაჩუქა. ძალიან რომანტიკულ გარემოში დაიჩოქა და გამომიწოდა პატარა,  ლამაზი ყუთი. მე გავხსენი და ისე, ღიმილით ვუთხარი: ლამაზი ბეჭედია, დიდი მადლობა-მეთქი და დავდე. მან შემომხედა და მითხრა: თუ გაიგე, რას ნიშნავს? ეს ნიშნობის ბეჭედიაო. მე ცოტა კი შემრცხვა, ასე უხალისოდ რომ მივიღე ეს მომენტი, მაგრამ დღეს რომ გვახსენდება, ორივეს გვეცინება. ჯვარი სამების ტაძარში დავიწერეთ და მას შემდეგ ჩემი ცხოვრება იტალიაში გაგრძელდა. თბილისის კონსერვატორიის საბუთები იტალიაში გადმოვიტანე და სწორედ აქ ავიღე მაგისტრის დიპლომი. ექვსი წელია, აქ ვცხოვრობ. რამდენიმე წელი დავუთმე სწავლას – იტალიური ბელკანტოს სტილით სიმღერის შესწავლას და შემდეგ უკვე, ნელ-ნელა კონტრაქტებიც მოვიდა. იტალიის წამყვან თეატრებში მიმღერია. ასევე, მქონდა შემოთვაზებები იტალიის ფარგლებს გარედანაც. ვიმღერე ლუისა მილერი – დიდი სიამოვნება იყო ისეთი მომღერლის გვერდით დგომა, როგორიც ლეო ნუსია. მახსოვს, როგორი აღფრთოვანებით საუბრობდა ქართველ მომღერლებზე, საოცარი ნიჭის ერიაო. ბევრ საუკეთესო არტისტთან და სოპრანოსთან მაქვს ნამღერი, როგორიცაა სიმონე ალაიმო. მასთან ერთად „სევილიელ დალაქში“ ვიმღერე. ის ბაზილიოს როლს თამაშობდა და მე გახლდით როსინა. რეპეტიციებზე კომპლიმენტებით მავსებდა ხოლმე. საოპერო სცენაზე ქართველი მომღერლები  ძალიან წარმატებულები არიან და როდესაც ქართველ საოპერო მომღერალზეა საუბარი, ყველა ფიქრობს, რომ ის აუცილებლად საუკეთესო უნდა იყოს. მე ძალიან ვამაყობ ამით. სულაც არ იყო ადვილი ახალგაზრდა გოგოსთვის ყველაფრის მიტოვება და წამოსვლა. თავიდან ძალიან გამიჭირდა. ბევრი რთული დღე გამოვიარე, მაგრამ ბუნებით ძლიერი ვარ და ვცდილობ, არ დავმარცხდე ამა თუ იმ სიტუაციაში.
– როგორ გახდი „მის სამხრეთ იტალია“?
 
– ახალი ჩამოსული ვიყავი, როდესაც შემთხვევით შემომთავაზეს სილამაზის კონკურსში მონაწილეობა. „მის სამხრეთ იტალია“ – ასე ერქვა ამ სილამაზის კონკურსს. ძალიან ლამაზი კონკურსანტები გამოდიოდნენ და როცა ჩემი სახელი და გვარი გამოაცხადეს, როგორც გამარჯვებულის, ვერ დავიჯერე. ადგილზე გავშეშდი. მერე ერთ-ერთმა კონკურსანტმა ხელი მკრა, გადი, შენს სახელს აცხადებენო. ასე გადმომცეს საზეიმო ვითარებაში გვირგვინი და უამრავი საჩუქარი. ამას მოჰყვა შემოთავაზება „მის იტალიაზე“, სადაც ბევრ ტურში გავედი. მაგრამ, ბოლოს მოქალაქეობის არქონამ შემიშალა ხელი, გამეგრძელებინა კონკურსი. სხვადასხვა ფოტოგრაფთან მითანამშრომლია. ბევრი შემოთავაზება მქონდა სამოდელო სფეროდან, თუმცა თეატრი დიდ დროს მოითხოვს და მეც თეატრი ვარჩიე.
– მოდელის  გარეგნობის საოპერო  მომღერალი, ალბათ, იშვიათობაა.
– დღეს გასაკვირი არ არის, რადგან სცენაზე ხშირად ვხვდები კარგი გარეგნობის მომღერლებს. ბევრი დადგმა თანამედროვეა. მე, მაგალითად, ვიმღერე „დიდონე და ენეა“, – მომიწია მიწიდან რვა მეტრზე ჩამოკიდებულს მემღერა. წარმოიდგინეთ, ახლა ჭარბი წონის მომღერლის ამხელა სიმაღლეზე ჩამოკიდება და თან, აქეთ-იქეთ ფრენა. როდესაც პირველად თქვეს, დღეს მაღლა სიმღერის რეპეტიცია იქნება და აბა, ვინ იქნება პირველიო, მე-მეთქი. რაც კი რკინა და თოკი იყო, ყველაფერი ზედ მქონდა მობმული – საკმაოდ უსაფრთხო გარემო შემიქმნეს. რეპეტიციის დროს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი კითხულობდა, ვინ იყო ის მომღერალი, პირველი რომ ჩამოეკიდაო. ხელი ჩამომართვა და კომპლიმენტები მითხრა. ასე, ფრენა-ფრენით დავამთავრე ეს სპექტაკლი.
– როგორია იტალიელი კაცის ცოლობა?
– ვფიქრობ, იტალიელ კაცებს უფრო გახსნილი ხედვა აქვთ. ქალს აცდის, გადაწყვეტილება თვითონ მიიღოს. აქ ქალი დამოუკიდებელია. არავინაა ბატონი, ერთად ხდება გადაწყვეტილების მიღება. თუმცა, სიმართლე გითხრათ, აქაც არის რეგიონები, განსაკუთრებით სამხრეთ იტალია, სადაც კაცს ძლიერი გავლენა აქვს ქალზე ურთიერთობისას. მე ვცდილობ, პატივი ვცე მეუღლის გადაწყვეტილებას. ძალიან მნიშვნელოვანია, იცოდე მოსმენა და ასევე, გქონდეს ნდობა იმ ადამიანის, ვინც შენ გვერდითაა. ჩემი მეუღლე ძალიან მზრუნველია. ყველანაირად გვერდში მიდგას. უამრავი სიურპრიზი მახსოვს. ხშირად უგემრიელესი ვახშამი მოუმზადებია ჩემთვის. მახსოვს, ჩემი დაბადების დღე. დიდი ვილა გვაქვს სიცილიაში. იმ დღეს ჩემს საქმეებზე მომიწია სახლიდან გასვლა. საღამოს, უკან დაბრუნებულს სახლი დამხვდა ათასფრად მორთული, უამრავი ტკბილეული ყველა კუთხეში და ბევრი ადამიანი, ერთად რომ ყვიროდა: „გილოცავ, სოფი!” ისეთი შოკირებული ვიყავი, არ ველოდი. ბევრჯერ უთქვამს, მოემზადე, მივდივართო. მე მგონია, რომ აქვე, ახლოს უნდა გავიდეთ და წავუყვანივარ შორს, ულამაზეს ადგილას, ზღვის პირას. ერთი თვისება აქვს – ვერ იტანს დღესასწაულებზე საჩუქრებს. ამბობს, როცა მე მინდა, მაშინ გაჩუქებო და უფრო ხშირად მაშინ ვიღებ საჩუქრებს მისგან, როცა დღესასწაული არაა.
скачать dle 11.3