კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 რატომ წამოვიდა მონასტრიდან 4-წლიანი ცხოვრების შემდეგ ირაკლი ბაგრატიონი და რატომ არ მიაქცევს ის ყურადღებას საცოლის გვარიშვილობას

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი


  ბოლო პერიოდში აქტუალურ გახდა საკითხი კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის შესახებ. თემამ საზოგადოების თითქმის ყველა ნაწილი მოიცვა. ირაკლი ბაგრატიონი იმერეთის ბაგრატიონების შტოს წარმომადგენელია – სოლომონ პირველის მამისა და სოლომონ მეორის პაპის, იმერეთის მეფის ალექსანდრე მეხუთის შთამომავალი.

– ირაკლი, როგორია შენი დამოკიდებულება კონსტიტუციური მონარქიის აღდგენასთან დაკავშირებით?
ირაკლი ბაგრატიონი: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მონარქიის აღდგენასთან დაკავშირებით რამდენჯერმე გააკეთა განცხადება. ვფიქრობ, ამ საკითხთან დაკავშირებით  ხალხმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რადგან მეფე უნდა იყოს ხალხისთვის და ის უნდა იყოს უმრავლესობისთვის მისაღები. ისევ ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ახლო თუ შორეულ მომავალში, საქართველო იქცეს თუ არა კონსტიტუციური მონარქიის ქვეყნად.
– თუმცა, ეს თემა ხშირად იწვევს საზოგადოებაში გაღიზიანებას.
რა თქმა უნდა, ეს საკითხი გამოიწვევს საზოგადოების გაღიზიანებს, რადგან ხალხმა არ იცის, რა შედეგი შეიძლება, მოიტანოს კონსტიტუციური მონარქიის აღდგენამ. თუ არ იქნა მსჯელობა იმაზე: რა დადებითს ან უარყოფითს მოგვიტანს, ეს თემა, მუდმივად იქნება გაღიზიანების მიზეზი. მეფე, გარკვეულწილად, სტაბილურობის გარანტია. მაგალითად, როდესაც უცხოელი ინვესტორი ქვეყანაში დებს გარკვეულ ინვესტიციას, იმის შიში, რომ ქვეყანაში კერძო ჯგუფის, რომელიმე პარტიის მოსვლით, მდგომარეობა შეიცვლება, უსაფუძვლო ხდება. გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ყველა პრეზიდენტი, ყველა პარტია ცდილობს, თავის სასარგებლოდ მოირგოს ქვეყნის კონსტიტუცია. ყველამ დაუწყო კონსტიტუციას გადაკეთება. ახალს რომ ავირჩევთ, ისიც ასე მოიქცევა. მონარქიის ინსტიტუტი არ არის გარკვეულ პიროვნებებზე მორგებული. მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს. მეფის ინსტიტუტი ღირებულებათა გარკვეული ჯაჭვია, რაც დავკარგეთ და ამ ღირებულებათა ჯაჭვის აღდგენაზეა საუბარი და არა იმაზე, რომ დავსვათ ვინმე და მისი მოთხოვნილებები შევასრულოთ. თუ ერმა საკუთარი ღირებულებები არ აღადგინა, ის ვერ აღადგენს ძველს და ვერ დაიწყებს ახლის აშენებას. ერს საძირკველი ძლიერი აქვს და ამის გახსენებით იწყება ქვეყნის შენება – ამაზე საუბრობს პატრიარქი. ბაგრატიონი და საქართველო შესისხლხორცებულია, ამდენი წმიდა მეფე არავის ჰყოლია. მეფე სახეა ქვეყნის და ამ ინსტიტუტის აღდგენაზე როცა ვსაუბრობთ, აქ არ არის ლაპარაკი პიროვნებებზე. აქ საუბარია ქვეყნის გადარჩენაზე, რომელიც ახალგაზრდებისგან მასობრივად იცლება და თაობა აღარ ბრუნდება ქვეყანაში. ერმა უნდა გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და უნდა ვისწავლოთ ერთი რამ: ჩვენი ქვეყანა ჩვენი გადასარჩენია.  მეფე იმისთვის გვჭირდება ყველას, რომ ეს ღირებულების ჯაჭვი განვითარდეს, არ გაწყდეს, იყოს სტაბილურობის გარანტი და არ გაგიჩნდეს სურვილი, ქვეყნიდან გაიქცე. ჩვენს ქვეყანას, ხალხს კეთილდღეობას მოუტანს მეფე, რომელიც ეკუთვნის ხალხს, არის უბრალო ადამიანი, ემხრობა საქართველოს ერთიანობის იდეას და არ იზიარებს გარკვეული პარტიების აზრს.
– მოდი, მომიყევი შენს შესახებ. რას საქმიანობ ამ ეტაპზე?
– საშუალო სკოლა სოფელ ღვანკითში დავამთავრე და მას შემდეგ, 17 წელია, ტექნიკურ უნივერსიტეტში ვარ. პარალელურად, ვსწავლობდი სასულიერო სემინარიაში – თეოლოგია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტეზე. ვფიქრობ, რომ ყველამ უნდა გაიაროს იქ სწავლის პერიოდი, რადგან ძალიან დიდ, ცხოვრებისეულ გამოცდილებას იძენ. ახალი აღქმის, ძველი აღქმის შესწავლა იმდენ რამეს გაძლევს როგორც პიროვნებას – შინაგანად ძალიან გცვლის სემინარიაში სწავლა. რელიგიური კუთხით დიდი განათლება მომცა, თან ფსიქოლოგიის მხრივ, ბევრი სასარგებლო ცოდნა მივიღე. ურთიერთობები არასდროს მიჭირდა, რადგან თავაწეულს არასდროს მივლია. ეს იმის დამსახურებაა, რომ ძალიან კარგ ხალხში, კარგ გარემოში გავიზარდე. სოფელი ღვანკითი, სადაც გავიზარდე, ალექსანდრე მეხუთემ თავის შვილს აჩუქა. მაშინ დაუსახლებელი იყო და ნელ-ნელა დასახლდა. ჩემ გვერდით ცხოვრობდნენ ყიფიანები, უგრეხელიძეები, ძალიან კარგი ხალხი. სამწუხაროდ, დღეს სოფელი დაიცალა, აღარავინ ცხოვრობს. მახსოვს, ძალიან საინტერესო სტუმრები მოდიოდნენ. ჩემი დიდი ბაბუა დოდო აბაშიძის ძმაკაცი იყო. ძალიან მიყვარს ჩემი სოფელი, ის გარემო. თუ ოდესმე მოხდება ისე, რომ ხალხი დაუბრუდნება სოფელს, თავის ძირს, აღდგება ძველი ურთიერთობები – არ ვიცი, ამაზე კარგი რა შეიძლება, იყოს.  
– სემინარიის სწავლის პარალელურად, მონასტერშიც ცხოვრობდი.
– დიახ. ზოგადად, ბავშვობიდან რელიგიურად ვიზრდებოდი, ახლაც ხშირად დავდივარ მონასტრებში მოსალოცად, დასარჩენად. იმ პერიოდში 4 წელი ვცხოვრობდი თაბორის მონასტერში. ყოველ დილას ჩამოვდიოდი სემინარიაში და შემდეგ ავდიოდი მონასტერში. მონასტერში ცხოვრება არის საოცრება, ეს არის მორჩილების გარკვეული ჯაჭვი. დგები დილის 5 სააათზე, ესწრები წირვას. შემდეგ ვტრაპეზობდით და ჩავდიოდით ლექციებზე. 3 საათზე იყო ლოცვა და ისევ ვბრუნდებოდით მონასტერში. მეტრაპეზე ვიყავი, დამხმარე: ვამზადებდი საჭმელებს და მევალებოდა ტაძრის დალაგება, დასუფთავება. მამა იესე საოცარი მამაოა, რომელსაც ქართული ნაგაზები ჰყავდა. სულ ამბობდა: ქართული ნაგაზი უნდა გადავარჩინოო. სენაკში სამნი ვცხოვრობდით. დილას, წირვის შემდეგ ძაღლებს ვასეირნებდით. დავრბოდით ხოლმე მათთან ერთად და შემდეგ ვბრუნდებოდით. მერე სემინარიაში მივდიოდით, შემდეგ ისევ მონასტერში და ასე გრძელდებოდა. სტიქაროსანიც ვიყავი და ღამის წირვებში ვეხმარებოდი მამაოს. ეს 4 წელი იყო ძალიან კარგი და საუკეთესო წლები. ამ მონასტერში გახსნილი იყო ნარკოდამოკიდებულთა რეაბილიტაციის ცენტრი და მომლოცველების გარკვეული ნაწილი ნარკოდამოკიდებული ადამიანები იყვნენ. რადგან იმ დროს ფსიქოლოგიურზეც ვსწავლობდი, ამ ადამიანებთან მქონდა გარკვეული ურთიერთობა. გარდა ამისა, გავიარე რამდენიმე ტრენინგი, თუ როგორ უნდა დაეხმარო ნარკოდამოკიდებულებს. პარალელურად, ამ რეჟიმშიც ვიყავი, ბევრი პროგრამა გვქონდა და ვეხმარებოდით მათ, ვსაუბრობდით. ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი, მეგობრები შევიძინე, რომლებსაც გარკვეული პერიოდი სირთულეები ჰქონდათ და გამოასწორეს. ამაში მათ რწმენა, ეკლესია დაეხმარათ. ეკლესია ისეთი გარემოა, სადაც ადამიანს იმედი ეძლევა. რადგან ბევრი, ვინც იმედს კარგავს, შინაგანად იკარგება. როდესაც მიდიხარ მუხტით, რწმენით: მე ამას შევძლებ – შეძლებ კიდეც. თაბორიდან წასულმა ბევრმა ადამიანმა შეძლო თავისი ცხოვრება სხვა ხედვით დაეწყო.
– იყო რთული შენთვის მონასტრული ცხოვრება?
– არა, რადგან ბავშვობიდან რელიგიურად ვცხოვრობ. ბევრი მოდიოდა, ვისაც ბერობის სურვილი ჰქონდა. ბერობა ყველაზე რთული გზაა ადამიანისთვის – ეს არის სიკვდილი. ყველა მოთხოვნილება უნდა ჩაკლა, ყველა ხორციელი ვნება და ბევრი ამას ვერ აცნობიერებს. როცა წაიქცევი, წამოდგომის სურვილი უნდა გქონდეს, განვითარდე უფალში. როცა მონასტერში ხარ, მონასტერს ეკუთვნი, იქაური ტიპიკონი გიცავს. სემინარია რომ დავამთავრე, წამოვედი მონასტრიდან, რადგან ბერობა და მღვდლობა მე არ მდომებია. განვაგრძე ცხოვრება და სწავლა. ტექნიკური უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული და აქ ვმუშაობ, სასწავლო ცენტში. მევალება მძღოლების გადამზადება საერთაშორისო ტვირთებში. ანუ, ჩემი უშუალო ფუნქციაა ამ მძღოლების მიღება, ტრენინგის ჩატარება და ფირმებთან ურთიერთობა.
– არ დგას დღის წესრიგში დაოჯახების თემა?
– დილა რომ იწყება, ყველა: დაბერდი, დაბერდი... არსად მეჩქარება...
– კრიტერიუმები გაქვს? გვარიშვილობას აქცევ ყურადღებას?
– არანაირი კრიტერიუმები არ მაქვს და არც გვარიშვილობას ვაქცევ ყურადღებას. ოჯახი ღირებულებებია, სადაც ქალი და მამაკაცი თანასწორია. ოჯახი იქმნება სიყვარულით და თუ სიყვარულია, იქ ვიღაც არ არის უფროსი. თუ მეუღლე მეგობარი არ არის და საკუთარ ტკივილს არ გაგიზიარებს, ან შენ არ გაუზიარებ, მაშინ ეს სიცრუის დიდი ბუდეა, რომელიც საბოლოოდ ინგრევა. ოჯახი ურთიერთობის უწყვეტი ჯაჭვია, რომელიც სიყვარულზე, ერთმანეთის პატივისცემაზეა დაფუძნებული და არ არის სიცრუე, რადგან სიცრუე ანგრევს ყველაფერს. სიცრუეა ყველაფრის საწყისი: ღალატის, შეურაცხყოფის. თუ უშუალობა არ იქნა ოჯახში, ასეთი ოჯახი არ არსებობს. დღეს ფინანსური პრობლემა გექნება ოჯახში, როცა ხელფასი გაქვს 500 ლარი, მაგრამ ის არის სიძლიერე, როდესაც ამას ორი ადამიანი ერთად უმკლავდება. მამაკაცმაც და ქალმაც უნდა იშრომოს იმისთვის, რომ მათი ოჯახი იყოს ძლიერი.
– კერძების მომზადებაც გცოდნია. ასე რომ, შენს მომავალ ცოლს არ ემუქრება: „ქალი ვიცი კუხნაში“.
– ძალიან კარგი საჭმელების კეთება ვიცი.  მონასტერში ჩემს გემოზე ვაკეთებდი ყველაფერს: მთავარია, რაღაც პროდუქტი ყოფილიყო, ვურევდი ერთმანეთში და ძალიან გემრიელი გამოდიოდა. ისედაც, მონასტერში ყველაფერი გემრიელია. ისე, ქალზე კარგად საჭმელების კეთება კაცებს გამოსდით. მამაჩემი ძალიან კარგი კულინარია, დედაჩემი ხაჭაპურშია მაგარი. ასე რომ, ყველაფერი შეთავსებადია.
скачать dle 11.3