კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 რატომ არ აწყობს ლევან გვაზავას ნინო მუმლაძის გათხოვება და როგორ ატარებს ის ეჭვიანობის გამო გამოძიებებს

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

 
 მსახიობები ნინო მუმლაძე და  ლევან გვაზავა დიდი ხნის მეგობრები არიან და ერთმანეთთან განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებთ. ნინო ლევანის მეუღლის მეჯვარე და შვილის ნათლიაა. ლევანი მაყურებელმა გაიცნო, როგორც მომღერალი მუსიკალური პროექტებიდან: – „ახალი ხმა“ და „X ფაქტორი“ . 3 ივნისს 8 საათზე კი, ლევანი მოძრაობის თეატრში, ძალიან საინტერესო კონცერტს გამართავს, რომელსაც ერთგვარი, საპროტესტო ხასიათი აქვს.

ნინო მუმლაძე: მოგეხსენებათ, ორივე მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობები ვართ და იქ შევხვდით ერთმანეთს. როგორც კი გავისაუბრეთ, დაახლოებით, ერთ საათში მივხვდით, რომ ჩვენ ერთმანეთის საუკეთესო მეგობრები ვიქნებოდით. 11 წელია, ასე მოვდივართ.
ლევან გვაზავა: პირველივე საუბრისას მეგონა, რომ აქ იყო, სადღაც, სულ ჩემ გვერდით.
ნინო: ცაში იყო ჩვენი ურთიერთობა უკვე გადაწყვეტილი.
– ნინო, ლევანი როგორი მამა და მეუღლეა? ინტერვიუს ჩაწერამდე მითხრა, გარეთ უკეთესი ვარ, ვიდრე სახლშიო.
– ძალიან კარგი მამაა. იშვიათად შეხვდებით საქართველოში ასეთ მამებს. ცოტა რთული ხასიათი აქვს, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მეორეც ანგელოზია. ერთმანეთს აბალანსებენ.
ლევანი: ჩემი თავით ვარ ძალიან გართული, რაშიც იგულისხმება სიმღერა, თეატრი. სახლში ეს ყოველთვის ასატანი არ არის. ყურადღება სჭირდება შვილსაც, მეუღლესაც. კი, ვცდილობ, რომ არ მოვაკლო, მაგრამ ყოველთვის არ გამომდის.
ნინო: გარდა ამისა, ძალიან მომთხოვნია, როგორც საკუთარი თავის, ასევე გარშემო მყოფების მიმართ. ჩემთან ერთადერთი მოთხოვნა აქვს: დროზე მოვიდე, მაგრამ ვერ ეღირსა. ვერ გამომასწორა.
ლევანი: ნინოს არ უყვარს, რომ ვამბობ, მაგრამ ერთადერთი ადამიანია, ვისთანაც როგორც უნდა ვიკონფლიქტო, ზუსტად ვიცი, როგორც დამთავრდება – ისევ ამ მდგომარეობამდე მივალთ, როგორც ახლა ვართ.
ნინო: 11 წელი ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოვცადეთ ერთმანეთი და არ ვიცი, რა უნდა მოხდეს ჩვენ შორის – მოხარშულს ვიცნობთ ერთმანეთს.
ლევანი: სულ არ არის აუცილებელი, საერთო აზრზე ვიყოთ, მაგრამ მე ხომ ამაზე ვღიზიანდები: რას ნიშნავს, ასე არ ფიქრობ. თან, ამის მიმართ უფრო მომთხოვნი ვარ: კაცო, ჩემიანი ხარ და არ არსებობს, სხვა შეხედულება გქონდეს.
ნინო: ზოდიაქოთი ლომი ვარ, ეს მორიელია და ხომ წარმოგიდგენია, ჩვენ შორის როგორი შერკინება მიდის.
ლევანი: 11 წელიწადში ის ვისწავლე, რომ მაგ დროს უნდა შეეშვა: კარგი, ნინო, – და დაანებო თავი.
ნინო: ზოგჯერ ხომ აკეთებ ისეთ რაღაცას, ხვდები, არ უნდა გაგეკეთებინა. კრიტიკის ობიექტი რომ არ გახდე, ცდილობ, არ მოუყვე. მესინჯერში რომ მომწერს, როგორ ხარ და მე ვწერ: კარგად. აი, ამ „კარგადზე“ ხვდება, რა ჩავიდინე და მწერს: რა ჩაიდინე. წერის მანერით ხვდება თუ რა არის, არ ვიცი, მწერს: ეს ჩაიდინე, ეს და ეს. თან, ვცდილობ ხოლმე, რაღაც პერიოდი არ ვნახო, რადგან რაღაც „მივქარე.“ ამ დროს მოდის ლევანისგან ზარი: საეჭვოდ დაიკარგე.
ლევანი: რატომ დაიკარგე, რა ხდება... მაქსიმუმ, 4 დღე დაიკარგოს, მეტი არ შეუძლია. მე როცა რაღაცა მაწუხებს, ასეთ დროს მირჩევნია, ვილაპარაკო. ვურეკავ, მეუბნება, არ მცალია და მე მაინც ერთი საათი ველაპარაკები, ბოლომდე „ვგრუზავ“.
– ეჭვიანობის მომენტებიც გაქვთ ხოლმე?
– ძირითადად, მე მაქვს ეჭვიანობის მომენტი.
ნინო: „მორიელი“ მესაკუთრეა და თუ ცოტა ხნით დავიკარგე, ვინმეს მეტი ყურადღება მივაქციე ან ახალი მეგობარი გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში, ვისთანაც ურთიერთობა მსიამოვნებს, როგორც წესი, ეჭვიანობს. თუ პირადში არაფერი ხდება, ეს იგი, ახალი მეგობარი გავიჩინე და ეს მისთვის ეჭვიანობის უარესი საბაბია.
ლევანი: ასეთ დროს ვიწყებ ჯიჯღინს და ისიც სერიოზულად მაწვება, რადგან რაზე უნდა ვიჯუჯღუნო. უნდა დავრჩე ამ დროს ნაწყენის პოზიციაში, რომ ყურადღება მომაქციოს.
ნინო: მეც მაქვს ეჭვიანობის მომენტი, როცა ვხედავ, ვინმეს ზედმეტ ყურადღებას აქცევს. ასეთ დროს კი არ ვიბუტები, ვცდილობ, ბოლომდე გავარკვიო, რა დამოკიდებულება აქვს იმ ადამიანთან. ვიძიებ, სანამ ბოლომდე არ გავაკრვევ, მანამდე ვერ ვმშვიდდები.
– ბოლოს მაინც რწმუნდები, რომ შენ ხარ მისთვის ნომერ პირველი.
– რა თქმა უნდა, სად წავა, მე ვარ ნომერ პირველი. როცა ცუდად ვარ, რაღაცას განვიცდი, ვინმეზე ნერვები მეშლება, ერთადერთი ადამიანი, ვინც ამ დროს მჭირდება, ლევანია. იმიტომ რომ, რასაც სხვა ვერ გაიგებს, იმას გაიგებს ლევანი. ზუსტად ხვდება, რას განვიცდი; ზუსტად ხვდება, რა მჭირდება და ზუსტად იცის, როგორ უნდა დამამშვიდოს. რამდენჯერ მოგადექი ატირებული: მოვდივარ! – მოდი.
ლევანი: ნინო ბევრ რამეში მეხმარება. პირველი სიმღერა რომ ჩავწერე, იმ დროს ნულზე ვიჯექი და ნინომ დამიფინანსა.
ნინო: იმიტომ კი არა, რომ ჩემი უახლოესი მეგობარია, მასში დიდ პოტენციალს ვხედავ: ძალიან ნიჭიერია. კარგად ესმის ეს საქმე, ძალიან კარგი მუსიკალური გემოვნება აქვს და თვითონაც ქმნის შესანიშნავ კომპოზიციებს. განსაკუთრებული ადამიანია, მაგრამ არ აქვს საშუალება, რომ საკუთარი საქმე ბოლომდე მიიყვანოს, არ დაიხარჯოს სხვა რაღაცეებში და აქედან ჰქონდეს შემოსავალი. ყველამ კარგად ვიცით, რომ კლანური სისტემაა საქართველოში: ვიღაცის ვიღაცა თუ არ ხარ, ძნელია თავის გატანა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი მერე პროტესტის გრძნობას იწვევს. საქართველოში მილიარდ პროექტს აკეთებენ. ბევრი ნიჭიერი ადამიანიც აღმოუჩენიათ, მაგრამ მერე რა? ტელევიზიები, სატელეფონო კომპანიები აკეთებენ ბევრ ფულს, უამრავი თანხა შემოსდით. კონკურსანტს კი ხელში არაფერი რჩება.
ლევანი: სწორედ ამიტომ დავარქვით კონცერტს UPRISING – ანუ აჯანყება. თუმცა, ეს სიტყვების თამაშიცაა, იმპროვიზებულ სახურავზე მიმდინარეობს მოქმედება: მთავარი გმირი, ანუ მე, ავდივარ სახურავზე, რომ ხალხს ხმა გავაგონო. ჩემთან იქნება რამდენიმე, ძალიან კარგი მომღერალი გოგონა. ასევე, მეყოლება მსახიობებისგან შემდგარი ბექ-ვოკალი. ვაკეთებთ ისეთ სანახაობას, რომელიც ჯერ  არ ყოფილა. იქნება უჩვეულო და განსხვავებული. სიმღერის გარდა, ვიცეკვებ კიდეც – ცოტა სხვა, მსახიობის ამპლუაში წარვდგები მაყურებლის წინაშე.
– პირადს რომ დავუბრუნდეთ, ნინოს გათხოვების ამბავი ყველას აინტერესებს.
– მე ამის გათხოვება არ მაწყობს: სამი წლით მაინც უნდა დავკარგო. სანამ ქმარს შეეჩვევა, მერე შვილს გააჩენს და ასე შემდეგ.
ნინო: თავიდან მეუბნებოდა, თუ ვინმესთან გადაწყვეტ ურთიერთობას, ჩემთან გამოუშვი, უნდა ვასწავლო შენთან ურთიერთობაო. თვითონ გაერკვიოს-მეთქი. თვითონ კი გაერკვევა, მაგრამ ამაში ბევრ დროს დახარჯავს. მე კი ინსტრუქციას მივცემო. ამას ვაპროტესტებ: ამის მიცემულ ინსტრუქციას, ის სათავისოდ გამომიყენებს, რადგან ლევანმა ზუსტად იცის – როგორ გამომიყენოს სათავისოდ, როგორ მიიღოს ის, რაც ჩემგან უნდა. ეს ინსტრუქცია თუ გადასცა ჩემს ქმარს, დაღუპული ვარ. მერე მეუბნებოდა: რთულია შენი გათხოვება, არავინ მოგწონს. ამიტომ, ისეთი მზრუნველი ტიპი ხარ, შვილი გააჩინე. მე მანქანას ვიყიდი, რომ სამშობიაროში წაგიყვანოო. იმის მერე ყველამ ვიყიდეთ მანქანა და ამას არ უყიდია.
ლევანი: შენც არ აჩენ შვილს, ასე რომ, დრო მაქვს.
– ამ თემას როგორ უყურებ?
ნინო
: მინდა, რომ გვერდით მყავდეს საყვარელი ადამიანი, რომელთანაც ბედნიერად ვიცხოვრებ და შვილი იმ სიყვარულის შედეგი იქნება. თუმცა, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს იმ ქალების, ვინც მიიჩნევს, ისეთ ასაკშია, რომ ვერ ნახა ადამიანი, ვისთანაც მთელი ცხოვრება იქნებოდა და მარტო შვილის გაჩენას გადაწყვეტს. ეს სწორი გადაწყვეტილებაა. თუმცა, ჯერჯერობით იმ კრიტიკულ ასაკში არ ვარ, რომ გავვარდე და ქმრის გარეშე გავაჩინო შვილი. რომც ვიყო იმ ასაკში, ამ ეტაპზე, თუნდაც ფინანსურად, არ ვარ მზად ასეთი გადაწყვეტილებისთვის. ამისთვის ბევრი რამაა საჭირო.
    скачать dle 11.3