კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 „კამელინი მ-3“ – მალამო, რომელიც გარუჯვისას თქვენს კანს დამწვრობისგან დაიცავს, გახდის ელასტიკურს, აღადგენს დაზიანებულ უჯრედებს და გაგიძლიერებთ იმუნიტეტს

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი


თუ ზღვაზე აპირებთ წასვლას, არ დაგავიწყდეთ „კამელინის“ წაღება


  ქართული წარმოების პრეპარატი „კამელინი“ საუკეთესო იმუნომოდულატორია, რომლის ხანგრძლივი დროით გამოყენება უსაფრთხოა, ხოლო პროფილაქტიკური დანიშნულებით – ძალზე ეფექტური.
„კამელინის“ უნიკალური სამკურნალო თვისებების შესახებ ჩვენს მკითხველს არაერთი ინფორმაცია მივაწოდეთ. თაფლზე დამზადებული ბუნებრივი, ქართული პრეპარატი დღეს გავრცელებული არაერთი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება, მათ შორის, ისეთის, როგორიც სიმსივნეა. სამწუხაროდ, დღეს ეს მთელ მსოფლიოსა და მათ შორის, საქართველოშიც, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომელმაც ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მასთან ბრძოლა დღემდე მიმდინარეობს. „კამელინის“ გამოყენება ამ დაავადების სამკურნალოდ  ხშირად ძალიან ეფექტურია, რასაც მისი სხვადასხვა თვისება განაპირობებს. „კამელინი“ 100 პროცენტით ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა პრეპარატია, არატოქსიკური და ჰიპოალერგიული. გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, მარეგენირებელი, ანტისეპტიკური, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, არეგულირებს იმუნური სისტემის მუშაობას, აძლიერებს იმუნომოდულატორულ აქტივობას. მართალია, „კამელინის“ მოქმედება ინდივიდუალურია, მაგრამ უპირობოდ აუმჯობესებს სიცოცხლის ხარისხს, საგრძნობლად ამცირებს ტკივილებს და დადებითად მოქმედებს დაავადების მიმდინარეობაზე. პრეპარატის გამოყენება შეიძლება, როგორც კომპლექსური თერაპიის შემადგენელ ნაწილად, და, ასევე, დამოუკიდებლად, ყველა იმ შემთხვევაში, როცა საჭიროა ორგანიზმის იმუნური პასუხის ოპტიმიზაცია. კვლევების საფუძველზე და პრაქტიკიდან გამომდინარეც, უმძიმეს პაციენტებში კამელინოთერაპიით  მკურნალობით მეტწილად სიმსივნური პროცესების შეჩერება, საერთო მდგომარეობის გაუმჯობესება და შრომისუნარიანობის საგრძნობი მატება ხდება.
პრეპარატ „კამელინით“ ჯერ კიდევ მაშინ იკურნებოდნენ, როცა ის ასეთი პოპულარული არ იყო და ამას უამრავი მადლობის წერილი ადასტურებს. განკურნებული პაციენტები თუ მათი ოჯახის წევრები წერენ „კამელინის“ უნიკალური თვისებების შესახებ და მის ავტორს ამ გამოგონებისთვის დიდ მადლობას უხდიან. ფაქტია, რომ „კამელინის“ გამოყენებით, ადამიანებს უხანგრძლივდებათ სიცოცხლე და უუმჯობესდებათ მისი ხარისხი.
ერთ პაციენტს ფილტვის სიმსივნე ჰქონდა, ისრაელშიც იყო, მოსკოვშიც და ყველგან უთხრეს, რომ სიცოცხლის მხოლოდ რამდენიმე თვე დარჩა. მან სამი წელი იცოცხლა და, რა თქმა უნდა, მკურნალობდა „კამელინით“, თან, აქტიურად ცხოვრობდა, ტკივილი არ ჰქონია, მხოლოდ ბოლო ერთი თვე იწვა.
 პაციენტი 15 წლის განმავლობაში მკურნალობდა ჯერ უშვილობის გამო, შემდეგ წყლული გაუჩნდა, რომელიც არ შეხორცდა, მერე კი დაემართა მედიკამენტური ინტოქსიკაცია. ბოლოს მან ყველანაირ მკურნალობას დაანება თავი და „კამელინის“ გამოყენებაზე გადავიდა. როგორც თავად თქვა, პირველი კურსის ჩატარების შემდეგ მოეხსნა ინტოქსიკაცია, ექვსი კურსის ბოლოს კი, წყლული შეუხორცდა. ეს მისი ექიმისთვისაც ძალიან საინტერესო და გასაოცარი ფაქტი იყო.
 დიდია იმ პაციენტების რაოდენობა, რომლებიც „კამელინით“ მკურნალობენ ვაგინალურ ინფექციებს; ასევე, არაერთ პაციენტს ბაქტერიულ-ვირუსული ვაგინიტების დროს ჰქონდა ჭარბი გამონადენი და ქავილი. მათ ჩაიტარეს მკურნალობა სანთლებით. ზოგიერთს, პარალელურად, ნემსიც დასჭირდა და ახლა უკვე თავს ძალიან კარგად გრძნობენ. „კამელინი“, ასევე, ძალიან კარგად მოქმედებს და კარგ შედეგს იძლევა გახანგრძლივებული ბრონქიტის დროს, როდესაც თითქმის ამოწურულია ანტიბიოტიკოთერაპია.  
 „კამელინის“ მალამო ძალიან კარგია დამწვრობის სამკურნალოდ, განსაკუთრებით კი – მზით გამოწვეული დამწვრობის. მზით გარუჯვის შემდეგ პრობლემა რომ არ შეექმნას თქვენს ჯანმრთელობასა და კანს, თამამად შეგიძლიათ, გამოიყენოთ „კამელინი მ-3“ – მალამო, რომელიც, დაცვასთან ერთად, კანს გახდის ელასტიკურს, აღადგენს დაზიანებულ უჯრედებს და გაგიძლიერებთ ადგილობრივ იმუნიტეტს. დამწვრობის მოქმედება იმუნურ სისტემაზე და „კამელინის“ ეფექტურობა დამწვრობით გამოწვეულ დაავადებებზე, იმუნური თვალსაზრისით, შეისწავლა სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის იმუნორეაბილიტაციის განყოფილების გამგემ, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ბორის კორსანტიამ. კვლევების საფუძველზე დადასტურდა კამელინოთერაპიის მაღალი თერაპიული ეფექტი და უპირატესობა სხვა ტრადიციულ მკურნალობასთან მიმართებაში, ასევე, იმუნური სისტემის სრული ნორმალიზაცია. ამიტომ, უმჯობესია, მთისა და ზღვის კურორტებზე დასვენებისას, თან იქონიოთ „კამელინის“ უნიკალური მალამო.
ზარემა იზმაილოვა (ყირგიზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის, რადიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი): ყირგიზეთში უკანასკნელ წლებში სიმსივნურმა დაავადებებმა საგრძნობლად იმატა, თან გაახალგაზრდავდა, განსაკუთრებით კი – ქალბატონებში.  სტატისტიკური მონაცემებით, პირველ ადგილზეა საშვილოსნოს ყელის სიმსივნე. საერთაშორისო სიმპოზიუმზე ქართველი ონკოლოგისგან, ალექსანდრე ცალუღელაშვილისგან, შევიტყვე ქართული პრეპარატის, „კამელინის“, შესახებ. დავინტერესდი, გავეცანი ექსპერიმენტულ და კლინიკურ  კვლევებს, რომელიც ჯერ კიდევ ავტორის, ძაგული მაღლაკელიძის დროიდან დაწყებულა. ამ  ინფორმაციებზე დაყრდნობით, ჩემს  პაციენტს, რომელსაც პაპილომავირუსის გამო 15 წელი არ ჰყავდა შვილი (ამოვწურეთ მკურნალობის ყველა აპრობირებული მეთოდი და  შედეგს ვერ მივაღწიეთ) შევთავაზე,  წყვილს  ემკურნალა „კამელინის“ სანთლებითა და  ამპულებით.  ზედიზედ ჩაიტარეს მკურნალობის 4 კურსი. ყოველი 20 დღის შემდეგ ხორციელდებოდა  შემოწმება, როგორც ექოსკოპიურად, ასევე ანალიზებით. შედეგები დინამიკაში იმედისმომცემი იყო, ამიტომაც ვაგრძელებდით მკურნალობას. მიღწეული შედეგით განცვიფრებული დავრჩი. ჩემი დაკვირვებით, „კამელინის“ მომხმარებლები მაინც ონკოპაციენტები არიან. არადა, მისი გამოყენება რომ ხდებოდეს პროფილაქტიკური მიზნით, წელიწადში ერთხელ მაინც, თავიდან ავიცილებდით მრავალი დაავადების რისკს. „კამელინის“  შეთავსება შესაძლებელია ყველა სამკურნალო საშუალებასთან.
 P.S. „კამელინთან“ დაკავშირებულ საკითხებზე დარეკეთ: 2-98-57-78; 2-93-20-87; 2-98-62-25 (ოფისი); 2-71-04-80; 2-22-26-68; 599 33 10 89; 597-76-97-40. მისამართი: ძმები ზუბალაშვილების ქუჩა ¹49.


скачать dle 11.3