კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 ვინ სთავაზობდა ლუკა კორინთელს 300 ათას დოლარს პროფესიონალურ ჩოგბურთში თამაშისთვის და როგორ გახდა ის 21 წლის ასაკში ამერიკის სამგზის ჩემპიონი

თათია ფარესაშვილი ნათია გოგიშვილი


 21 წლის წარმატებულმა ჩოგბურთელმა, ლუკა კორინთელმა,  გუნდ UVA-სთან ერთად ზედიზედ სამჯერ მოიგო ამერიკის ჩემპიონატი. ასევე, წარმატებით დაამთავრა ვირჯინიის უნივერსიტეტი. ლუკა ნიუ-იორკში დაიბადა, ლიკა და ზაზა კორინთელების ოჯახში. მისი ბებია და ბაბუა ამერიკაში მოღვაწე ცნობილი ჟურნალისტები არიან. ლუკას ქართულ აღზრდას ოჯახში დიდ ყურადღებას აქცევდნენ, რის გამოც, ძალიან კარგად ლაპარაკობს ქართულად და საკუთარ წარმატებებზეც თავად გვიამბობს.

ლუკა კორინთელი: ნიუ-იორკში დავიბადე და გავიზარდე ქართულ, ტრადიციულ ოჯახში. დედაჩემი ხელოვნების სპეციალისტია, ანტიკვარების კოლექციონერებთან მუშაობს. მამასაც აქ აქვს თავისი კარიერა აწყობილი. დედის დედ-მამა, თენგიზ სულხანიშვილი და ნანა ღონღაძე ჟურნალისტები არიან, „ამერიკის ხმაში“ მუშაობდნენ. მამაჩემის მამა იყო სოსო კორინთელი, რომელიც წლების განმავლობაში ტელევიზიის მთავარი რედაქტორი და მწერალი გახლდათ. ოჯახში დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს ჩემს ქართულ აღზრდას. არა მარტო მშობლიურ ენას ვფლობ კარგად, არამედ ქართულ კულტურას და ტრადიციებსაც  ვიცნობ. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ პატრიოტი ვარ, ხასიათში მაქვს ქართული მენტალიტეტი. მაქვს ქართველი კაცისთვის დამახასიათებელი ჟინი. მინდა, რასაც ხელს მოვკიდებ, ხარისხიანად გავაკეთო. წარჩინებით დავამთავრე ვირჯინიის უნივერსიტეტი და დეკანის სიაში მოვხვდი. ამავე უნივერსიტეტის გუნდ  UVA-სთან ერთად, ჩოგბურთში ზედიზედ სამჯერ მოვიგე ამერიკის ჩემპიონატი, რაც ძალიან ემოციური აღმოჩნდა  ჩემთვის. პირველად ეს სიხარული 19 წლის ასაკში განვიცადე და ახლაც იგივეს ვგრძნობ. უნივერსიტეტი დავამთავრე და უკვე შემიძლია, ჩოგბურთი პროფესიონალურ დონეზე ვითამაშო. მაქვს UVA-ს დიპლომი, რაც ძალიან პრესტიჟულია.
– 21 წლის ასაკში სამგზის ჩემპიონობა გრანდიოზული სტარტია. როგორ დაიწყო ჩოგბურთში შენი პირველი ნაბიჯები?
– მთელი ჩემი სპორტული ცხოვრების განმავლობაში, ვიწყებდი არაფრიდან და რაღაცას ვაღწევდი. ყველა გამარჯვება თავდაუზოგავი შრომის შედეგია. სპორტში ჩემი პირველი ნაბიჯები ჩოგბურთით არ დაწყებულა. ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი და ენერგიის დახარჯვის მიზნით,  ძიუდოზე შემიყვანეს, რაც ბაბუაჩემის დამსახურებაა. ძიუდოში 6 წლის ასაკში, ამერიკის ჩემპიონი გავხდი 8-წლიანებში. საკმაოდ კარგი წარმატებები მქონდა – ზედიზედ 4-გზის ამერიკის ჩემპიონი გავხდი, რაც ამერიკის ძიუდოს ისტორიაში მხოლოდ ჯიმი პედრომ მოახერხა. შემდეგ ოჯახი ვაშინგტონში გადავიდა საცხოვრებლად და იქ დავიწყე ჩოგბურთის თამაში. უფრო სწორად, მამაჩემმა დამაწყებინა სრულიად შემთხვევით. მომიწია, არჩევანი გამეკეთებინა ძიუდოსა და ჩოგბურთს შორის. საბოლოოდ, გადავწყვიტე, ჩოგბურთი ამერჩია. 11 წლის ასაკში 12-წლიანებში გავხდი ამერიკაში პირველი ჩოგანი. 16 წლისამ კიდევ ერთხელ მოვიგე ამერიკის ჩემპიონატი ქვიშაზე. შემდეგ ვირჯინიის უნივერსიტეტის გუნდ UVA-ში ვთამაშობდი 4 წელი. მანამდე სააგენტოებიდან მთხოვდნენ, გავმხდარიყავი პროფესიონალი ჩოგბურთელი, სხვადასხვა თანხასაც მთავაზობდნენ – 300 ათასი დოლარი, 250 ათასი დოლარი. მაგრამ, უარი ვთქვი, რადგან პროფესიონალი ჩოგბურთელობის შემთხვევაში, ვერ მივიღებდი უნივერსიტეტის სტიპენდიას. ჩემთვის კი, სპორტთან ერთად, განათლებაც მნიშვნელოვანია. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ რთულია ჩოგბურთელის ცხოვრება, თან, როცა სწავლობ. დილიდან გვიან ღამემდე გაწერილი რეჟიმი მქონდა.
– ყველაზე დასამახსოვრებელი რომელი გამარჯვება აღმოჩნდა შენთვის?
– ყველაზე დასამახსოვრებელი ბოლო გამარჯვება იყო, რომელიც მაისში მოვიპოვე ვირჯინიის უნივერსიტეტის გუნდ, UVA-სთან ერთად. ეს არის ისტორიული გამარჯვება, რადგან 21 წლის ასაკში, ჩემს გუნდთან ერთად, გავხდი ამერიკის სამგზის ჩემპიონი ჩოგბურთში. იშვიათობაა, როცა ზედიზედ სამჯერ ხდება ერთი და იგივე გუნდი ჩემპიონი.
– ალბათ, გოგონებში დიდი პოპულარობით სარგებლობ, შეყვარებული გყავს?
– (იცინის) თითქმის 3 წელზე მეტია, მყავს შეყვარებული. ერთმანეთი ვირჯინიის უნივერსიტეტში გავიცანით. ერთად ვსწავლობდით. სამწუხაროდ, არ არის ქართველი, ამერიკელია, თუმცა, საბედნიეროდ, ქართველები ძალიან უყვარს. უკვე რაღაცეები იცის ქართულად, ცოტა სიტყვები და ტრადიციები ვასწავლე. სტაბილური ურთიერთობა გვაქვს, ერთმანეთის გვესმის. ვერ გეტყვით, რაღაც განსაკუთრებულს ვაკეთებ რომანტიკის მხრივ, მაგრამ ხანდახან მეხერხება ეგეთი რამეები. რომანტიკოსზე მეტად, ჩემზე უფრო კაი ტიპი ითქმის (იცინის).
– ტრადიციების შესწავლაში რა იგულისხმე?
– აი, მაგალითად, ტრადიციების შესწავლა ხაჭაპურის გაკეთებით დავაწყებინე. პირველივე ცდაზე კარგი გამოუვიდა (იცინის). აჭარული ხაჭაპური მიყვარს ძალიან და ხინკლის დიდი ფანი ვარ. ჩვენს ოჯახში ყოველთვის იშლება ქართული სუფრა. ქართული სამზარეულო ჩემს უცხოელ მეგობრებსაც ძალიან უყვართ.
– საქართველოში თუ ჩამოდიხარ ხოლმე?
– საქართველოში 6-7-ჯერ მაინც ვარ ნამყოფი. უკვე დიდი ხანია, აღარ ვყოფილვარ და ძალიან მინდა, მოვახერხო ჩამოსვლა.
скачать dle 11.3