კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 ფრანგული სიყვარული

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე



ანუ ორი ურთიერთკმაყოფილი პრ.-ი



 აწ უკვე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუილ მაკრონმა გაგვიმხილა, რომ დიდ პატივს სცემს რფ-ის პრ. ვლადიმირ პუტინს. სახელდობრ ბრძანა (მომყავს ციტატა მისი ინტერვიუდან): „ჩვენ კონსტრუქციულად გავცვალეთ მოსაზრებები და მე მას პატივს ვცემ, თუმცა განსხვავებული აზრი გვაქვს უკრაინის შესახებ.“ და იქვე დასძინა, რომ ტერორისტების გასანადგურებლად რუსეთის მოკავშირეობაა აუცილებელია.
 პასუხი არც პრ.-მა პუტინმა დაუგვიანა („ფიგაროს“ ფურცლებიდან): „ჩვენ შეგვიძლია, დავუახლოვოთ ჩვენი პოზიციებიაო“, რადგან საფრანგეთის პრეზიდენტს ძალიან პრაგმატული აზრები აქვსო (ღიმილსაც არა უშავს).
 აქვე შეგახსენებთ, რომ პრ. პუტინის საფრანგეთში ვიზიტი კულტურული გახლდათ (ის ვერსალში იმ გამოფენის გახსნას დაესწრო, რომელიც რუსეთის იმპერატორ პეტრე პირველის საფრანგეთში მოგზაურობის 300 წლისთავს ეძღვნებოდა, რამაც საფუძველი ჩაუყარა ამ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიურ ურთიერთობას), თუმცა ის მაინც გადაიზარდა პოლიტიკურში (მას შემდეგ, რაც პრ.-ებმა სამ საათს ისაუბრეს).
 მაკრონი ვიზიტით კმაყოფილია, პუტინიც – თანაც, როგორც ჩანს, უზომოდ, იმიტომ რომ კოლეგა მოსკოვში ხანგრძლივი ვიზიტით დაპატიჟა.
 თუ გავიხსენებთ, რომ მარინ ლე პენის არარჩევა პუტინისადმი სიმპათიის გამო გაგვიხარდა, აქ უკვე საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ სიმპათიას ვინღა ჩივის, ოღონდ დიდი სიყვარული არ ჩაისახოს?! –
скачать dle 11.3