კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2017 (162)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)
მაისი 2017 (216)
აპრილი 2017 (220)

№26 რამდენი ავტომანქანა „ბე ემ ვე“ ჰყავს გიორგი ტუღუშს და როგორ შეიძინა მან 2 250 ევროს ღირებულების მაჯის საათი

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე


  საქართველოს პარლამენტი წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი ტუღუში 1977 წელსაა დაბადებული. უმაღლესი განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო და საერთაშორისო სამართლის სპეციალობას დაეუფლა. შემდეგ ლუნდის უნივერსიტეტში სწავლობდა (არც წლები ვიცით სწავლის და არც სპეციალობა), ასევე, ქართულ-ამერიკული საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (სწავლის წლები და სპეციალობა ამ შემთხვევშიც უცნობია). გიორგი ტუღუშის შრომითი გამოცდილება 1996 წელს დაიწყო, ანუ 19 წლის ასაკში თბილისის მერიის იურიდიულ განყოფილებაში, სადაც მან მთავარ სპეციალისტად 1998 წლამდე იმუშავა.  1998-1999 წლებში თბილისის მთავრობის პრემიერის მოადგილის თანაშემწე იყო, 1999-2000 წლებში – თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის აპარატის უფროსი. 2000-2001 წლებში „ტასისის“ ეროვნული ექსპერტი გახდა ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის განვითარების დარგში, 2002-2003 წლებში – „გოპა კონსალტინგის“ ადგილობრივი ექსპერტი; 2003 წელს გაეროს განვითარების პროგრამის ეროვნული პროექტის იურიდიული მრჩეველი იყო, ხოლო 2004 წელს – საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების უფროსი. 2004-2008 წლებში საქართველოში „ეუთოს” მისიის მრჩევლად იმუშავა ადამიანის უფლებათა საკითხებში. 2009 წელს საქართველოს სახალხო დამცველად დაინიშნა (2012 წლამდე), 2012-ში საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრობაც მოასწრო. 2013 წელს „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ დააფუძნა და მისი თავმჯდომარეც იყო 2016 წლამდე. ამის პარალელურად, 2014-2016 წლებში კომპანია „ჰიუმან დინამიქსის“ ევროკავშირის პროექტის, „საკონსტიტუციო სამართლის ხელშეწყობა,“ მთავარი ექსპერტიც გახლდათ. 2016 წლის ოქტომბრიდან კი უკვე დეპუტატიცაა.
გიორგი ტუღუშის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2009 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც სახალხო დამცველმა და ოჯახის წევრად მიუთითა და, ეკატერინე. და-ძმას უძრავი ქონება იმხანად არ გააჩნდა, მხოლოდ გიორგი ტუღუშს ჰყავდა ორი ავტომანქანა, ორივე „ბე ემ ვე“, ოღონდ ერთია X5, მეორე კი – 523. სამაგიეროდ, მის დას ჰქონდა ბანკის ანაბარზე 20 000 აშშ დოლარი. ძმას კი დეკლარაციით შევსების მომენტში ნაღდ ფულად – 2 200 ევრო. რაც შეეხება შემოსავლებს: 2008 წლის განმავლობაში გიორგი ტუღუშმა, როგორც სახალხო დამცველის ევროკავშირის პროექტის, „ხედ-ის” მოადგილემ 3 100 ევრო აიღო, ხოლო, როგორც საქართველოში „ეუთოს” მისიის მრჩეველმა – 38 000 ლარი. იმავე წელს შეიძინა მან საათი –  2 250 ევროდ ღირებული.
გიორგი ტუღუშის მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2016 წლის დეკემბრით თარიღდება, რომელიც მან უკვე დეპუტატის ამპლუაში შეავსო და ოჯახის წევრებად მიუთითა მეუღლე, სოფიო ბალავაძე და 2012 წელს დაბადებული ვაჟი, დავით-გიორგი.
სოფიო ბალავაძის სანახევრო საკუთრებაა (მარინა ბალავაძესთან ერთად) ბინა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე (150 კვ. მ.), მიწის ნაკვეთი წავკისში (ასევე, სანახევროდ – 640 კვ. მ) და ბინა თბილისში, ლისი ვერანდაზე (120 კვ. მ.). გიორგი ტუღუშს კი ამჯერად სამი „ბე ემ ვე“ ჰყავს – ძველი (523), ახალი (114) და, ასევე, ახალი (X1). სოფიო ბალავაძეს აქვს „საქართელოს ბანკის“ 1 077 აქცია (თითოეულის ღირებულებაა 7,63 ფუნტი სტერლინგი) და „თელიანი ველის“ 582 აქცია (თითოეულის ღირებულებაა 0,85 ლარი). ნაღლი ფული დეკლარაციის შევსების მომენტში მხოლოდ გიორგი ტუღუშს ჰქონდა – 5 200 ევრო.
რაც შეეხება შემოსავლებს: 2015 წლის განმავლობაში სოფიო ბალავაძემ, როგორც „საქართველოს ბანკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა,  82 850 ლარი მიიღო, გიორგი ტუღუშმა კი, როგორც ევროკავშირის პროექტის მთავარმა ექსპერტმა, 37 000 ლარი; როგორც საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ლექტორმა, 2 300 ლარი, ხოლო, როგორც საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის პროექტის მენეჯერმა, 2 800 ლარი.
თუმცა იმავე წელს ხარჯიც ჰქონდათ: გიორგი ტუღუშს სარემონტო სამუშაოები 9 000 ლარი დაუჯდა, ავეჯის შეძენა – 20 000 ლარი, სარემონტო მასალების შეძენა – 7 500 ლარი.
ნინო ხაჩიძეскачать dle 11.3