კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2017 (162)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)
მაისი 2017 (216)
აპრილი 2017 (220)

№26 ვინ ამოატრიალა სტეფანე მღებრიშვილის ცხოვრება მთლიანად და რატომ ჰქონდა მას მაია დარსმელიძესთან ხელის მოწერაზე ისტერიკული ფობია

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი


  20 ივნისს რადიოჰოლდინგმა „ფორტუნამ“ წელს „ოქროს ტალღის“ გამარჯვებულები გამოავლინა. ნომინაციაში „წლის სიმღერა“ გამარჯვებული სტეფანე მღებრიშვილის „დამიბრუნდი“ გახდა. გარდა იმისა, რომ ბოლო პერიოდში სტეფანეს ახლებურად გაკეთებული მელოდიები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, მან სამი კონცერტიც ჩაატარა და სამივემ ანშლაგით ჩაიარა. 7 ივლისს კი „ივენთ ჰოლში“ სტეფანე ამ სეზონზე ბოლო კონცერტს ჩაატარებს.
სტეფანე მღებრიშვილი:
მთავარი პრიზი ავიღე – „წლის სიმღერა“ და ძალიან ბედნიერი ვარ. ამდენ სიმღერაში შენს სიმღერას რომ ამოარჩევენ, ძალიან სასიამოვნოა.
– გარკვეული მოლოდინი გქონდა?
– არასდროს არ ვარ განწყობილი მოგებაზე. ლატარიის ბილეთს თუ მაჩუქებენ, მაშინაც არ ვფიქრობ მოგებაზე, რომ მერე ძალიან არ მეწყინოს. ამიტომ ასეთი რამ არ მახასიათებს: ვაიმე, ახლა ამას ვიზამ. ამას ბავშვობაში ვაკეთებდი, როცა ბევრი ენთუზიაზმი მქონდა. ახლა აღარ დამრჩა ამდენი.
– რატომ აღარ გაქვს ბევრი ენთუზიაზმი?
– გამოცდილებამ და ასაკმა მოიტანა  ყველაფერი.
– რა მოგიტანა კიდევ ასაკმა და გამოცდილებამ?
– სიბრძნე, ენთუზიაზმი – დამაკლო. კარგი რაღაცეები მომიტანა, ცუდი – არაფერი. სიბრძნე და გამოცდილება საკმარისია იმისთვის, რომ ცხოვრება შეძლო.
– როგორ რეაგირებ დაშვებულ შეცდომებზე?
ძალიან სერიოზული შეცდომები მაქვს დაშვებული. სინანულით არ ვცხოვრობ, რადგან ვიცი, რომ ვერაფერს შევცვლი. უბრალოდ, ნებისმიერი შეცდომა შენი ცხოვრებისთვის პარაქტიკა უნდა იყოს. მერეც თუ გაიმეორებ იგივე შეცდომას, სულელი ხარ; ამის მერეც თუ კიდევ ჩაიდენ – იდიოტი ხარ, მეორედაც თუ შეცდები – მთლად საზოგადოებაში გასაშვებიც აღარ ყოფილხარ. თუმცა, მე გამიმეორებია ერთი და იგივე შეცდომები. მაშასადამდე, შესაძლებელია, მეც გამოვიდე... ნამდვილად არ მგონია, საკუთარი თავი ანგელოზი. წარსულში ყოფილა ისეთი შემთხვევები, როცა ბევრი რამ გამიფუჭებია, ბევრი შანსი გამიშვია ხელიდან, მაგრამ არ ვნანობ. ბედნიერების შეგრძნება არ უნდა დაკარგოს ადამიანმა – ეს არის მნიშვნელოვანი. ოღონდ ეს არ უნდა იყოს ხელოვნურად, გიჟივით კი არ უნდა იყო: ვაიმე, ბედნიერი ვარ! უბრალოდ, ენდორფინების მოზღვავება რაღაც მომენტებში უნდა გქონდეს ადეკვატურად სწორი და ალბათ, დაალაგებ შენს ცხოვრებას.
– რა არ მოგწონს ყველაზე მეტად საკუთარ თავში?
80 პროცენტი არ მომწონს – არც ჩემი გარეგნობა მომწონს, არც პიროვნებაზე ვგიჟდები – არ არის სამაგალითო ჩემთვის და არც ჩემს მუსიკაზე ვარ გადარეული. ნარცისების სულ მიკვირს და მეცინება ასეთ ხალხზე: საკუთარი თავით კმაყოფილები რომ არიან. ასეთებს ხომ ბევრს ვიცნობთ, ძალიან მაგრები რომ ჰგონიათ თავი და ჭკუაზე არ არიან. 20-22 წლის რომ ვიყავი, მეც მქონდა თავში ავარდნის მომენტი. „გრემი“ არ ამიღია, სერიოზული რამისთვის არ მიმიღწევია, თუმცა „ემტივიზე“ მოვხვედრილვარ. მაგრამ, მინდა, რჩევასავით მიიღონ მათ, ვისაც თავში უვარდებათ რაღაცეები: რამდენჯერაც თავში აუვარდებათ, იმდენჯერ მოხვდებათ თავში ტაფა. რაც მეტად აუვარდებათ,  მით უფრო დიდი ტაფა მოხვდებათ თავში.
– პირველად როდის მოგხვდა ტაფა თავში?
– ბავშვობაში გვხვდება პატარ-პატარა ტაფები. ჯერ ბაღში, შემდეგ სკოლაში, მერე უნივერსიტეტში, პირად ცხოვრებაში, კარიერაში – გხვდება და გხვდება. ტაფების აცილება-მოცილებაში ვართ სულ.
– რა არის შენი ყველაზე დიდი ნაკლი?
– როგორც უკვე ვთქვი, საკუთარი თავი უფრო არ მომწონს, ვიდრე მომწონს. რამე ნაკლს ვერ გამოვყოფ. მოდი, პლუსებს ჩამოგითვლი: არავისი მშურს და ამითაც გადავრჩი, რადგან მიუხედავად ჩემი სერიოზული შეცდომებისა, დიდი ტაფა არ მომხვედრია. პატიება ეგრევე შემიძლია, თუ მივხვდი, რომ ადამიანი ნანობს. შური, ბოღმა – ასეთი რაღაცეები ჩემგან შორს არის. სხვისი სიკეთე მიხარია და ჩემსას ვაკეთებ.
– რა ხარისხში გაქვს პასუხისმგებლობის გრძნობა?
– ძალიან დიდი. არ აქვს მნიშვნელობა საქმის სირთულეს, პატარაა თუ დიდი, მეზობლის დახმარება თუ სხვა რამ... ეს გრძნობა მაქვს დაბადებიდანვე: არ არსებობს ვინმეს, რამეს უპასუხისმგებლოდ მოვექცე. პუნქტუალური ვარ პასუხისმგებლობის დიდი გრძნობით.
– ემოციურიც ხარ?
– კი და ეგეც ერთ-ერთ ჩემს ნაკლად მიმაჩნია, ისევე, როგორც მერყევი ხასიათი. არ ვაკონტოლებ საკუთარ თავს, რაც ვარ – ეს ვარ. რადგან საზოგადოებამ ასეთი მიმიღო, აღარ ღირს არაფრის დამალვა და კონტროლი. არ ვცდილობ, ვითამაშო. აფექტურიც ვარ, თუ უკიდურესი მდგომარეობაა – მაშინ ფეთქავს ხოლმე „ლომი“. თუმცა, მეგობრულები და უღალატოები ვართ – ეს პლუსია. ვერ იპოვით ადამიანს, ვისთვისაც მე მიღალატია.
– ეს უკიდურესობა რა არის ხოლმე?
– ყველაზე მეტად საჭესთან ვარ აფექტური. მკლავს ადამიანების სიღორე. გმირთა მოედანზე ასასვლელი ხომ ერთი გზაა, რომელიც ახალ გზაზე ადის და ურიგოდ რომ ძვრებიან. ეს ადამიანები არიან ღორები, მეზიზღებიან, არაფრის ღირსები არ არიან. სასწრაფოს რომ არ დაუთმობ ან უკან ამოუდგები. ადამიანების „სინაგლეზე” წყობიდან გამოვდივარ, მშობლებს რომ ჰყავთ ცუდად გაზრდილი: მიდი, მიდი წაგლიჯე, წაართვი. ჩემს შვილს ასე არ ვზრდი.
– ფანიმ, ალბათ, სულ შეცვალა შენი ცხოვრება...
მთლიანად ამოატრიალა ჩემი ცხოვრება. რაც იზრდება, უფრო რთულდება ის პასუხისმგებლობა, რომელსაც აცნობიერებდი. რომ დაიბადა, მაშინ 29 წლის ვიყავი. ისეთ ასაკში გამიჩნდა, ვხვდებოდი, რა არის მშობელი, შვილი. თუმცა, 32 წლიდან უნდა იფიქრო შვილზე. ჩემს შვილთან ურთიერთობის რაღაც მომენტები „გავმაზე,“ თუმცა მასთან ერთად დიდ დროს ვატარებ. რთული ხასიათი აქვს, რაც უფრო იზრდება, მით უფრო რთულდება. პრობლემები შემოდის ფსიქოლოგიური და სხვა. მას ორივე მშობელი გვერდით ჰყავს.
– უკვე სვამს კითხვებს: რატომ არ ხართ ერთადო?
– არა, რადგან სულ ერთად გვხედავს. სულ ერთად ვართ. მე და მაია ხომ ძალიან კარგი მეგობრები ვართ და ერთმანეთს კარგად ვუგებთ. ეს, ალბათ, იშვიათია, თუმცა ჩვენ რამდენიმე ადამიანმა მოგვბაძასავით – ცდილობენ, დაალაგონ. მე და მაიას უფრო სულიერი მეგობრობა გვაქვს.
– მეორედ ოჯახის შექმნაზე გიფიქრია?
– არა, არასდროს. კარგად ვარ, როგორც ვარ. ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს. თავისუფლების მოყვარული ტიპი ვარ. მაიასთან ხელი არასდროს მქონია მოწერილი. იმის ფობია მქონდა ისტერიკული, რომ ხელს რომ მოვაწერდით, იმ დღიდან დაინგრეოდა ჩვენი ურთიერთობა. არადა, ჩემი მშობლები არ ყოფილან გაშორებულები. ეს ტრავმა არ მქონია, დიდ სიყვარულში გავიზარდე.
– მაინც გაშორდით და ეს იყო შენთვის ტრავმა?
– ითვლება, რომ ეს გაშორებაა?! არ ვიცი, როგორც გვინდა, მაინც ისე ვართ.
– სამი, ძალიან წარმატებული კონცერტი გქონდა.
– კი და მოლოდინს გადააჭარბა იმან, რაც მოხდა. ყველა კონცერტზე წინა დღეს იკეტებოდა სალარო. მარაზმამდე ვიყავი გახარებული, გაგიჟებული. ბოლო კონცერტზე გადამყიდველები ყიდდნენ ბილეთებს. ამაზე დიდი ბედნიერება არ ვიცი, რა შეიძლება, იყოს არტისტისთვის.
– „X ფაქტორში“ ჯგუფების კატეგორია შეგხვდა.
– ჯგუფები იმიტომ არის რთული, რომ მერე გახმოვანებაა საჭირო – ბევრნი არიან ათასი იდეაა. შვიდნი რომ დაიწყებენ „გაჭედვას,” კედლებზე ადიან და მერე ძალიან რთულია. „მიჭედავენ” და მეც „ვუჭედავ.” გთხოვთ, ორშაბათსაც დაურეკეთ, „თბილისელების“ მკითხველებო, „მიქსტურას“!
– გიორგი გაბუნიას მანიაკი უწოდე.
– ხომ მაგარი მეგობრები ვართ, ვგიჟდები მასზე და  ვიცი, ისიც გიჟდება ჩემზე. მაგრამ, რაღაც შიზოფრენია დაემართება და „უბერავს“ ბოლომდე.  
скачать dle 11.3