კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 წარმატებული და ცნობილი კარდიოქირურგი – სულხან ლომინაძე თქვენი გულის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სადარაჯოზე

თათია ფარესაშვილი ნინო კანდელაკი


  ექიმი-კარდიოქირურგი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს კარდიოქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტი და კლინიკა „ღია გულის” კარდიოქირურგიული  დეპარტამენტის ხელმძღვანელი –  სულხან ლომინაძე, თავისი განათლებისა და მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების ხარჯზე, ყოველდღიურად არაერთი ადამიანის  ცხოვრებას ცვლის უკეთესობისკენ. მისი წყალობით გადარჩენილი და გამოჯანმრთელებული პაციენტები, რომლებიც ექიმის მიმართ მადლიერებას სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ, სულხან ლომინაძის მთავარი მონაპოვარია. მისთვის არ არსებობს განსაზღვრული სამუშაო საათები და მუდმივ მზადყოფნაშია პაციენტების დასახმარებლად.

სულხან ლომინაძე: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, გავიარე ინტერნატურა და დავიწყე მუშაობა ქირურგიის ინსტიტუტის კარდიოქირურგიულ განყოფილებაში. კვალიფიკაციის ასამაღლებლად ქვეყნის ფარგლებს გარეთ არაერთ წამყვან კლინიკაში ვმუშაობდი, მათ შორის, ვიყავი ბერლინში, ჟენევასა და ისრაელში. შემდეგ დავბრუნდი საქართველოში და დავიწყე ოპერაციების დამოუკიდებლად კეთება. შეიძლება ითქვას, რომ სამედიცინო სფეროსთან ოჯახური კავშირი მაქვს. დედაჩემი კარდიოლოგია, ჩემი კოლეგაა მეუღლეც.  
– რა სირთულის ოპერაციების კეთება გიწევთ?
ყველანაირი სირთულის ოპერაციების, რაც კი კეთდება მოზრდილებში და შეეხება გულ-სისხლძარღვთა სისტემასა და მაგისტრალურ სისხლძარღვებს. მაგალითად: ერთი კვირის წინ მქონდა ასეთი შემთხვევა, როცა ახალგაზრდა მამაკაცი სტენოკარდიული ტკივილებით მოხვდა ჩვენს კარდიოლოგიურ განყოფილებაში, დასტენტეს და დაითრომბა სტენტი. სტენტირება აღმოჩნდა უშედეგო და მისი სიცოცხლე კითხვის ნიშნის ქვეშ იყო – გულის ფუნქცია საკმაოდ დათრგუნული, წნევაც არ ესინჯებოდა და ასეთ მდგომარეობაში გავიყვანეთ საოპერაციოში. საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ეს პაციენტი უკვე გავწერეთ ბინაზე. ახლახან გავაკეთეთ განმეორებითი ბენტალის ოპერაცია, როდესაც იცვლება აორტული სარქველი, აღმავალი აორტა და ხდება კორონარული არტერიების იმპლანტირება ხელოვნურ პროთეზში. ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული ოპერაციაა. ხშირია ისეთი შემთხვევა, როცა გადაუდებელი სასიცოცხლო ჩვენებით ვაკეთებთ ოპერაციებს; როცა მინიმალურია გადარჩენის შანსი და მაინც ვახერხებთ სიცოცხლის შენარჩუნებას. ეს ექიმისთვის დიდი გამარჯვებაა.
– დღის განმავლობაში დაახლოებით რამდენი ოპერაციის ჩატარება გიწევთ?
– ყოველდღიურად რამდენიმე ოპერაციას ვაკეთებ. იყო ისეთი შემთხვევაც, როცა დღის განმავლობაში ხუთი ოპერაცია ჩავატარე, ამის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია. თითქმის თანაბარი რაოდენობით ვაკეთებ როგორც გეგმურ, ასევე გადაუდებელ ოპერაციებს. ამიტომ, ჩემთვის გაწერილი სამუშაო განრიგი არ არსებობს. ზოგადად, ჩვენს პროფესიაში ასეა. ნებისმიერ დროს შეიძლება, გამომიძახონ და მომიწიოს ოპერაციის ჩატარება. ეს ჩემი ცხოვრების წესია, რაც სიამოვნებას მანიჭებს. თუ ადამიანს თავისი საქმე არ აბედნიერებს, ის წარმატებული ვერ იქნება. როცა, ფაქტობრივად, უიმედო მდგომარეობიდან წარმატებით გამოვდივარ, საოცრად მეამაყება და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ღირდა ამ პროფესიის არჩევა. ექიმის პროფესია დაკავშირებულია პაციენტების სიყვარულთან და თუ გინდა, რომ ამ სფეროში წარმატებას მიაღწიო, მაშინ ყველაფერი გვერდზე უნდა გადადო.
– თქვენ ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების დიდი ნაწილი უცხოეთში მიიღეთ. ამჟამად თუ გაქვთ უცხოელ კოლეგებთან კავშირი და როგორ გეხმარებათ ეს პროფესიულ განვითარებაში?
– ჩემი, როგორც პროფესიონალის ჩამოყალიბებაში, ძალიან დიდი როლი ითამაშა უცხოეთში მიღებულმა განათლებამ და პრაქტიკულმა გამოცდილებამ. მაშინდელ პროფესიულ კავშირებს დღემდე ვინარჩუნებ. საქართველოში არ არსებობდა კარდიოქირურგიული სკოლა, რომელიც ახალგაზრდა კადრებს გაზრდიდა. ამიტომ, უცხოეთში წასვლა და იქ დახელოვნება აუცილებელი იყო. მსოფლიო მასშტაბით, ყოველდღიურად ფიქსირდება ახალ-ახალი სამედიცინო მიღწევები და აუცილებელია, ამ პროცესს ფეხი ავუწყოთ და ჩვენი ქვეყნის რეალობაში დავნერგოთ. ჩვენს კლინიკას მუდმივი კავშირი აქვს უცხოელ კოლეგებთან და ხშირად გვიწევს სხვადასხვა ქვეყანაში ჩასვლა. ისინიც ჩამოდიან ჩვენთან და მუდმივად ხდება აზრთა გაზიარება.  კლინიკა „ღია გულის” განვითარებაში დიდი როლი ითამაშა შევიცარიულმა ფონდმა. ისინი პერიოდულად ჩამოდიოდნენ ჩვენთან ოპერაციების ჩასატარებლად და ჩვენც ხშირად ჩავდიოდით. არანაკლები მხარდაჭერა გვქონდა იერუსალიმიდანაც.
– რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ის გუნდი, ვისთან ერთადაც ყოველდღიურად გიწევთ მუშაობა?
– კარდიოქირურგია არ არის ერთი ადამიანის დარგი, ეს გუნდური სამუშაოა. ამ გუნდში ყველას თავისი მოვალეობა აქვს და თავის საქმეზეა პასუხისმგებელი. თუ ამ ჯაჭვში რომელიმე რგოლი სუსტია, ის აუცილებლად იმოქმედებს საერთო შედეგზე.
скачать dle 11.3