კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 როგორ ხვდება ადამიანის გარდაცვალებას წინასწარ თემო რცხილაძე და როგორ ვარდებოდა ის ერთი თვე მეექვსე სართულის აივნიდან

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე


 მართალია, მომღერალ და მუსიკოს თემო რცხილაძეს ცრურწმენების არ სჯერა, მაგრამ, თუ ცუდი სიზმარი ნახა, დილით, ახალგაღვიძებული მას აუცილებლად პირველად წყალს უყვება. მის  ცხოვრებაში არაერთი ფაქტი ყოფილა, როცა წინასწარ, სიზმრად, შეგრძნებით თუ სუნით იგრძნო ახლობლის გარდაცვალება. როგორც თავად ამბობს, არ იცის, ეს გამძაფრებული ინტუიციის ბრალია თუ სამყაროსთან უხილავად დაკავშირებული ძაფების, მაგრამ, აღიარებს, რომ ეს საშინელი განცდაა და ცდილობს, ამაზე არ იფიქროს.

თემო რცხილაძე: მიმაჩნია, რომ იღბლიანი ვარ და ამიტომაც, გამიღიმა ცხოვრებაში ბედმა. რაც ჩემს გულს უხარია, ყველაფერი მაქვს. ვცდილობ, ირგვლივ პოზიტიური გარემო შევქმნა, კარგ განწყობაზე დავაყენო გარშემო მყოფები და მიხარია, როცა მეგობრები მეუბნებიან, შენთან თავს კომფორტულად, მშვიდად და კარგად ვგრძნობთო. პირადში, შვილებში, კარიერაში, მეგობრებში –  ძალიან გამიმართლა. უბრალოდ, არ მიმართლებს იმაში, რომ ბოლო დროს, ბევრი უახლოესი ადამიანი დავკარგე. უეცრად გამომეცალნენ ხელიდან ბავშვობის მეგობრები და ეს ძალიან მტკივა. 25 წლის ვიყავი, როცა მამა გარდაიცვალა და მახსოვს, ეს ყველაზე დიდი და საშინელი დარტყმა იყო ჩემთვის. იმ წუთას გავიზარდე და მივხვდი, იმედი გამომეცალა ხელიდან. დღეს კი, ასეთი დარტყმა, ხშირად ხდება ჩემს თავს. უამრავი ადამიანი წავიდა იმქვეყნად. ნახევარი საუკუნე გავიარე და რაც წლები გადის, გულისტკენა მატულობს.
– ამბობენ, ინტუიცია საოცრად გაქვს განვითარებული და ადამიანების გარდაცვალებას წინასწარ გრძნობ. ეს ასეა? – მოსალოდნელ ფაქტებს, წინასწარ ხედავ?
– არც კი ვიცი, როგორ ხდება, წინასწარ ვგრძნობ, ვხედავ, და მერე მართლდება. ეს, წინასწარმეტყველური ხედვა და სიზმრები ბავშვობიდან მომყვება. შეიძლება, წინასწარმეტყველება ჩემში სიზმრის სახით, სუნით ან უბრალოდ, გონებაში მოვიდეს. ჩვენ, სამყაროსთან დაკავშირებული ვართ უხილავი ძაფებით და ის, რომ უცნაური რაღაცეები ხდება ჩვენს თავს, გასაკვირი სულაც არაა. არ დამავიწყდება, ახალგაზრდობაში ერთი გოგო მიყვარდა. შევხედეთ ერთმანეთს და ვიგრძენი, რომ ამქვეყნიური აღარ იყო. ჩემს თავს გავუბრაზდი გონებაში, ეს რეებს ფიქრობ-მეთქი... ზუსტად ორ დღეში, ეს გოგო ავარიაში მოჰყვა და გარდაიცვალა. ბავშვობაში, გურიაში ვისვენებდი და ღამით უცნაური სიზმარი ვნახე – გარეთ ვიღაცას მიასვენებდნენ და ბებია დასტიროდა, როგორ მტოვებო. ღამის სამ საათზე  გამეღვიძა შეშინებულს. დილით კი, ბებიას მოვუყევი სიზმარი და მითხრა, უბრალოდ, ცუდი სიზმარი ნახე, არ იფიქრო ამაზე, როცა მსგავს რამეს კიდევ ნახავ, დილით წყალს მოუყევი და იმას გაატანეო. მოკლედ, არ გავიდა რამდენიმე საათი და დეპეშა მოვიდა, ნათესავი გარდაიცვალა. სხვათა შორის, მას არ ვიცნობდი და როგორც დედამ მითხრა, ის ნათესავი ზუსტად ღამის სამ საათზე გარდაცვლილა. ანუ, მაშინ, როცა მისი გასვენება სიზმარში ვნახე.
– ყოფილა შემთხვევა, როცა ოჯახის წევრები და ახლობლები, მოსალოდნელ ფაქტზე წინასწარ გაგიფრთხილებია და აგირიდებია საფრთხეს?
– მადლობა ღმერთს, წინასწარმეტყველურ სიზმრებს იშვიათად ვხედავ და ასეთი შეგრძნებებიც იშვიათად მაქვს. მაქსიმალურად ვცდილობ, დავბლოკო და ჩემში არ შემოვუშვა ის, რასაც წინასწარ ვხედავ და ვგრძნობ. დამიჯერეთ, არ არის ეს გრძნობა სასიამოვნო. ყველამ წინასწარი გაფრთხილებისა და შიშის გარეშე უნდა იცოცხლოს. მახსოვს, თინეიჯერობის ასაკში ერთი თვე, ყოველ ღამით ვხედავდი ერთსა და იმავე სიზმარს: ვდგებოდი საწოლიდან, მეექვსე სართულის აივანზე გავდიოდი, გადავდგამდი ფეხს და ვხტებოდი. მივფრინავდი და მიწაზე სანამ დავეცემოდი, მეღვიძებოდა. იმდენაც ცხადად ვხედავდი ამ სიზმარს, შეწუხებული ვიყავი. მერე ვხუმრობდი, ერთი თვეა, მეექვსე სართულიდან ვხტები, ვვარდები და ხომ ვერ დავენარცხე ამ დედამიწას-მეთქი (იცინის). ერთხელ კი დამესიზმრა, რომ სარკის წინ, თმას ვიჭრიდი და ზუსტად ვიცოდი, რაღაც უსიამოვნოს გავიგებდი. სწორედ იმ დღეს გავიგე მეგობარზე ძალიან ცუდი ამბავი.
– სასულიერო პირთან, ეზოთერიკოსთან ან ფსიქოლოგთან თუ მოგიყოლია ის ამბები, რაც თავს გადაგხდა და რა შეფასებებს აძლევენ ისინი ამ ყველაფერს?
– სხვათა შორის, არავისთან მომიყოლია ის, რომ ინტუიციურად, სიზმარში, ხილვით თუ სუნით, ანდა უბრალოდ, შეგრძნებით ვხვდები წინასწარ მოსალოდნელ ფაქტებს. ეს ამბავი მხოლოდ უახლოესმა ადამიანებმა იციან. სიამრთლე გითხრათ, ამაზე ლაპარაკი, არც მსიამოვნებს. თუმცა, უცნაურ და წინასწარმეტყველურ სიზმრებს, იშვიათად, მაგრამ ახლაც ვხედავ. დილით წყალს ვატან და მგონია, ის გაანეიტრალებს.
– თავად თუ მოგდომებია მომავალი ცხოვრების წინასწარ გაგება და ამ მიზნით, თუ ყოფილხარ წინასწარმეტყველთან?
– ადრე, ყავაში ჩამიხედა ჩემი შვილის, ნიკუშას ნათლიდედამ. საკმაოდ კარგად იხედებოდა და მართლდებოდა მისი ნათქვამი. ბათუმში მქონდა კონცერტები დაგეგმილი და ოლია, ჩემი მეუღლე აპირებდა თბილისიდან ამ კონცერტზე დასასწრებად გადმოფრენას. მან კი ჩაიხედა ჭიქაში და თქვა, ვერ ვხედაც გზას, ოლია ვერ ჩამოვა ბათუმშიო. მართლაც, ჩემი მეუღლე მივიდა აეროპორტში და თვითმფრინავი გაფრენილი დახვდა, დააგვიანა. ასე რომ, ახლობელი თუ ჩამიხედავს ჭიქაში, თორემ ამის გამო მკითხავთან არ წავალ და არც ფულს გადავიხდი. არც თეფში დამიტრიალებია და გარდაცვლილი სულები შემიწუხებია (იცინის). ეზოთერიკა დიდად არ მიზიდავს. ამით რომ დავინტერესდე და ჩავუღრმავდე, შეიძლება, სხვაგან გადავიდე, მე კი სხვა განზომილებაში არ მინდა მოხვედრა (იცინის). რაც „მგრუზავს“, იმაზე არ ვფიქრობ.
– შენს ცხოვრებაში თუ იყო ისეთი ექსტრემალური სიტუაცია, როცა სიკვდილს თვალებში ჩახედე და განვლილმა ცხოვრებამ კადრებივით ჩაგიარა თვალწინ?
– მახსოვს, მოსკოვში მივფრინავდი და ისეთ გრიგალში მოვხვდით, თვითმფრინავმა შიშისგან ფრთები შეკეცა (იცინის). ვერ მივიდა აეროპორტამდე, სათადარიგო ბილიკზეც ვერ დაჯდა, საშინელი პანიკა იყო სალონში. ფსალმუნებს ვკითხულობდი და მჯეროდა, არაფერი მომივიდოდა. ჩემოდნების „წვიმაში“ მოყოლილი მგზავრები, გაოგნებულები მიყურებდნენ, ვიღუპებით და ეს რა მშვიდად ზისო (იცინის). ზუსტად ვიცოდი, არაფერი მოგვივიდოდა. არადა, ისე გვაქანავა გრიგალმა, მიწაზე რომ  ფეხი დავდგი, კარგა ხანს იქაც ვქანაობდი (იცინის). პირველი მანქანა რომ მყავდა, მთვრალი დავჯექი საჭესთან და ჩაქვის „პერევალზე“ ნამდვილად სასწაულად გადავურჩი სიკვდილს. წინ ხრამი იყო, სადაც, წესით უნდა გადავვარდნილიყავი და არ ვიცი, გათიშულმა როგორ მოვახერხე, მანქანით გავთხარე გვირაბი კლდეში (იცინის). ახლა რომ ვფიქრობ, ორჯერ ჩავხედე სიკვდილს თვალებში და ალბათ, მესამე მაშინ იქნება, ასი წლის მერე, მართლა რომ გამოჩნდება გვირაბის ბოლოს სინათლე (იცინის).

скачать dle 11.3