კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 როგორ „ჩაარტყეს“ სამი ჭიქა არაყი ვითომ სტალინმა და ნამდვილმა ჟუკოვმა კრემლში, სტალინის კაბინეტში

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური


 ცნობილი ქართველი მსახიობი ბუხუტი ზაქარიაძე სტალინის როლის საუკეთესო შემსრულებლადაა მიჩნეული, რომელმაც ცნობილ საბჭოთა კინოეპოპეა „გათავისუფლებაში“ ითამაშა. 1969 წელს, ფილმის პირველი ნაწილის გადაღებები მიმდინარეობდა. ეგრეთ წოდებული, კაბინეტური სცენები სტალინის მონაწილეობით კრემლში, სტალინის კაბინეტში იდგმებოდა და იქვე იღებდნენ კიდეც. ერთ-ერთი სცენის გადაღებისას კაბინეტში, სტალინთან მარშალი ჟუკოვი უნდა შესულიყო და უმაღლესი მთავარსარდლისთვის მოეხსენებინა. ჟუკოვის როლს ბრწყინვალე მსახიობი მიხეილ ულიანოვი ასრულებდა. ფილმის რეჟისორს, იური ოზეროვს ერთი ეშმაკური თვისება ჰქონდა – ისტორიული პიროვნებების გადაღებისას, თუკი ეს ადამიანი ცოცხალი იყო, ნამდვილ, ასე ვთქვათ, „ორიგინალ“ გმირს შეუშვებდა პარტნიორთან, თავად კი მის დუბლიორს აყურებინებდა „ორიგინალის“ ქცევებს... ზემოხსენებული სცენის გადაღებისას, ოზეროვს რეალური ჟუკოვი ჰყავდა მიწვეული კრემლში, რომელიც, ასაკის მიუხედავად, ახალგაზრდულად გამოიყურებოდა. თანაც, მარშლის ფორმა ეცვა, ისევე, როგორც მსახიობ ულიანოვს, რომელიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა სახელოვან მარშალს... ეშმაკმა ოზეროვმა, ისე, რომ თავად ჟუკოვმა (რა თქმა უნდა, არც ზაქარიაძემ) არაფერი იცოდა, „ორიგინალს“ სთხოვა, „სტალინთან“ შესულიყო და მისი გრიმი და მიხვრა-მოხვრა შეეფასებინა. ბატონ ბუხუტის „პატარა ჩარტყმა“ უყვარდა. მაგიდის ქვეშ არაყი ედგა და ჟუკოვი რომ შევიდა, სწორედ ამ დროს „ჩაარტყა“...
– ამხანაგი სტალინი არ სვამდა სამსახურში, – უთხრა „ორიგინალმა“ „სტალინს“.
– მოდი, მიშა, მოდი, – ბუხუტიმ „ულიანოვს“ არყიანი „რუმკა” მიაწოდა და დააყოლა, – „ჩაარტყი“, სტალინი თუ არ სვამდა, ჟუკოვი ხომ „ურტყამდა“ „სტოპკებსო“ (ას გრამს).
ჟუკოვმა რომ ორი ჭიქა „ჩაარტყა“, ამ დროს იური ოზეროვი და ულიანოვი შემოვიდნენ ოთახში. ბუხუტი ყველაფერს მიხვდა, მაგრამ არ დაიბნა, ჭიქა არყით აავსო და სახელოვან მარშალს უთხრა:
– თქვენი სადღეგრძელო იყოს, გიორგი კონსტანტინოვიჩ!
ჟუკოვმა ზაქარიაძე გააჩერა, არყიანი ჭიქა მიუჭახუნა და უთხრა:
– ჩემი კი არა, ნამდვილი სტალინის სადღეგრძელო იყოსო, – ჭიქა ბოლომდე გამოცალა და სანამ კაბინეტიდან გავიდოდა, ოზეროვს უთხრა:
– როგორც სტალინი, ცუდი არაა, მაგრამ უკეთესი მსმელიაო.
скачать dle 11.3