კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 რატომ გადაწყვიტა იმედა არაბულმა საქართველოს დატოვება და ცოლ-ქმარს შორის რა ურთიერთობა არ „მოსულა“ მისთვის

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

მსახიობი იმედა არაბული ცოტა ხნის წინ ამერიკაში, ქართველმა რეჟისორმა, ქეთი ორჯონიკიძემ მიიწვია თავის ახალ ფილმში – „დაბრუნება“.  ქართველი რეჟისორი ემიგრაციის თემაზე უკვე მესამე ფილმს იღებს და ეს იქნება ტრილოგია ემიგრანტებზე. იმედა მესამე ფილმის მთავარი გმირია და 14 ივლისიდან უკვე ამერიკაში ჩაერთვება გადაღებებში.
იმედა არაბული:
ოქტომბრიდან განვაახლეთ „მეფე ლირი“ და ყველა სპექტაკლმა ანშლაგით ჩაიარა. ჩემთვის საინტერესო იყო ამ სპექტაკლში თამაში, რადგან ძალიან კარგი მსახიობების შემადგენლობაა. მიხაროდა, რომ ასეთ კარგ გარემოში მომიწია მუშაობა. ზურა ყიფშიძეს ვეუბნებოდი: ბედნიერი ვარ, შენთან ერთად რომ ვდგავარ სცენაზე და თან, ბევრი სცენა გვაქვს ერთად-მეთქი.
– როდესმე გიფიქრია, რომ სხვა პროფესია უნდა აგერჩია?
– თუ შემოსავლების მხრივ შეხედავ, ეს სფერო ჩვენს ქვეყანაში რა დონეზეა, მაშინ შეიძლება, თავის დროზე დაფიქრებულიყავი – ამ პროფესიაში არის თუ არა პერსპექტივა. სამწუხაროდ, ეს სფერო ჩვენს ქვეყანაში მიგდებულია, არ ხდება ხელშეწყობა. მეორე მხრივ, ისე მიყვარს ეს საქმე, იმხელა ხიბლი აქვს, ისეთი საინტერესოა, რომ სინანულის გრძნობა არასდროს მქონია. საქმის უინტერესობის პრობლემა არასდროს გამჩენია.
– როგორც ვიცი, ამერიკაში გეგმავ წასვლას. პირადი საუბრიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, ბევრ რამეზე გაქვს გული აცრუებული.
იმიტომ რომ, ჩემს სფეროში არაფერი ხდება. არ მინდა მღვდლობა, პოლიტიკოსობა და ბიზნესმენობა. ხომ შეიძლება, სხვა რამეც გვაინტერესებდეს და ჩვენც ჩავითვალოთ ადამიანებად? სადაც კარგი პონტია, იქ შევძვრე, ეს არ მინდა. მინდა, ვაკეთო ის, რაც ჩემთვის კარგი პონტი და საინტერესოა. დაფასების მაგივრად, ხელფასებს რომ აჭრი: აი, მეც ბოლომდე მაქვს ქამარი შემოჭერილი. არ ვწუწუნებ, ფაქტებზე ვსაუბრობ. ცოლ-შვილი მე არ მყავს, ორ თეატრში ვარ, რა მაქვს საწუწუნო, უბრალოდ, ფაქტზე მივუთითებ, იმაზე, რაც ჩემ გარშემო ხდება. თვითონ შემოიჭირონ ქამრები ამხელა ხელფასები და პრემიები რომ აქვთ. 36 წლის ვარ და ვერ ვნახე ამ ქვეყანაში მთავრობა, რომელსაც ქვეყანა უყვარს. დავიღალე, აღარ მინდა, აქ ყოფნა. წავალ ამერიკაში, მინდა გარემო შევიცვალო, თორემ ნებისმიერ ქვეყანაში რთულია ცხოვრება. ჩვენთან არ არის რთული? თუ ვერ იმუშავებ, სახლიდანაც ვერ გახვალ. შეიძლება, სხვის ხარჯზე იცხოვრო – სხვამ გაჭამოს, გასვას, მაგრამ ასეთი ცხოვრება რატომ არის კარგი? წესიერი, პატიოსანი შრომა საერთოდ არ არის სათაკილო. 16 წლის ვიყავი, გეოლოგს დავყვებოდი – მიწას ვთხრიდით, ვრეცხავდით. ის ოქროს შესახებ მონაცემებს ეძებდა. ამაში ჩვეულებრივ, ხელფასს ვიღებდი, თან მაინტერესებდა: ოქროს ვეძებდით. ფილმები მქონდა ნანახი – „მაკენას ოქრო“... გარკვეული რომანტიზმიც იყო.
– რთული პერიოდი ყველას გვქონია. შენს ცხოვრებაში რა ყოფილა ასეთი?
– მამაჩემის გარდაცვალება იყო ისეთი პერიოდი, რამაც ბევრ რამეზე დამაფიქრა და აზრი შემაცვლევინა. რომ ამბობდნენ:  ადამიანების თვისებაა, როცა რაღაცას ვკარგავთ, მერე ვაფასებთო. მამა რომ გარდაიცვალა, მაშინ მივხვდი: მართალი ყოფილა. მამაჩემს განა არ ვაფასებდი ან არ მიყვარდა, უბრალოდ, მისი გარდაცვალების შემდეგ, ყველა ის წუთი, წამი, დღე მენანება, როცა გამიბრაზებია ან მასთან მეტი დრო არ გამიტარებია, მეტი ყურადღება არ მიმიქცევია – ამაზე ძალიან მწყდება გული.
– ცხოვრებაში თუ შეგხვედრია ბევრი ცდუნება?
ქუჩის ბიჭი არასდროს ვყოფილვარ, არც მიძველბიჭია, თუმცა ქუჩაშიც ვმდგარვარ. მეგობრებიც მყოლია, რომლებსაც ნარკოტიკებთან ჰქონიათ შეხება და უმამალაყინწიათ კიდეც. მეც მიჩხუბია, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ეს ყველაფერი არაფერს მაძლევდა. თან, ვცეკვავდი, მერე – სამსახიობო. ჩემი მეგობრები ცოტა ირონიულად მიყურებდნენ: ვაა, არტისტი!.. წლები რომ გავიდა, ნახეს, იქ გამოვჩნდი, აქ, თეატრში შემოსავალი... თვითონ – არაფერი: ზოგი დაიჭირეს, ზოგი გადაჰყვა ნარკომანიას... ყველა მეუბნებოდა: შენ ჭკვიანი გამოდექიო. ათასში ერთხელ შეიძლება, მოვწიო მარიხუანა, რელაქსაციისთვის. მომხმარებელი არ ვარ. სხვა ნარკოტიკით არასდროს დავინტერესებულვარ.
– ამერიკის თემას მინდა, დავუბრუნდეთ. ამერიკაში ქართველმა რეჟისორმა, ქეთი ორჯონიკიძემ მიგიწვია თავის ფილმში გადასაღებად.
– ქეთი ამერიკიდან დამიკავშირდა და მითხრა: შენ ზუსტად ის ტიპაჟი ხარ, რომელიც ჩემი ფილმისთვის წარმომიდგენია. მინდა, რომ ითამაშოო. ბილეთი ამიღო და ერთი თვე ამერიკაში ჩემს ცხოვრებაზე მან აიღო პასუხისმგებლობა. 14 ივლისს იწყება გადაღებები. სცენარიც გამომიგზავნა, საკმაოდ საინტერესო. ეს არის ახალგაზრდა ტიპზე, რომელიც ჩასულია ამერიკაში.  5 წელია, იქ არის და ვერ ჩამოდის. ისე უყვარს თავისი ოჯახი, ცოლს არ ღალატობს.
– შენ ხარ ასეთი ერთგული?
–  მესმის, ერთი თვით წავიდე გადაღებაზე. მაგრამ, 5 წელი რომ ერთად აღარ ხართ, ჩემთვის ეს არ არის ოჯახი. ღალატი მაინცდამაინც ვიღაცასთან სექსი ხომ არ არის? 5 წელი ერთად რომ არ არიან, ეს ოჯახი აღარ არის. დის, ძმის არნახვაც რთულია, მაგრამ ცოლი სხვა რამეა: სულ სხვა ფიზიკური ურთიერთობაა, რაც ბევრ რამეს იწვევს. ამაზე პასუხს ვერ ვიტყვი, რადგან ჩემს ცხოვრებაში არ მოხდება ასეთი რამ. 5 წელი არ ვნახო ცოლი, მაშინ გავშორდები, რად მინდა ასეთი ცოლი?
– როგორ გესმის გენდერული თანასწორობა ოჯახში?
– ძალიან მომწონს თავისუფალი ურთიერთობები. მე არ მექნება სახლი, ცოლს ექნება, ძალიან კარგი. მე მექნება და მას – არა, რა არის ამაში ცუდი?! ძალიან მომწონს რეალიზებული ქალი. სახლში რომ უზით 24 საათი ძიძებად, მრეცხავებად –  არ მესმის. მე ვარ ძალიან „ჩისწულია“ ტიპი, „წიკიანი“. თუ დავინახე, რაღაც გასაწმენდია, ცოლს არ დავუძახებ, ავდგები და თვითონ გავაკეთებ – ამაში ვერ ვხედავ პრობლემას. სულ ვამბობ, რომ მიყვარს ჭკვიანი და რეალიზებული ქალები.
– მოდელის გარეგნობით?
– არ არის აუცილებელი, რადგან მოდელის გარეგნობიანი გოგოების ჭკუაზე ბევრს ვილაპარაკებ. ბევრი ფიზიკურად კარგი გოგო ვიცი, მაგრამ მათი „აიქიუ“ რამდენად არის რაღაც დონეზე, არ ვიცი. ლამაზი არ ნიშნავს, ბარბის. შეიძლება, შინაგანად ისეთი ლამაზი იყოს – მოგწონდეს მისი ინტელექტი, ერუდიცია, როგორ საუბრობს, მისი ჭკვიანური გამოხედვა. მაინც მგონია, რომ ოჯახში ძირითადი შემომტანი უნდა იყოს კაცი. თუ ორივე ვიმუშავებთ – ეს იდეალური სიტუაციაა. ისიც არ მესმის, ელემენტარული სალონის ფულს რომ ქმარს სთხოვ. განა არ მოგცემს ქმარი, განა დამენანება, თვითონ არ „გაუტყდება“? სიგარეტს არ ვეწევი, მაგრამ იმ დონეზე რომ ვიყო, ცოლს მოვთხოვო სიგარეტის ფული, მოვკვდები. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, ერთმანეთს უნდა მოვუსმინოთ და უნდა გადავწყვიტოთ ისე, როგორც ორივესთვის იქნება უმჯობესი. ხომ ამბობენ, კაცებს ჭკვიანი ქალების ეშინიათო, მე არ მეშინია. პირიქით, ჩემზე უკეთეს ვარიანტს თუ მოიფიქრებს, გავითვალისწინებ – რატომაც არა?!
– როგორ უყურებ ღალატის თემას, ეპატიება ვინმეს?
სულ ვამბობ: წარმოიდგინე, საკუთარი თავი ასეთ სიტუაციაში: ცოლი მოდის და გეუბნება – იმ დღეს რომ ვიჩხუბეთ, წავედი გოგონებთან ერთად, დავლიე, მერე იმან დამირეკა, შევცდი, გიღალატე, მაგრამ შენ მიყვარხარო. ხომ ვეტყვი: აბა, კარგად იყავი, გენაცვალე. იგივეა კაცის ღალატის შემთხვევაშიც. რა განსხვავებაა? ჩემზე ბევრი ცუდი ჭორი გექნებათ გაგონილი. როცა მყოლია კონკრეტული პარტნიორი, შეყვარებული, იმ პერიოდში არსად გამიხედავს, მაგრამ, როცა არავინ მყოლია, რატომაც არა? ერთხელ ვთქვი, ლამაზი ქალები მოწმონს-მეთქი და დაწერეს: მექალთანეაო. ისე გაგვიჭირდა, ქალი რომ მომწონს, ამიტომ მექალთანე ვარ? მე ვარ ჯანმრთელი, ჰეტერო, ნატურალი მამაკაცი. მომწონს ქალები და ვამბობ კიდეც ამას. რაც შეეხება ღალატს, არ მოსულა ჩემთვის – ყველაფერს ანგრევს. რომ ვუღალტო ცოლს, ვერ ვიქნები კარგად და თვითონ ვეღარ გავჩერდები. ძალიან გამიჭირდება, ვერ ვაპატიებ საკუთარ თავს.
скачать dle 11.3