კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2019 (145)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)

№26 რა ამაზრზენ დეტალებს ყვებიან ბავშვები გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ დავით შანიძის შესახებ და რას პასუხობს მათ ბრალდებულის მხარე

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

„ბავშვს თვალებზე დააფარა ხელი, უთხრა, პირში კანფეტს ჩაგიდებო და სასქესო ორგანო მიადო“ – არასრულწლოვნების მიმართ გამოვლენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, სამტრედიის ერთ-ერთი სოფლის მცხოვრები, 37 წლის დავით შანიძე დააკავეს. საქმე 5-6 წლის ბავშვებს ეხება. ბრალდების მხარის მტკიცებით, მათგან ერთ-ერთი, უშუალოდ დაზარალებულია, მეორე კი ამ ყველაფერს ხედავდა. თუმცა, ბრალდებული მსგავს დანაშაულს არ აღიარებს და მისი ადვოკატი ბრალდების მხარის მოტივად, ბრალდებულისადმი არსებულ ძველ ბოღმას ასახელებს.
ხვიჩა ნიკოლეიშვილი (დავით შანიძის ადვოკატი): ამ ბრალდების დასამტკიცებლად გამოძიებას მტკიცებულება არ აქვს. საქმეში მხოლოდ მცირეწლოვანი ბავშვების ჩვენება დევს. ბრალდებულ დავით შანიძესა და ბავშვების მამას შორის, დაახლოებით ერთი წლის წინ, უსიამოვნება მოხდა. ეს ბავშვები გაჭირვებული ოჯახიდან არიან. ბრალდებული კი სოფლის მეურნებითაა დაკავებული, ცხენები და საქონელი ჰყავს. ამ ბავშვების მამამ სთხოვა, ნისიად მიეცა მისთვის საქონელი, რაზეც შანიძისგან უარი მიიღო. მანამდე კვიცის მიყიდვა უთხოვია ნისიად და მაშინაც უარი მიუღია დავითისგან. ამიტომ, გაბრაზებული იყო მასზე. ეს ადამიანი ხშირად სვამს და ნასვამ მდომარეობაში რომ ხვდებოდა, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა – აგინებდა. დავითი ალალმართალი ბიჭია, ჩხუბს ყოველთვის ერიდება. ის 21 აპრილს მეზობლის ცხენის საძებნად იყო წასული და ამ ბავშვების სახლს აუარა. ეზოში ბავშვები დაუნახავს და გამოუკითხავს, ცხენი ხომ არ დაგინახავთო. არაო, უთქვამთ ბავშვებს. შემდეგ უკითხავს, ბებია თუ იყო სახლში, რადგან მასთან ჰქონდა ურთიერთობა, მაგრამ ის ბათუმში ყოფილა წასული. ამის შემდეგ ასანთი უთხოვია ბავშვებისთვის, რაზეც უარი მიუღია და წასულა. დაახლოებით ოთხმოცი მეტრი გაუვლია და მდელოსკენ გადაუხვევია. შარდავდა, როცა უკნიდან ბავშვების სიცილი მოესმა. ეს ბავშვები მეორე მხრიდან წამოსულან და დაახლოებით, თხუთმეტი მეტრის მოშორებიდან უყურებდნენ. დავითი თავმოყვარე კაცია, რომ დაუნახავს ბავშვები, უყვირია: თქვე ვირიშვილებო, რას აკეთებთ, ჩქარა სახლში წადითო. იმ ღამით ამ გოგონების მამა სახლში ნასვამი დაბრუნებულა და ბავშვებს ეს ამბავი მოუყოლიათ. ის ისედაც დაბოღმილი იყო დავითზე, პოლიციაში დაურეკავს და სულ სხვა რამ დასდო ბრალად: დავითი ჩემს შვილთან მივიდა, დაუძახა, გარეთ გამოიყვანა, დაიჭირა და სასქესო ორგანო ტუჩებზე მიადოო. დღისით და მზისით. თუმცა, არავინაა ამის დამნახველი. ნასვამი მამის ინფორმაციის საფუძველზე, ღამის სამ საათზე, პოლიცია დათო შანიძესთან სახლში მივიდა და მოტყუებით დააკავეს. უთხრეს, თქვენი დაკარგული ცხენები ვიპოვეთ, ქურდი დავაკავეთ და ამოსაცნობად წამოგვყევიო. ჯერ მამამისის მანქანით წაიყვანეს, შემდეგ გადასვეს პოლიციის მანქანაში და გზაში გინება და ცემა დაუწყეს. პოლიციაში მიყვანის შემდეგაც გამოკითხვა ცემის, გინების, ოჯახის წევრების მუქარის ფონზე მიმდინარეობდა. დავითმა მოყვა ის ყველაფერი, რაც მე გითხარით. მაგრამ პოლიციამ ოქმში სულ სხვა ვერსია ჩაწერა. ეს ბიჭი კი აიძულეს, წაუკითხავად მოეწერა მასზე ხელი. იმ დოკუმენტში, რაზეც ხელი მოაწერინეს, ისეთი საშინელება წერია, რომელსაც ახლა ვერც გავიმეორებ. იმაზე მძიმე ბრალდებებია, ვიდრე ბავშვების მამა სდებდა. როგორ შეიძლება, მერე და მერე იზრდებოდეს ეს ბრალდებები?! კიდევ ბევრი დეტალია, რომელიც მათი მხრიდან დარღვევებზე მიუთითებს.
– თუმცა, ამ ბრალდების მიუხედავად, გაათავისუფლეს. რატომ?
– სწორედ ეგ არის მნიშვნელოვანი – რატომ გამოუშვეს? თუ  აღიარებითი ჩვენება იყო და მოწმეც არსებობდა, მაშინ არ  უნდა გამოეშვათ, მაგრამ 22 აპრილსვე გამოუშვეს ნაცემი. როგორც კი გამოვიდა და თავი დაცულად იგრძნო, მაშინვე ახლობელს დაურეკა, ჩვენც ჩავერთეთ საქმეში, ექსპერტთან მივიყვანეთ და მან დაადასტურა, რომ სხეულზე დაზიანებები ჰქონდა. რის შემდეგაც ქუთაისის საავადმყოფოში გადავიყვანეთ და გვითხრეს, რომ ტვინის შერყევა ჰქონდა და წოლითი რეჟიმი დაუნიშნეს. დავითი სეზონურად თურქეთში დადის სამუშაოდ – ჩაის საკრეფად. ერთ ოჯახში მუშაობს, სადაც კარგი ავტორიტეტით სარგებლობს და იმ პერიოდში ამ ოჯახმა შემოუთვალა, რომ 12 მაისისთვის უნდა ჩასულიყო თურქეთში. გამოძიებას ამის შესახებ შევატყობინეთ და გვითხრეს, რომ შანიძე მხოლოდ მოწმის სტატუსით იყო დაკითხული და შეეძლო წასვლა. წავიდა, მაგრამ სარფის საბაჟოზე არ გაატარეს, პოლიციაში შენთან შეკითხვები აქვთო და უკან მოაბრუნეს. რის შემდეგაც, ჩვენ ისევ გამოვცხადდით გამომძიებელთან, რომელმაც დავითი გამოკითხა და უპრობლემოდ გამოუშვა. ისევ დაგვიდასტურეს, რომ თურქეთში წასვლა შეეძლო და მისი გაჩერების საფუძველი არ არსებობდა. დავითიც წავიდა, მაგრამ საბაჟოზე ისევ გააჩერეს. მეც მასთან ერთად ვიყავი. საბუთები გამოართვეს და რვა საათი არაფერს გვეუბნებოდნენ. შემდეგ უცებ მოვიდა საპატრულო პოლიცია და ის დააკავეს გარყვნილი ქმედების ბრალდებით. გადაიყვანეს დროებითი დაკავების იზოლატოში. 18 მაისიდან დღემდე ის, როგორც ბრალდებული, არ დაუკითხავთ. საქმეში ბავშვების ჩვენებების გარდა, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. მათ ჩაუტარდათ ექსპერტიზა, იმის გასარკვევად, ხომ არ ყოფილა გაუკუღმართებული ან წაღმართი ფორმის ძალადობა. მაგრამ, პასუხი უარყოფითი იყო. მის მიერ დანაშაულის ჩადენის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.
– დღეს უკვე მის ფსიქიკურ მდგომარეობაზეა საუბარი.
– ვინაიდან გამოძიების მიერ დაისვა საკითხი, ეს ადამიანი შესაძლო დანაშაულის დროს იყო თუ არა საღ გონებაზე, ჩაუტარდა შემოწმება. დასკვნას გავეცანი და ვნახეთ, რომ ნორმალურად საუბრობს. მაგრამ, ბრალდებიდან გამომდინარე, შფოთავს და ბუნებრივია, ემოციებშია. მათ კი დაწერეს განსაკუთრებული მდგომარეობაა და სტაციონარული დაკვირვება სჭირდებაო. თუ ადამიანი დანაშაულს სჩადის, იმდენი გონება აქვს, რომ თურქეთში გაპარვას აპირებს, როგორ შეიძლება, ის გიჟი იყოს? ქვეყნიდან გაქცევის ბრალდებაც მათი შეთითხნილია. როგორ შეიძლება, გაქცევას აპირებდე და სამართალდამცველებს საქმის კურსში აყენებდე?! მე ყოველდღე ვნახულობ მას და ჯანმრთელია. პირველივე ჩვენებაზეა ახლაც. ჩვენს ქვეყანაში, სამართალდამცველები  წინასწარ ქმნიან განწყობას  ამა თუ იმ საქმის მიმართ. ის პოლიციელები, ვინც მასზე იძალადა, ისევ აგრძელებენ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას, თუმცა დათომ  ორი მათგანი ამოიცნო და ჩვენებაც მისცა მათ წინააღმდეგ. თუმცა, უშედეგოდ. მისი ოჯახი ძალიან რთულ მდგომარეობაშია, რადგან პოლიციელების წინააღმდეგ აქვთ სარჩელი შეტანილი, ეშინიათ, ჯანმრთელი ადამიანი, რამე ინიექციის ან აბების საშუალებით, არ გააგიჟონ. თუ გამოძიების საწყის ეტაპზე ადამიანი ჯანმრთელი იყო, ახლა საიდან გაჩნდა ეს ვერსია?!
მადონა არჯევანიძე (ბავშვების ადვოკატი): ამ ადამიანს გარყვნილ ქმედებას ედავებიან არასრულწლოვანი ბავშვების მიმართ. ამის საფუძველი ბავშვების ჩვენებებია. გარდა ამისა, როცა ეს ფაქტი მოხდა, ამ დროს მათ ოჯახში სტუმრად იყო ახლობელი გოგონა, რომელიც გარკვეულ ფაქტებს ადასტურებდა. ბავშებმაც ყველაფერი დეტალებში აღწერეს. ეს ფაქტი რომ არ მომხდარიყო, წარმოუდგენელია, ბავშვებს ასე დეტალურად მოეყოლათ ყველაფერი. ძალიან დელიკატური საკითხია და დეტალებზე საუბარი რთულია, მაგრამ მათ ნაამბობში ნამდვილად იკვეთებოდა გარყვნილი ქმედება. ასეთი რამ ბავშვს შეუძლებელია, ვინმემ ასწავლოს და ისე ათქმევინოს.
– შანიძის ადვოკატის თქმით, სახლში მხოლოდ ბავშვები იყვნენ და მხოლოდ მათი ჩვენებაა საქმეში.
– არა, სახლში იყო სტუმარი გოგონა, რომელმაც გადაარჩინა ეს ბავშვები. ორი ბავშვიდან ერთ-ერთის მიმართ, როცა ბრალდებული გარყვნილ ქმედებას სჩადიოდა, ამ დროს მეორე გაიქაცა, ამ გოგონას დაუძახა და უთხრა, რაც ხდებოდა.
– თუმცა, ისინი სულ სხვა სურათს აღწერენ და ძველ წყენაზე ლაპარაკობენ, რომელიც ამ ბავშვების მამას ჰქონდა შანიძის მიმართ.
– ბავშვი ისეთ დეტალს აღწერს, რომ თუ არ მომხდარა, გამორიცხულია, ასეთი რამე თქვას, როგორი დარიგებულიც არ უნდა იყოს. ის ფსიქოლოგის თანდასწრებით დაიკითხა და ამაზრზენი დეტალები მოყვა.
– მისი ადვოკატის თქმით, ბრალდება შემდეგში მდგომარეობს: შანიძემ  ეზოს გარეთ გაიყვანა ბავშვი და სასქესო ორგანო პირზე მიადო.
– დიახ, ეს კონტექსტია. ბავშვს თვალებზე დააფარა ხელი, უთხრა, პირში კანფეტს ჩაგიდებო და სასქესო ორგანო მიადო. ერთი ბავშვი 5 წლისაა, მეორე – 6-ის. ორივე დაზარალებულად არის ცნობილი. ერთის მიმართ უშუალოდ განხორციელდა ეს ქმედება, მეორე კი ხედავდა ამ ყველაფერს.
скачать dle 11.3