კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2019 (145)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)

№26 როგორ დასაჯეს ნაციონალებმა ავთანდილ ვარსიმაშვილი და რის გამო გაწყვიტა მან ურთიერთობა ნიკო გომელაურის ცოლთან

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

 ცოტა ხნის წინ, უკრაინაში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე ავთანდილ ვარსიმაშვილის ორმა სპექტაკლმა უამრავი პრიზი მიიღო სხვადასხვა ნომინაციაში. როგორც იცით, ავთანდილ ვარსიმაშვილის სპექტაკლები ყოველთვის გამოირჩევა სოციალურ-პოლიტიკური აქტუალობით და რეჟისორი ამჯერადაც ერთ-ერთ ასეთ სპექტაკლზე იწყებს მუშაობას, სახელწოდებით „სასირეთის რესპუბლიკა,“ რომლის მთავარი გმირი მატყუარა მერია.
ავთანდილ ვარსიმაშვილი:
უკრაინის ქალაქ ხერსონში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე ჩემი ორი სპექტაკლი იყო წარმოდგენილი: „რევიზორი“ და „რიჩარდ მესამე“. აღმოჩნდა, რომ ამ ორმა სპექტაკლმა წამოიღო პრაქტიკულად ყველა პრიზი. მხოლოდ ორი დავუტოვეთ სხვებს. იმდენად არ ველოდი ამდენ პრიზს, ფესტივალზე არც ჩავსულვარ. ახლა მოსკოვში, ვახტანგოვის თეატრში ვდგამ სპექტაკლს და იმ პერიოდში იქ მქონდა რეპეტიციები.
– თქვენი სპექტაკლები ყოველთვის გამოირჩევა აქტუალური სოციალურ-პილიტიკური თემატიკით. როგორც ვიცი, ამჯერად ნარმანიასაც შეეხებით.
– ეს სპექტაკლი მერზეა, მაგრამ არამხოლოდ ნარმანიაზე. უბრალოდ, მასში ბატონი ნარმანიაც დაინახავს საკუთარ თავს. თორემ სპექტაკლი, რომ მთლიანად მასზე შემექმნა, ეს ძალიან დიდი პატივი იქნებოდა მისთვის. საქმე ისაა, რომ „თავისუფალი თეატრი“ უკვე 16 წლისაა და ამდენი ხნის განმავლობაში, ყოველ წელს ყველა მერისგან მესმის, რომ მომავალ წელს, აუცილებლად დაგვაფინანსებს. თუმცა, ნარმანია ამ დაპირებებში ყველა წინამორბედ მერზე აქტიური გახლდათ. წინა მერებიც არ გვაფინანსებდნენ, მაგრამ ასე დაბეჯითებით მაინც არ გვპირდებოდნენ. თუმცა, რეალურად, საქმე საქმეზე რომ მიდგებოდა, გვეუბნებოდა: ახლა არ გამომივიდა, მაგრამ მომავალ წელს, უსინდისო ვიყო, თუ არ დაგაფინანსოთო. ამ თეატრში დაარსების დღიდან გვაქვს სოციალურ-პოლიტიკური შინაარსის სპექტაკლები და ჩვენს რეპერტუარს ამჯერად დაემატება სპექტაკლი, რომლის მთავარი მოქმედი პირი ქალაქის მერია. ის არის კრებითი სახე ყველა მატყუარა მერისა, რომელშიც ნარმანიაც იგულისხმება. იქნება საკმაოდ მძაფრი კომედიური ჟანრის სპექტაკლი, როგორიც თავის დროზე იყო „იდიოტოკრატია“. ამას ერქმევა „სასირეთის რესპუბლიკა“.
– ასეთი სპექტაკლების გამო ხელისუფლებასთან უხერხული შეხლა-შემოხლა არასდროს გქონიათ?
– ვერ ვიტყვი, რომ ამ ხელისუფლებასთან მაქვს, თუმცა წინა ხელისუფლებებთან მქონდა. ადრე საკმაოდ მწვავედ იდგა ეს საკითხი, ჯერ კიდევ ჩვენი თეატრის გახსნისას. არავის მოსწონდა, რომ მთავრობისგან 15 მეტრში ჩვენ ვლანძღავდით ხელისუფლებას. მეტიც სპეციალურად მთავრობის სხდომა იყო მოწვეული, სადაც თავისუფალი თეატრის დახურვაზე მსჯელობდნენ და დაახლოებით, ერთი საათი ეძებდნენ ფორმას, როგორ შეიძლებოდა, დაეხურათ კერძო თეატრი?! ბოლოს მიხვდა შევარდნაძე, რომ ეს არ იყო გონივრული ნაბიჯი. ნაციონალების დროს თავიდან ძალიან დიდი მხარდაჭერა გვქონდა. სანამ „გაერთიანებული დემოკრატების“ ლიდერები ხელისუფლებაში მოვიდოდნენ, „თავისუფალში“ ათენებდნენ და აღამებდნენ. რევოლუციის დროსაც აქ იკრიბებოდნენ და ატარებდნენ თათბირებს. ეს ერთადერთი თეატრი იყო საქართველოში, რომელმაც რევოლუციამდე გამოაცხადა ღია მხარდაჭერა რევოლუციონერებისადმი. ამიტომ, პირველ პერიოდში მათთან ჰარმონიული ურთიერთობა გვქონდა. თუმცა, ჩვენთვის  არც მათ გაუკეთებიათ რამე. ერთი წლის შემდეგ, როგორც კი სპექტაკლი „ძმები“ გამოვიდა, ურთიერთობა გაგვიცივდა. მასში ძალიან მწარედ დავცინეთ იმ ხელისუფლებას. მახსოვს კახა ლომაიამ, რომელიც მანამდე ჩვენს სპექტაკლებს არასდროს აცდენდა, მითხრა, მე თქვენგან არ ველოდი ამასო და მას შემდეგ ჩვენთან აღარ მოსულა. სამწუხაროდ, დავკარგეთ ასეთი კარგი მაყურებელი (იცინის). თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ რეპრესიების ქვეშ მოვექეცით. თავის დროზე რომ ძალიან მეგობრობდნენ ჩვენთან და მე ვიყავი მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციის რეჟისორი, გადაწყვიტეს, ჩვენს დასასჯელად სხვა ფორმა აერჩიათ, რაც ურთიერთობის გაციებასა და ყველაფერზე უარის თქმაში გამოიხატებოდა. უარესი მეთოდებისთვის არ მიუმართავთ, რადგან, ალბათ, ზემოდან ჰქონდათ მითითება. როცა „ჯინსების თაობა“ გამოვიდა, ძალიან დიდი ზეწოლა იყო ხელისუფლების მხრიდან. გვთხოვდნენ, რომ სპექტაკლი არ გაგვეშვა, მაგრამ მაინც გავუშვით. ჩვენთან ბრძოლა ძალიან რთული იყო. ეს კერძო თეატრის პლუსია. რა უნდა ექნათ? პოლიციელების შემოვარდნა, სპექტაკლის დახურვა და მაყურებლის არშემოშვება, 21-ე საუკუნეში წარმოუდგენელია და ამაზე აღარავინ მიდის. მოგვსვლია პოლიტიკური შეკვეთებიც. ერთხელ ასლან აბაშიძემ შემოგვითვალა, სპექტაკლში ძმები ბერძენიშვილები „სუკის“ აგენტებად გამოიყვანეთო. სანაცვლოდ, ძალიან დიდ ანაზღაურებას შეგვპირდა, მაგრამ როგორც იცით, ასეთი რამ არ გაგვიკეთებია. ძალიან პრინციპული პოზიცია დავიჭირეთ. ზოგადად, არ მინდა, პოლიტიკაში ჩართვა და პოლიტიკოსებთან, ძალიან ახლოს ყოფნა. პოლიტიკოსები, გარდა მატერიალური ინტერესებისა, ხალხს საკუთარი სათქმელის მიტანის სურვილით ხვდებიან, რისი არაჩვეულებრივი საშუალებაც მაქვს ჩემს თეატრში. ამისთვის პოლიტიკური ტრიბუნა არ მჭირდება. თორემ, ჩვენი ურთიერთობებიდან გამომდინარე, ბევრჯერ შემეძლო დამეკავებინა მაღალი თანანმდებობა. ვიყავი კულტურის მინისტრობის კანდიდატი, მაგრამ მაშინაც უარი ვთქვი და ახლაც უარს ვამბობ პოლიტიკურ შემოთავაზებებზე.
– როდის იყო თეატრისთვის ყველაზე რთული პერიოდი?
რთული პერიოდი იყო, როცა ნიკო გომელაური გარდაიცვალა. ამაზე რთული და მტკივნეული პერიოდი არ გვქონია. როცა უახლოეს მეგობარს კარგავ და ამასთან ერთად, ადამიანს, რომელზეც დგას თეატრის მთელი რეპერტუარი, რეალურად დგება დაშლის საშიშროება. თუმცა, ბევრი მუშაობით მოვახერხეთ, რომ ეს დიდი დანაკლისი გადაგვეტანა.
– თუმცა, მის მეუღლესთან ერთი პერიოდი დაპირისპირება გქონდათ. ახლა რა ურთიერთობა გაქვთ?
– მე არანაირი დაპირისპირება არ მქონია. მას ჰქონდა თავისი მოსაზრებები. მე მაშინაც მიმაჩნდა და ახლაც ვფიქრობ, რომ მასზე გადაღებული ფილმი სუსტია და საერთოდ არ ასახავს ნიკო გომელაურს. როდესაც მსახიობზე იღებ ფილმს, რომლის ნათამაშები 35 როლიდან 29 ერთ რეჟისორს უკავშირდება, ლოგიკურია, იმ რეჟისორს უნდა ჰკითხო აზრი ამ მსახიობზე. ეს არ მოხდა და რა თქმა უნდა, მე ეს არ მომეწონა. არც შეიძლებოდა, მომწონებოდა, რაც ფილმსაც დაეტყო. ახლა არანაირი ურთიერთობა არ გვაქვს.
– როგორია ცხოვრება თეატრს მიღმა?
– თეატრის გარეთ ჩემი ცხოვრება ძალიან რთული წარმოსადგენია. 24 საათი აქ ვარ. ჩემი მეუღლე, ელისო ორჯონიკიძე, პროფესიით მუსიკოსია და სპექტაკლებს მუსიკალურად აფორმებს. შესაბამისად, ისიც სულ აქ არის. გვყავს ორი შვილი: გიორგი, რომელიც კინორეჟისორია და ქალიშვილი – მარიამი, რომელიც ხელოვნებათმცოდნეა. ანუ, მთელი ოჯახი ხელოვნების სფეროსთან ვართ დაკავშირებული.
– როგორია თქვენი და თქვენი მეუღლის ურთიერთობის ისტორია?
– 32 წელია, ჩვენ ერთად ვართ და მგონი, ამით ყველაფერია ნათქვამი. არ განვეკუთვნები იმ ადამიანთა კატეგორიას, ცოლების ცვლით რომ იღებენ სიამოვნებას (იცინის). ის ჩემი ძალიან ახლო მეგობარია. ერთმანეთი რიგაში, გასტროლზე გავიცანით აგვისტოში და მაისში ჯვარი დავიწერეთ. მაშინ მე 25 წლის ვიყავი, ელისო – 18-ის.
– რაც შეეხება შვილებს.
– გიორგი კინორეჟისორია, უკვე გადაიღო ორი მხატვრული ფილმი. ერთი – საფრანგეთში, რადგან იქ სწავლობდა და იქ დაამთავრა კინოაკადემია, მეორე – საქართველოში. ახლა მესამე ფილმზე მუშაობს. დიდი ხნის განმავლობაში სწავლობდა და მუშაობდა საფრანგეთში ძალიან წარმატებულად, მაგრამ აქ დაბრუნება გადაწყვიტა, რასაც მივესალმები. თავისუფალ თეატრშიც მეხმარება, პიარში მუშაობს, თუმცა ძირითადად, რეჟისურითაა დაკავებული. ქალიშვილმა, მარიამმაც, საფრანგეთში დაამთავრა ხელოვნებათმცოდნეობა და ახლა პარიზში, „მილონის“, „კრისტისა“ და „სოთბის“ შემდეგ, სიდიდით მესამე აუქციონზე მუშაობს.
– თქვენს სფეროში მშობლებს არ უნდათ ხოლმე, შვილებმაც რომ მათი გზა განაგრძონ.
– ნამდვილად არ მინდოდა, ეს რთული გზა გაევლოთ. მე დავაძალე, რომ ხელოვნების მიმართულებით არ წასულიყვნენ და გიორგიმ დიპლომატიურზე ჩააბარა ჩემი გავლენით, მარიამმა კი – ინფორმატიკაზე. ორივემ ძალიან წარმატებულად დაამთავრა, წითელ დიპლომებზე, მაგრამ შემდეგ, უკვე იქ ჩააბარეს, სადაც თავად უნდოდათ და დაშლის უფლება უკვე აღარ მქონდა.
скачать dle 11.3