კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 რატომ სძულთ საქართველოში თემურლენგი და რატომ უყვართ ის რუს იმპერიალისტებს

თათია ფარესაშვილი გია მამალაძე

ბაგრატ მეხუთის დროს საქართველო ისევ ერთიანი, ძლიერი სახელმწიფო და რეგიონის ლიდერი იყო. მცირე აზიაში თურქები ძლიერდებოდნენ და ავიწროებდნენ აღმოსავლეთის ქრისტიანობის ცენტრად მიჩნეულ ბიზანტიის იმპერიას. ბიზანტიის მომავალი ეჭვქვეშ იდგა.
ჩრდილო კავკასიის ველებსა და დღევანდელი რუსეთის სამხრეთ მხარეში არსებობდა ჩინგიზ ყაენის უფროსი ვაჟის, ჯუჩის შვილების მიერ დაარსებული ოქროს ურდო, რომელიც ძალიან ავიწროებდა რუსეთს.
ჩრდილოეთში სუსტი რუსული სამეფო-სამთავროები მხოლოდ თავდაცვით ბრძოლებს ეწეოდნენ.
საქართველოს შეიძლება დაეკავებინა მართლმადიდებლური ქვეყნების ლიდერის ადგილი.
1380 წელს ოქროს ურდოს ყაენი გახდა თოხთამიში. მას ტახტზე ასვლაში დაეხმარა გათურქებული მონღოლური ტომის, ბარასების ბეგის, თარაღაის შვილი, მრავალი ქვეყნის დაუნდობელი დამპყრობელი, თემური, რომელსაც კოჭლობის გამო თემურლენგს უწოდებდნენ. თოხთამიშმა გააძლიერა ოქროს ურდო და 1382 წელს აიღო მოსკოვი, გაძარცვა და გადაწვა.
თემურლენგმა ყაენის ტიტული ვერ მიიღო, რადგან არ იყო პირდაპირი შთამომავალი ჩინგიზ ყაენისა, მხოლოდ ჩინგიზიდი პრინცესა მოიყვანა ცოლად და „ზედსიძისა“ და დიდი ამირას წოდება მოიპოვა. თუმცა, ჩინგიზიდ უფლისწულებს ბევრად გადააჭარბა სიძლიერეში.
„ახალი ქართლის ცხოვრება“ ზღაპრულ ამბავს გვიამბობს თემურლენგის წარმომავლობის შესახებ და არა – შემთხვევით. თემურლენგი ყოფილა გვარტომობით ჩინყიზი, ანუ ჩინყიზის ტომიდან, ან თემურლენგი იყოო გვარტომობით ჩინყიზ სამარყანდელი, ამიტომ უწოდეს მას ჩინყიზიო. თემურლენგის წინაპრების დროს მომხდარა უჩვეულო ამბავი. აღნიშნულ გათურქებულ მონღოლურ ულუსს ხელმძღვანელობდა ბელადის ასული. მრავალი ქვეშევრდომი ჰყოლია, ძლიერი ჯარი და ძალიან მდიდარი ყოფილა.  
დაორსულდა ის დედაკაცი, თურმე, არადა ქმარი არ ჰყავდა. გაიგეს ეს მისმა სარდლებმა და დიდებულებმა, ძალიან ეწყინათ, რადგან დიდ სირცხვილად ითვლებოდა უქორწინებლად დაორსულება. მიადგნენ სასახლეში და საყვედური უთხრეს: „რადგან ხარ ჩვენი მთავარი, გეკითხებით, რატომ ჩაიდინე ასეთი სასირცხვილო საქმეო.“
დედაკაცი უპასუხა: ჩემთან მამაკაცი არ ყოფილა და არც მიცხოვრია ხორციელ არსებასთან. თუ არ გჯერათ, დარაჯები დააყენეთ საიდუმლოდ და მე ვაჩვენებ, ვინ დადის ჩემთანო.
მართლაც, დააყენეს მცველები და ღამით მცველებმა იხილეს ნათლის მსგავსი რამ, ავი სული, რომელიც შევიდა და დაწვა იმ ქალთან. ასე ხდებოდა ყოველ ღამე. გავიდა ხანი და ულუსის მეთაურმა ქალმა გააჩინა წული, რომელსაც ძე ნათლისა უწოდეს და გაახელმწიფეს ულუსში. შემდეგში მისი შთამომავლების საგვარეულოს უწოდეს ჩინყიზი და დიდ გვარად მიიჩნეოდა.
ბაგრატ მეფის კარზე იცოდნენ, დიდი გეოპოლიტიკური ცვლილებები იყო მოსალოდნელი. ჩრდილოეთ კავკასიიდან საფრთხე ნაკლებად მოგველოდა, რადგან თოხთამიშს დიდად არ აინტერესებდა საქართველო. თემურლენგის ძალიან გაძლიერების ეშინოდა თოხთამიშს. ამიტომ, მოკავშირეს დაუწყეს ძებნა ჩვენმა მეფემაც და თოხთამიშმაც, თემურლენგის წინააღმდეგ.
1385 წელს, ყაენი თოხთამიში, 90 000 არმიით გადმოვიდა ჩრდილო კავკასიიდან სამხრეთ კავკასიაში, დარიალისა და დარუბანდის გადმოსასვლელებით. როგორც ჩანს, ბაგრატ მეფემ სამხედრო-პოლიტიკური კავშირი დაამყარა თოხთამიშთან, რადგან, დარუბანდს და განსაკუთრებით დარიალს საქართველოს ხელმწიფის თანხმობის გარეშე თოხთამიშის ჯარი ვერ გამოივლიდა. თოხთამიშმა მოარბია ირანის ჩრდილოეთი მხარე, აიღო ქალაქი თავრიზი, გაძარცვა და 90 000 ადამიანი ტყვედ წაიყვანა. ამ ლაშქრობაში, ჩანს, ქართველებიც მონაწილეობდნენ.
ლენგთემური დიდი ძალებით გამოემართა თავრიზისაკენ. აიღო ის და თოხთამიშის მეციხოვნეები და მოკავშირეები დახოცა. მერე გამოემართა საქართველოსკენ, რათა თოხთამიშის ახალი შემოჭრის შესაძლებლობა აღეკვეთა და ჩაეკეტა დარიალისა და დარუბანდის გადმოსასვლელები. 1385 წლის ბოლოს შემოვიდა საქართველოს სამეფოში, ჯერ სომხეთი დაარბია, შემდეგ კარი (ყარსი) აიღო. იქვე დაიზამთრა, რადგან დიდი სიცივეები ყოფილა და გაზაფხულზე ქართლში შემოიჭრა. სამცხის ათაბაგიც მიმხრობია დამპყრობელს და სხვებიც, ალბათ, შიშით. თემურს კარგად დაუსაჩუქრებია ათაბაგი. ჩვენი მეფე, ალბათ, თოხთამიშისგან ელოდა დახმარებას, თუმცა უშედეგოდ.
ბაგრატ მეფეს მისი თანამედროვე ქართველები დიდს, ტრაპიზონელი ბერძენი ისტორიკოსი დიდ სარდალს, სომხები კი ძლევამოსილსა და ძლიერს უწოდებდნენ. მაგრამ, გენერალური ბრძოლის გადახდა ლენგთემურის უზარმაზარ ჯართან შეუძლებელი იქნებოდა. სამაგიეროდ, ტფილისი და ციხეები კარგად ჰქონდა გამაგრებული მეფეს, ხალხიც გახიზნული ჰყავდა გარეშემო ტერიტორიებიდან. თითოეული ციხის აღება თემურლენგს დიდი წვალებით უხდებოდა. მაგრამ, ყველანაირი მეთოდით ცდილობდა და ახერხებდა, რადგან სამხედრო საქმეში დახელოვნებული იყო. საქართველოს დედაქალაქმა გააფთრებული წინააღმდეგობა გაუწია ლენგს. ჩვენი წინაპრები გამოდიოდნენ გალავნის კარიდან და ებრძოდნენ დამპყრობელს. ძალიან დიდი ზარალიც მიაყენეს მსოფლიო დამპყრობელს. კარგა ხანს გაგრძელებულა ალყა. არის გადმოცემა, რომ თემურლენგს ცეცხლსასროლი იარაღიც გამოუყენებია. შემდეგ, რკინის ჩელტებით გადაფარებული საალყე მანქანები მიაყენეს ტფილისს, რათა ჩვენს წინაპრებს ცეცხლი არ მოეკიდებინათ მათთვის. მეომრებმაც იფარეს რკინის ჩელტები და სიმრავლისგან აიღეს ჩვენი დედაქალაქი. მეფე, დედოფალი ანა და უმცროსი უფლისწული დავითი ტყვედ ჩაუვარდნენ  ლენგთემურს. დამპყრობელს თან წაუღია ტფილისის უმდიდრესი ბიბლიოთეკაც. ეს მომხდარა 1386 წლის 21 ნოემბერს. ტახტის მემკვიდრე გიორგი და მისი მომდევნო ძმა, კონსტანტინე, დასავლეთ საქართველოში გადავიდნენ და ბრძოლის გაგრძელებას აპირებდნენ.
შესთავაზა თემურლენგმა ბაგრატ მეფეს, გამაჰმადიანდი, ჩემი მოკავშირე გახდი და მეფობას დაგიბრუნებო, მაგრამ უარი მიიღო. ტყვეობაში ბაგრატ მეფემ მოიფიქრა გეგმა, რომელიც საქართველოში დარჩენილ თავის მემკვიდრეს, გიორგის აცნობა, რუს ეგნატაშვილის მეშვეობით. ფორმალურად მიიღო მაჰმადიანობა, თემურლენგისგან დაიმტკიცა მეფობა, ვითომდა, ქართველი ხალხის გასამაჰმადიანებლად და დარიალისა და დარუბანდის გადასასვლელების ჩასაკეტად, თან წამოიყვანა 12 000 გამაჰმადიანებული მონღოლი. ქართველები, უფლისწულ გიორგის ხელმძღვანელობით, ერთ ხეობაში დახვდნენ მონღოლ-თურქებს, გაჟუჟეს და გაათავისუფლეს ბაგრატ მეფე.
წამოემართა თემურლენგი შურის საძიებლად და მიემხრო შირვანის შაჰი. ჯარი შეყრილი ჰყავდა ბაგრატ დიდს, მაგრამ, მაინც დამარცხდა უზარმაზარ არმიასთან რამდენიმედღიან ბრძოლაში.
ამის შემდეგ ლენგმა კიდევ ექვსჯერ ილაშქრა საქართველოში, თითქოს ჩვენი ქვეყნის სრულად განადგურებას ცდილობდაო, რაღაც მიზეზით. დიდი ხარჯებიც ჰქონდა ამის გამო, დიდი სამხედრო ზარალიც მიიღო, მაგრამ, თითქოს რაღაც დავალებას ასრულებდაო.
თოხთამიშიც ორჯერ დაამარცხა ლენგთემურმა და გააქცია ოქროს ურდოდან. დამარცხებულ თოხთამიშს რომ მისდევდა, თემურლენგის ჯარი მიადგა მოსკოვს, მაგრამ, მოულოდნელად თემურის ლაშქარი მოტრიალდა და უკან გაბრუნდა. ზოგი ისტორიკოსის აზრით, რომელიღაც მხარეში აჯანყების ჩასაქრობად. ოქროს ურდო დასუსტდა და დაიწყო დაშლა. ამან ხელი შეუწყო მოსკოვის სამთავროს გათავისუფლებას მონღოლ-თათრების ყმობიდან და გაძლიერებას.
1405 წელს თემურ ლენგი გარდაიცვალა. საქართველო დაქცეული დარჩა, გარშემო კი ველური მეზობლები ძლიერდებოდნენ. სამაგიეროდ, რუსეთი გათავისუფლდა ოქროს ურდოსგან და გარშემო სასტიკი მეზობლებიც არ ჰყავდა. ასე დაკარგა საქართველომ მართლმადიდებლური სამყაროს შესაძლო ლიდერად გახდომის შანსი და ის მოიპოვა რუსეთმა. თითქოს, ამის გამოძახილი იყოს ქართულ წყაროში არსებული გადმოცემა,  თემურლენგი ავი სულის, ბელიარის შთამომავალი იყოო.
რუს იმპერიალისტებს უყვართ თემურლენგი. დუგინი და მისი ხალხი ლენგთემურის სახელობის თარიღებსაც აღნიშნავს. მან ხომ რუსეთის გათავისუფლებასა და გაძლიერებას შეუწყო ხელი.
скачать dle 11.3