კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 5 აუცილებელი რამ, რაც ყოველდღე უნდა გააკეთოთ

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე


საკუთარ გარეგნობაზე ნებისმიერ ასაკსა და სეზონზე უნდა იზრუნოთ. მხოლოდ ნებისყოფის, დისციპლინისა და სისტემატური მუშაობის შედეგად მიიღებთ სასურველ შედეგს. იმისთვის, რომ ყოველთვის ფორმაში იყოთ, ყოველდღიურად აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ 5  რჩევა.

რჩევა 1
ყოველ დილით, უზმოზე, მიიღეთ სელის თესლი. კარგად და დიდხანს დაღეჭეთ და მიაყოლეთ ერთი ჭიქა სასმელი წყალი. ეს საუზმემდე 20 წუთით ადრე უნდა გააკეთოთ. ეს პროცედურა ორგანოებსა და ნაწლავებს გაწმენდს. შედეგად კი, კანი გლუვი და სუფთა გექნებათ.
რჩევა 2
მიირთვით მოხარშული ჭარხალი. ეს შეგიძლიათ, საუზმეზე, სადილის დროს ან თუნდაც, ვახშამზე გააკეთოთ. ჭარხალი სისხლის გამწმენდი უნიკალური საშუალებაა.
რჩევა 3
ყოველდღე, დილით, ნახევარი საათით, სახეზე გაიჩერეთ გლიცერინი და ვიტამინი E. ნარევის მომზადება ძალიან მარტივია: აიღეთ 30 გრამი გლიცერინი და 10 კაფსულა E ვიტამინი. ამ ყველაფრის შეძენა აფთიაქში შეგიძლიათ. გამოყენებამდე სახე გაიწმინდეთ და ნაზი მასაჟით კანი იმ დონემდე მიიყვანეთ, რომ ოდნავ გაწითლდეს. შედეგად, მცირე ნაოჭები გასწორდება, სახის კანი კი ერთიან, ჯანსაღ ფერს მიიღებს. ის ეფექტური საშუალებაა თვალების გარშემო ნაოჭების გასასწორებლადაც.
რჩევა 4
ყოველდღე ჭამეთ მინიმუმ 50 გრამი თხილეული. სულერთია, როგორი სახის იქნება. ორი კვირის განმავლობაში თქვენს თმასა და ფრჩხილებს ნამდვილად შეამჩნევთ ცვლილებას.
რჩევა 5
ყოველ სამ დღეში ერთხელ, გაიკეთეთ თმაზე მშრალი ნიღაბი მდოგვის ფხვნილისგან. წაისვით ის სველ თმაზე და გაიჩერეთ 20-30 წუთი. მისი რეგულარული გამოყენებით, თმა განსაკუთრებულ იერს შეიძენს.скачать dle 11.3