კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 კითხვა-პასუხი

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე


კითხვა: მაქვს, ძალიან მშრალი კანი. იქნებ, რაიმე საშუალებები მირჩიოთ, გამომშრალი კანის მოსავლელად, რომელსაც ყოველდღიურად გამოვიყენებ?
პასუხი:
გაიწმინდეთ კანი დღეში ერთხელ საპნით, წყლითა და ნაზი ღრუბლით. უმნიშვნელოვანესია, ექსფოლიატორის გამოყენება. გამოიყენეთ კვირაში ერთხელ, ან ორ კვირაში ერთხელ, თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ. შხაპის მიღების შემდეგ, ფორები გახსნილია, კანი კი ტენიანი. ამიტომ, ეს საუკეთესო დროა გამწმენდი ლოსიონის გამოყენებისთვის. UV სხივების ეფექტისგან თავის დასაცავად, წაისვით მზისგან დამცავი საშუალების თხელი ფენა სახლიდან გასვლის წინ. პრობლემურ პერიოდში, კანის მგრძნობელობის მატების შემთხვევაში, მიიღეთ მულტივიტამინების კომპლექსი, მაგრამ არა – ნაცნობის რჩევით. ყველა ორგანიზმი ინდივიდუალურია. შხაპის მიღების შემდეგ, წაისვით საბავშვო ზეთი მთელ სხეულზე. ზოგადად, მშრალ კანს უხდება: ნაზი საპონი, არომატის გარეშე. საბავშვო ზეთი, უმჯობესია, გამოიყენოთ ალოეს არომატით და  E ვიტამინით. ზეთი აუცილებლად ოდნავ სველ კანზე უნდა წაისვათ. ჩაყარეთ შაქარი თქვენს საყვარელ ლოსიონში და აურიეთ, შემდეგ დაიდეთ სახეზე და პირსახოცით მოიშორეთ.
კითხვა: მითხრეს, რომ ცხიმიანი კანისთვის კარგია ბავშვის პუდრის გამოყენება. როგორ მოვამზადო მისგან სახეზე წასასმელი ნაზავი?
პასუხი:
1 სადილის კოვზი ბავშვის პუდრი გახსენით 3-პროცენტიან წყალბადის ზეჟანგში და წაისვით სახის კანის ცხიმიან უბნებზე. გაითვალისწინეთ, არ შეიძლება მისი წასმა თვალებთან ახლოს.
კითხვა: დაუმორჩილებელი თმა მაქვს და ხშირად ვიშრობ და ვისწორებ თმის საშრობით. რა გავაკეთო, რომ თმის ღერი არ გამოშრეს და არ გაფუჭდეს ხარისხი?
პასუხი
ეცადეთ, თმის საშრობი საშუალებები, იშვიათად გამოიყენოთ. თუ თქვენი თმა დაუმორჩილებელია, დაბანის შემდეგ ცოტა თმის კრემი წაისვით, რომელსაც ჩამობანა არ დასჭირდება.
კითხვა: მიყვარს სარკესთან დიდხანს დგომა და სახის კანის წვალება, ანუ პატარა ცხიმგროვების ამოღება. მითხრეს, რომ შეიძლება, ამან სახეზე ნაიარევი დამიტოვოს. მართალია?
პასუხი
: როდესაც კანზე ჩნდება ნაწიბური ან ცხიმგროვა, ნუ შეეხებით მას ხელით, რადგან ამ დროს ინფექციის არეალი ფართოვდება და კანი წითლდება. უხეშად მოქმედებისას კი, შესაძლოა, დარჩეს ნაიარევიც.
კითხვა: რატომ უნდა წავისვა თმის გასწორების ან დახვევის დროს დამცავი პროდუქცია?
პასუხი:
  როცა თმას ისწორებთ ან იხვევთ, აუცილებელია, თმის ღერის დამცავი საშუალებების გამოყენება. დამცავი პროდუქტი ბარიერია თმასა და ცხელ ლითონს შორის. ეს კი გაზღვევთ თმის დაწვისგან. თმა ინარჩუნებს გამძლეობას და არ ზიანდება. როცა უარს ამბობთ დამცავ პროდუქტზე, თმა შრება და უხეშდება.
скачать dle 11.3