კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 განათხოვარი და ასაკით უფროსი ცოლის მოყვანამ, მშობლები დამაკარგვინა

თათია ფარესაშვილი რატი, 24 წლის.

ინტიმური საუბრები

არასდროს მიყვარდა საკუთარი ცხოვრების შესახებ უცხო ადამიანებთან საუბარი. მაგრამ, ახლა ისე ვარ განერვიულებული, ყველგან ყველაფერს ვყვები. გულს ვაყოლებ და ვცდილობ, მოვუსმინო, რას მეუბნებიან. იქნებ, გამომადგეს უცხო ადამიანების რჩევა და დავალაგო სიტუაცია, თორემ, ძალიან ცუდ დღეში ავღმოვჩნდი. სოფლიდან რომ ჩამოვედი დედაქალაქში, ვიფიქრე, დავიწყებ შავ მუშად მუშაობას, ოღონდ ფული მქონდეს და ოჯახს დავეხამრო-მეთქი. სოფელში მუშაობა არ მეზარებოდა, მაგრამ შემოსავალი არ მქონდა. ჩავალაგე ბარგი, ჩამოვედი თბილისში, ვიქირავე ბინა და ელიავაზე ვიშოვე სამსახური. მართლია, ბევრს არ მიხდიან, მაგრამ მყოფნის. გავიცანი, ერთი ქალი, რომელიც ჩემზე ასაკით 15 წლით უფროსია – განათხოვარი და შვილიანი. ვხვდებოდით რაღაც პერიოდი და შემომთავაზა, მოვაწეროთ ხელი და ჩემთან გადმოდი საცხოვრებლადო. სიმართლე გითხრათ, გრძნობა ნამდვილად გამიჩნდა მის მიმართ, არც სითბოს მაკლებდა და არც მზრუნველობას. დავფიქრდი, დედაქალაქში არავინ მყავს გულშემატკივარი, ძლივს საქმე გამომიჩნდა, ბინაშიც ფულს არ გადავიხდი-მეთქი და დავთანხმდი. ეს რომ ჩემებმა გაიგეს, გადაირივნენ. ავუხსენი, დიდი და განათხოვარი რომაა, ეს არ ნიშნავს, ცუდი ადამიანია. მინდა, მასთან ყოფნა და მორჩა-მეთქი, მაგრამ არაფრის გაგონება არ უნდათ. ისიც კი შემომითვალეს, არც შენი ფულის გამოგზავნა გვინდა და არც მაგასთან ერთად აქ ჩამოსული დაგინახოთო. ორ ცეცხლს შუა ვარ – პირადი ცხოვრება ავიწყო თუ ოჯახის წევრების ჭკუაზე გავიარო. არადა, რაც ხელი მოვაწერეთ და მასთან გადავედი საცხოვრებლად, აღარ იცის, როგორ მასიამოვნოს, ხან რას მიყიდის და ხან რას. ცდილობს, გამანებივროს, არ მომაკლოს საჭმელ-სასმელი და რომ იცის, ლუდი მიყვარს, სამსახურიდან დაბრუნებულს, ყოველთვის მაცივარში ჩაციებულს მახვედრებს. შვილიც კი, რომელიც ათი წლისაა, მშობლებთან გადაიყვანა დროებით. მითხრა, არ მინდა, დისკომფორტი შეგიქმნას სახლში, დროთა განმავლობაში შეგეჩვევა, შენც შეეჩვევი და ყველაფერი მოგვარდებაო. ბავშვი საკუთარ დედასთან სტუმრად მოდის, მე კი იქ ჩასიძებული, მეფესავით მაცხოვრებს. მეტი რა გააკეთოს? ჩემს მშობლებს ეს რომ ვითხარი, ვაი, შენს პატრონს, უცოლო, პატარა, მშრომელი და პატიოსანი ბიჭი ჩაგიგდო ხელში და აბა, რას იზამს. ყველაფერს გააკეთებს, რომ მის გვერდით იყო და სხვისკენ არ გაიხედოო. ან, რატომ უნდა გავიხედო სხვისკენ? უმადური უნდა ვიყო, უსინდისო და მოღალატე, მისი სიკეთე რომ ვერ დავინახო და არ დავაფასო. მართლა, შეუძლებელი გააკეთა, მენდო, მიმიღო და ის, რომ დიდია და შვილიანი, ეს დანაშაულია? მარტო მას ხომ არ უნდოდა ჩემთან ყოფნა, მეც შევეჩვიე, შემიყვარდა. ოჯახის წევრებმა კი მითხრეს, ეს ურთიერთობა დროებითია და ნახავ, ცოტა ხანში მობეზრდები, გარეთ გამოგაპანღურებს, მერე მოხვალ ჭკუაზეო. მეგონა, ცოტა დრო გავიდოდა, ჩემი მშობლები გამიგებდნენ, დაინახავდნენ ჩვენს ურთიერთობას და გულს მოიბრუნებდნენ, მაგრამ უფრო მეტად ღიზიანდებიან.  
скачать dle 11.3