კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 რა უნდა გაითვალისწინოთ კონკრეტულ ადამიანთან კამათისას

თათია ფარესაშვილი მიხეილ ცაგარელი


 ნებისმიერი ადამიანი კონფლიქტურ სიტუაციაში, ინდივიდუალურად ავლენს ხასიათში დამალულ თვისებებს. ამიტომ, რთულია, წინასწარ განსაზღვრო ნებისმიერი ურთიერთობისას დაშვებული შეცდომის ან უბრალოდ, კამათისას, როგორ მოიქცევა, ესა თუ ის ინდივიდი. თუმცა, თუ მისი დაბადების ზოდიაქოს ნიშანი იცით, ასტროლოგიურად, ამის გაგება არ გაგიჭირდებათ.

ვერძი - კონფლიქტისას იმპულსურია. ყველაფერს პირში მოგახლით, რასაც ფიქრობს. მერე კი დამშვიდდება და შეგირიგდებათ.
კურო - კონფლიქტის დროს მაქსიმალურად ითმენს და იმედოვნებს, რომ ყველაფერი თავისით მოგვარდება. თუმცა, თუ ის სერიოზულად გაბრაზდა, წერტილს სამუდამოდ დასვამს.
ტყუპები - კონფლიქტისას შეეცდება, გაექცეს სიტუაციას და გული რამეს გადააყოლოს. სამაგიეროდ, როცა დაბრუნდება, წყენის მიზეზი აღარც ემახსოვრება.
კირჩხიბი - კონფლიქტისას უზომოდ განიცდის სიტუაციას, თუმცა შეუძლია, გაგებუტოთ გარკვეული ვადით და დიდი მცდელობა დაგჭირდებათ, მის შემოსარიგებლად.  
ლომი - კონფლიქტის მერე, არასდროს დგამს პირველ ნაბიჯს შესარიგებლად. უმეტესად, შეურაცხყოფილი დუმილს არჩევს და ცივად ეპყრობა მას, ვისთანაც კამათი მოუვიდა.
ქალწული - კონფლიქტისას ენამწარე და სარკასტული ხდება. შეუძლია, წვრილმანი წყენა წამოგაძახოთ.
სასწორი - ვერ იტანს კონფლიქტებს. ამიტომ, კონფლიქტისას ძალიან ბევრს ფიქრობს, გამოხატოს თუ არა გაღიზიანება. ხშირად წყენას „გადაყლაპავს” და ივიწყებს.
მორიელი - კონფლიქტისას, ხშირ შემთხვევაში, თავად არის ამ სიტუაციისა და კამათის მაპროვოცირებელი. იმიტომ რომ, ასეთ ადამიანს დაძაბულობისა და ექსტრემის გარეშე, უბრალოდ, არ შეუძლია ცხოვრება.
მშვილდოსანი - კონფლიქტისას, დაუნდობლად პირდაპირია. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი, რასაც ის გეტყვით ამ დროს, სიმართლეს შეესაბამება.
თხის რქა - კონფლიქტის დროს, მაქსიმალურად მომთმენი და მოზომილია. მისთვის ადამიანთან ურთიერთობა იმდენად ძვირფასია, რომ შეუძლია, წლების განმავლობაში დაფაროს უკმაყოფილება.
მერწყული - კონფლიქტურ სიტუაციაში არაპროგნოზირებადია. ხან, შეიძლება, თავი აარიდოს ხმაურიან გარჩევას, ხან კი – პირიქით, აძალებს ადამიანს, რომ დასხდნენ და განიხილონ შექმნილი სიტუაცია.  
თევზები - კონფლიქტისას, თავს არიდებენ ღია ომს და დაპირისპირებას. მათთვის დამახასიათებელია უზომო მოთმინება და ხშირ შემთხვევაში, მსხვერპლის გაღებაც კი, ურთიერთობის გადასარჩენად.скачать dle 11.3