კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 რატომ არის ზოგიერთი ქალისთვის ეჭვიანი ქმარი იდეალური ვარიანტი

თათია ფარესაშვილი დალი მიქელაძე


 არსებობენ ქალები, რომლებიც მთელი ცხოვრება სტერეოტიპების ჩარჩოებში არიან მოქცეულნი და მექანიკურად მიჰყვებიან დინებას. მათთვის რეალობა არის ის, რაც თავად უნდათ. იდეალის ძიებაში თავს იმით იმშვიდებენ, რომ მთავარია ხარისხი. ერთი უნდა იყოს და კარგი, ან საერთოდ არ არის საჭირო. ანუ, ეს იმას ნიშნავს, მათთვის მამაკაცი განსაკუთრებული ფენომენია, ქალისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა, სახიფათოც.


რუსუდანი (43 წლის): ორმოცი წლის ვიყავი და ისევ იდეალურ მამაკაცს ვეძებდი. მარტოობა მაწუხებდა. განსაკუთრებით, როცა ჩემს მეგობრებს ვუყურებდი – გათხოვილებს, ლაღებს, ქმრებით გაამაყებულებს.
– გარედან ყველაფერი კარგად და ლამაზად ჩანს. ქმრიან ქალებსაც აქვთ პრობლემები.
– ვიცი. ახლა უკვე ზუსტად ვიცი ეს. ორი წლის წინ გავთხოვდი. ვხვდებოდი მამაკაცებს, მაგრამ მხოლოდ წესიერების ფარგლებში. ვერ ვიტყვი, რომ კაცთან სიახლოვის სურვილი არ მქონდა. ნორმალური ქალი ვარ, ჩვეულებრივი მოთხოვნილებებით. თუმცა, ჩემი ზღვარი ვიცოდი. არასდროს უღალატია ჩემთვის „მუხრუჭებს“, არასდროს მიმიცია ვინმესთვის ზედმეტის უფლება.
– მიგაჩნიათ, რომ გათხოვებამდე ქალს კაცთან სიახლოვე არ უნდა ჰქონდეს?
– მე რომ ყველა იმ კაცთან ფიზიკური სიახლოვე მქონოდა, ვისაც კი შევხვედრივარ სამომავლო პერსპექტივით, ჩვეულებრივად გავბოზდებოდი. ძალიან ცუდ რამეს ვამბობ ახლა, მაგრამ ეს რეალობაა.
– თქვენ იდეალურ მამაკაცს ეძებდით?
გააჩნია, ვისთვის რა არის იდეალური. მე ვერ ვიტყვი, რომ იდეალურ მამაკაცს ვეძებდი, მაგრამ ქმარი მარტო სიმარტოვისა და სიცარიელის შესავსებად არ მინდოდა. ბევრი ქალი ხომ ზუსტად ამისთვის თხოვდება. შეგიძლიათ, არ დამეთანხმოთ, მაგრამ თუ რეალობას თვალს გავუსწორებთ, სიმართლის დანახვაც არ შეგვაშინებს, ასეა...
– სიყვარული არაფერს ნიშნავს?
– როგორ არ ნიშნავს. აბა, რაზე ვლაპარაკობ? თუ მარტო ხარ, არ ნიშნავს იმას, რომ პირველივე შემხვედრ კაცს კისერზე ჩამოეკიდო. სულ ამ პრინციპით ვცხოვრობდი. გულახდილად გეტყვით – მამაკაცი ჩემთვის ყველაფრის წამალი არ ყოფილა.
– „ყველაფრის წამალი“ რას ნიშნავს?
– არ იცით? ბევრი ქალი დარწმუნებულია, რომ კაცი ყველაფრის წამალია. მეც მეუბნებოდნენ, რას ზიხარ, რატომ არ თხოვდები – მოწყენილი ხარ, დეპრესიული, ხან რა გაწუხებს, ხან რა, გათხოვდი და ყველა პრობლემა მოგვარდებაო. მეცინებოდა. თუმცა, ახლა ვხვდები, რომ რაღაცაში მართლებიც იყვნენ.
– ანუ, არის „ყველაფრის წამალი“?
– მთლად ყველაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ ძალიან კარგია. მე ორმოცდაერთის გავთხოვდი. ჩემი ქმარი ერთი წლით უფროსია ჩემზე. ცოლი მასაც არ ჰყოლია.
– ისიც იდეალურ ქალს ეძებდა?
– არ ვიცი, არ მიკითხავს. ჩემთვის ის იყო მნიშვნელოვანი, რომ მე აღმოვჩნდი მისთვის ის ერთადერთი ქალი, რომელთანაც ოჯახის შექმნა გადაწყვიტა. თან, ეჭვიანია, რაც ყოველთვის მინდოდა. ეჭვიანი ქმარი პრობლემა სულაც არ არის. პირიქით, სწორედ მისი ეჭვიანობით ვრწმუნდები, რომ ღირებული ვარ მისთვის. შეუძლებელია, იეჭვიანო ადამიანზე, რომელიც არ გიყვარს. არ მეთანხმებით?
– არ ვიცი, ზოგადად, ეჭვიანობას ავადმყოფობად მიიჩნევენ.
– სისულელეა. სრულიად ჯანსაღი გრძნობაა. ის ჩემს ბედნიერებას „აბალანსებს“. შეიძლება, ცოტა გაუგებრად ვამბობ, მაგრამ მისი ეჭვიანობა მაბედნიერებს. ავადმყოფურად ეჭვიანი კი არ არის: ინტერესდება როგორ ვცხოვრობდი, სანამ მას შევხვდებოდი; ვინმე მიყვარდა თუ არა; ვარ თუ არა კმაყოფილი ჩემი არჩევნით. ანუ, აინტერესებს, ის კაცია, რომელსაც ვეძებდი თუ არა.
– თქვენ ფიქრობთ, რომ ეს კარგია?
– რატომ არ არის კარგი? მთელი ცხოვრება ვეძებდი შესაფერის მამაკაცს. სხვათა შორის, გარკვევით მყავდა წარმოდგენილი. ინტელიგენტი, კარგი იუმორის გრძნობით, პასუხისმგებლიანი და მეოჯახე. აი, როგორ მამაკაცზე უნდა გათხოვდეს ჭკვიანი ქალი და მით უმეტეს, „სიბერეში“. სანამ ახალგაზრდა ხარ, შეცდომა კიდევ გეპატიება, ორმოცს რომ გადააბიჯებ – აღარ! ჩემს ქმარს კარგი გემოვნებაც უნდა ჰქონოდა, მატერიალურადაც შეძლებული უნდა ყოფილიყო. თავს სასაცილო მდგომარეობაში ვერ ჩავიგდებდი.
– იმედი გქონდათ, რომ იპოვიდით ასეთ პარტნიორს?
– იმედი თუ არ გაქვს, საერთოდ რა აზრი აქვს ცხოვრებას? ვერ ვიტყვი, რომ მომავალმა ქმარმა სრულიად დააკმაყოფილა ჩემი მოთხოვნები, მაგრამ უმრავლეს პუნქტებს და მნიშვნელოვანს უპასუხა.
– სიყვარული არც გიხსენებიათ.
დიახ, სიმართლეა. არ მიხსენებია, იმიტომ რომ, სიყვარული ჩემთვის მნიშვნელოვანი არასდროს ყოფილა. აი, ისეთი სიყვარული, როგორიც წიგნებსა და ფილმებშია, პრიორიტეტად არასდროს დამისახავს, თორემ შენი მეუღლე როგორ არ უნდა გიყვარდეს. ეს სალაპარაკოც არ არის. იდეალური ვარიანტი ვიპოვე. დიახ, სწორედ ასეთი ქმარი მინდოდა, მაგრამ პრობლემები მაინც გვაქვს. გაინტერესებთ, ალბათ, რა პრობლემაა ეს – ზოგჯერ მეტისმეტი მოსდის და ძალიან ეჭვიანობს. გარეთ არ მიშვებს და ჩემი ყველა ნაბიჯის ანგარიშს ითხოვს.
– მაშინ იდეალური როგორ არის?
– როგორ? ჩემს იდეალურ ვარიანტთან არის ძალიან ახლოს. მიხარია, რომ ზოგიერთი ქალივით თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცი არასდროს მდომებია. რეალისტი ვარ. რომანტიკული სისულელეებით ვერ ვიცხოვრებ. არ მჭირდება. არც სხვა ქალებს ვურჩევ „ბრჭყვიალა“ ოცნებებს აჰყვნენ.
скачать dle 11.3