კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 როდის ზემოქმედებს ჩვენს ქვეცნობიერზე მთვარე მენტალურად და რატომ მძლავრობენ ახალმთვარეობისას უწმინდური ძალები

თათია ფარესაშვილი ნანა წერეთელი

 
ცნობილია, რომ ნებისმიერი ციური სხეული, მათ შორის, ვარსკვლავები, პლანეტები თუ მათი თანამგზავრები, თავიანთი, როგორც უხეში (მატერიალური) ატრიბუტებით, ისე უხილავი, ნატიფი (არამატერიალური) გამოსხივების სიხშირით, სხვადასხვა ხარისხით მოქმედებენ ჩვენზე. განსაკუთრებულ ყურადღებას ამ მხრივ, რა თქმა უნდა, დედამიწის უშუალო თანამგზავრი და ყველაზე ახლომდებარე ციური სხეული –  მთვარე იმსახურებს. როგორც ზღვის მიქცევა-მოქცევაა დამოკიდებული მთვარეზე, ასევე, უამრავ რამეს განსაზღვრავს ის დედამიწაზე და მათ შორის, საკმაოდ მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ადამიანის ფსიქიკაზე, მის ცხოვრებაზე, რაც მნათობის სხვადასხვა ფაზაში სხვადასხვანაირია. ახლახან იყო ახალმთვარეობა და საჭიროდ ჩავთვალეთ,  ვინც არ იცის, განვუმარტოთ და ვინც იცის, კიდევ ერთხელ შევახსენოთ, თუ რას ვიღებთ ჩვენი ღამის მნათობისგან ამ პერიოდში და როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ საფრთხეც თავიდან ავიცილოთ და სარგებელიც არ გავუშვათ ხელიდან. ამაში გასარკვევად მივმართეთ ცნობილ ეზოთერიკოსსა და პარაფსიქოლოგს, ბატონ ოთარს.

– ახალმთვარეობისას მურაბის, საწებლის თუ სხვა სახის ზამთრის მარაგის დამზადება რომ არ შეიძლება, ბებიისგან გამიგია და ისიც ვიცი, რომ ხვნა-თესვა თუ მოსავლის აღებაც მთვარის ფაზებზეა დამოკიდებული, მაგრამ ადამიანზეც ხომ იტყვიან: რამ გამოუარა, ნეტავ, რომელ მთვარეზე გაიღვიძაო...
– ახალმთვარეობა დადგა ახლა, 24 ივნისს და ეს მონაკვეთი არც ისე დიდია. ხალხმა ამ ფაზას „მკვდარი მთვარის დრო” შეარქვა, რადგან მთვარე ამ დროს გაუნათებელი, ანუ ბნელი მხარითაა დედამიწისკენ მომართული. მისგან მომდინარე გამოსხივების სიხშირე კი მოქმედებს მენტალურ სხეულზე, ანუ ადამიანის გონებაზე – ჩვენს გრძნობებზე, ემოციებსა და სურვილებზე. სწორედ ამაშია თქვენი კითხვის პასუხიც და უფრო მეტსაც გეტყვით – ამასთან დაკავშირებით, გავიხსენებ ერთ ამბავს. ჩემი ახლობელი ცოლად გაჰყვა ერთ-ერთ ცნობილ მაღალჩინოსანსა და საკმაოდ შეძლებულ ადამიანს. ამით მართლაც უზრუნველი ცხოვრება მოიპოვა და რა თქმა უნდა, ყველა მის ბედს შეჰნატროდა. თუმცა, არც ისე დიდი ხნის შემდეგ ქორწინებიდან, ის ქალბატონი ჩემთან მოვიდა და გამენდო, რომ ქმარი პერიოდულად, სრულიად უმიზეზოდ, აუხირდებოდა ხოლმე და საშინელ დღეში აგდებდა, საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდეც კი მიდიოდა. ამას ვერავის უმხელდა, განსაკუთრებით კი მშობლებს, რადგან უზომოდ ბედნიერები იყვნენ, ასე რომ „გაუმართლა” მათ ქალიშვილს ცხოვრებაში. უბედური ქალი კი მთხოვდა, დავხმარებოდი. კარგად რომ გამოვკითხე ყველაფერი, აღმოჩნდა, რომ სწორედ მთვარის ფაზებზე იყო დამოკიდებული მისი აგრესიულობა და ეს თითქმის ყოველთვის ახალმთვარეობას ემთხვეოდა.  
– ანუ, მთვარის მენტალური გავლენა დადასტურდა ამ შემთხვევაში?
როგორც იცით, ჩვენი გონება მოიცავს ცნობიერსა და ქვეცნობიერ ნაწილს. ქვეცნობიერში დალექილია სიღრმისეული შთაბეჭდილებების გარკვეული რაოდენობა, რაც ჩვენს ძირითად ბუნებასა და ხასიათს განსაზღვრავს. თუმცა, იმის შესახებ, რასაც ქვეცნობიერი ინახავს, ჩვენ არაფერი ვიცით. ეს შთაბეჭდილებები გროვდება მრავალი ცხოვრების განმავლობაში და ერთგვარი კატალიზატორია აზრებისა და მისგან მომდინარე მოქმედებებისა. აზრებსაც და შთაბეჭდილებებსაც თავისი უხილავი, ფაქიზი სიხშირე აქვს. მთვარის სიხშირეს შეუძლია, ქვეცნობიერიდან ცნობიერის ზედაპირზე ამოიტანოს აზრები და შთაბეჭდილებები. ასეთი სახით გაცოცხლებული შთაბეჭდილებები კი გავლენას ახდენს ადამიანის გონებაზე. სიბნელის გამოსხივება ეგრეთ წოდებული რაჯასა და ტამას სიხშირითაა ძალმოსილი. ამიტომაც, ახალმთვარეობისას ეს ძალა უფრო მეტად აღწევს დედამიწაზე, ვიდრე იმ ფაზაში, როცა მთვარის ნათელი მხარეა მიწისკენ მომართული. რაჯა ნიშნავს მოქმედებას, მოძრაობას, ვნებას: ამ დროს ადამიანი უფრო მეტად საკუთარ სარგებელზე ფიქრობს და ცხოვრობს მხოლოდ პირადი მიზნებისთვის; ტამა კი – უზნეობა და სიზარმაცეა: ამ დროს ადამიანს შეუძლია, სინდისის ქენჯნის გარეშე აწყენინოს, შეურაცხყოს სხვა და ცუდად მოიქცეს საზოგადოების წინაშეც. ამიტომ, ახალმთვარეობისას მოჩვენებები (დემონები, ეშმაკები, ნეგატიური ენერგია და ასე შემდეგ), რომლებიც ავრცელებენ რაჯა-ტამას, ატარებენ ოკულტურ რიტუალებს. რაჯასა და ტამას შემთვისებელი ხალხი ამ დროს ძლიერ ზეგავლენას ექვემდებარება და იღებს შავ ენერგიას, რასაც იყენებს კიდეც სხვათა წინააღმდეგ. რაჯა-ტამა მთვარის საშუალებით ზემოქმედებს გონებაზე და ეს გამოვლინდება: გაქცევის, თვითმკვლელობის ან მოჩვენებების გააქტიურების სახით. ძირითადად, ეს ხდება ღამით, რადგან ამ დროს ვერ ხერხდება განწმენდა ცეცხლის აბსოლუტური კოსმიური ენერგიით, რომლის მიღება მხოლოდ მზისგანაა შესაძლებელი. ამიტომაცაა, რომ ახალი მთვარის ღამეს მოჩვენებებს შესანიშნავი შესაძლებლობა აქვთ, ხალხი დააფრთხონ. საერთოდ, ჩვენი ღამის მნათობი უფრო მეტად აშფოთებს ადამიანს ახალმთვარეობისას, ვიდრე სავსემთვარეობისას.  
– სარგებელს ვერაფერს მოვიღებთ ახალმთვარეობისას?
– მიუხედავად იმისა, რომ მთვარის ფაზის ეს მონაკვეთი არც ისე დიდია,  ახალი საქმის დასაწყებად უკეთეს დროს ვერ ნახავთ. ასევე, შეგახსენებთ, თუ ახალმთვარეობისას რომელი მინიშნება რას მოასწავებს და როგორ შეიძლება, თითოეული მათგანი, ახდეს. დავიწყოთ სიყვარულით: თუ გასათხოვარი ქალიშვილის ფანჯარაზე ჩიტი შემოჯდება – ეს უახლოეს მომავალში ქორწინებას ნიშნავს; ქორწინება ახალმთვარეობისას ახლგაზრდებს ბედნიერ ცხოვრებას უწინასწარმეტყველებს; არ არის რეკომენდებული ქორწინების წლისთავის ახალმთვარეობისას აღნიშვნა, რადგან ამას ოჯახის დანგრევა მოჰყვება; ქალს თუ კბილის ამოღება დაესიზმრა – შეყვარებულს დაშორდება; თუ ახალმთვარეობისას შეყვარებულთაგან ერთ-ერთს მარილი დაებნა – ჩხუბი გარდაუვალია; მამაკაცთან ცხოვრების დაწყებისთანავე, არ შეიძლება, სარეცხი ახალმთვარეობისას გარეცხოთ, ისევე, როგრც არ შეიძლება ეს ორშაბათსა და შაბათს. გამდიდრების თვალსაზრისით, გასათვალისწინებელია: თანხა რომ გააორმაგოთ, აუცილებელია, კუპიურა დაანახვოთ ახალ მთვარეს და შემოსავალი აუცილებლად მთვარესთან ერთად დაიწყებს ზრდას; ასევე, ახალმთვარეობისას, ღამით, დატოვეთ ფული ფანჯრის რაფაზე ისე, რომ მთვარის შუქი კუპიურას ეცემოდეს; კარიერის დაწყება თუ ნებისმიერი ექსპერიმენტი აუცილებლად ახალმთვარეობას უნდა დაემთხვას; ფული რომ თითებშუა წყალივით არ გაედინოს, არც ისესხოთ და არც გაასესხოთ მთვარის ამ ფაზაში; მატერიალური კეთილდღეობის მოსაზიდად აუცილებელია, ახალ სახლში სწორედ ახალმთვარობისას გადახვიდეთ. სხვაც ბევრი რამაა საინტერესო. მაგალითად, ახალმთვარეობისას დაბადებული ადამიანი იღბლიანია – იცხოვრებს დიდხანს და ბედნიერად; თუ მთვარის ეს ფაზა შაბათს დაემთხვა – 20 დღის განმავლობაში იწვიმებს; ახალ მთვარეს თუ თავს დაუკრავთ – მიიღებთ საჩუქარს; თუ ახალი მთვარე პირველად მარჯვნიდან დაინახეთ – მთელი თვე ბედნიერი იქნებით, თუ მარცხნიდან – მთელი თვე ხელი მოგეცარებათ; „მკვდარი მთვარის დროს” ბავშვის ჩასახვა უკიდურესად არასასურველია – ბავშვი სუსტი დაიბადება. თუმცა, თუ მხოლოდ კარგს დაიჯერებთ და მომხდარში ყოველთვის დადებით მხარეს დაინახავთ – ნებისმიერ მარცხს აიცილებთ თავიდან, რადგან მხოლოდ დადებითი ენერგიაა უძლიერესი დაცვა ცუდისა და ბოროტისგან, რაც, სამწუხაროდ, სამყაროში უხვადაა.   
скачать dle 11.3