კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 უუფლებო ქართული

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ დაბოლილზე სულ სხვაა?!


 მას შემდეგ, რაც გალის ქართულ სკოლებში ქართულ ენაზე სწავლა აიკრძალა, ამ გზას „იუჟნაია ოსეტიის“ ახლად გამომცხვარი „პრ“. ბიბილოვიც გაჰყვა და ახალი ინიციატივაც გამოაცხო: ახალგორის რეგიონის ქართულ სკოლებში ქართულ ენაზე სწავლება უნდა აიკრძალოსო.
 იქვე კი დასძინა („პრ“.-მა ბიბილოვმა): „არ ვართ წინააღმდეგნი (არ ყოფილან?!) იმისა, რომ სკოლებში ქართული ენა ისწავლებოდეს, მაგრამ ჩვენი შვილები საშუალო სკოლების დამთავრების შემდეგ, სწავლას „იუჟნაია ოსეტიის“ ან რუსეთის ფედერაციის უმაღლეს სასწავლებლებში აგრძელებენ („იუჟნაია ოსეტიის“ უმაღლესი სასწავლებელი რომელია, ნეტავ?!) და სამუშაოდ ისევ აქ ბრუნდებიან. ამიტომ ვალდებულები ვართ, შესაბამისი პირობების შექმნის მიზნით, ენობრივი ბარიერი მოვუხსნათ“.
  ოღონდ შენიშნა, რომ ეს არ უნდა იყოს მტკივნეული პროცესი (და ქართლის გულში ქართულ ენაზე სწავლის აკრძალვა უმტკივნეულოდ, ნეტავ, როგორ უნდა მოხდეს?!), იმიტომ რომ ჩვენ არაფერს ვკრძალავთო (ანუ ბრმას ცოლი მოუკვდა, არ უთხრათო?!).
  ქართველ საზოგადოებრივ აქტივისტებს ჯერჯერობით არ დაურისხებიათ განგაშის ზარები, ან კი სად სცალიათ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის უფლებების დაცვას ახმარენ მთელ დროსა და ენერგიას, მეორე მხრივ, არც რეპერების უფლებადამცველ ახალგაზრდებს გამოუთქვამთ პროტესტი, ვითომ მარიხუანის ლეგალიზაციას ელიან, რადგან დაბოლილზე მაინც სულ სხვა გემო აქვს შენი სახელმწიფოს ინტერესის დაცვას?! –
скачать dle 11.3