კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 რატომ არის გულდაწყვეტილი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შემდეგ ზაზა ფაჩულია და როგორ გახდნენ მისი შვილები ზაზას ჩემპიონობამდე ერთი დღით ადრე შტატის ჩემპიონები

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია


 ზაზა ფაჩულია NBA-ს ისტორიაში შევიდა. ის ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2016-2017 წლების ლიგის ჩემპიონია. ზაზა ფაჩულია პირველი ქართველი კალათბურთელია, ვინც მსოფლიოს უძლიერესი საკალათბურთო ლიგის გამარჯვებული გახდა. ეს უდიდესი წარმატებაა როგორც ზაზასთვის, ასევე საქართველოსთვის. ჩვენ ვულოცავთ ზაზას ამ გამარჯვებას და გთავაზობთ ინტერვიუს კოტე ტუღუშთან, რომელიც ამ გამარჯვების დროს ზაზასთან ერთად იმყოფებოდა და იქაურ ამბებს გვიამბობს.
 ზაზა ფაჩულიამ ჟურნალისტის მიერ პრესკონფერენციაზე დასმულ კითხვას: „ოლ სთარი“  თუ ჩემპიონობა? – ასეთი პასუხი გასცა:
ზაზა ფაჩულია: გულწრფელად გეტყვით, რომ „ოლ სთარი“ ახლოსაც კი ვერ მოვა დღევანდელ დღესთან. ის ხუმრობა იყო, ეს კი სერიოზული ამბავია.  „ოლ სთარში“ რომ ხვდები, შენ და შენი ოჯახის წევრები ხართ ჩემპიონები. ახლა კი შეხედეთ, ჩვენი ჩემპიონობით რამდენი ადამიანის გული გავახარეთ. მთელი ქალაქი ბედნიერია. ეს შეუდარებელი გრძნობაა. ჩემპიონობა ყველაფერს ნიშნავს.
– ზაზა, შენ შეგეძლო, რომ ბევრად მეტი ხელფასი მიგეღო სხვა გუნდში. რაზე ფიქრობდი, როდესაც ბობ მაიერსმა დაგირეკა და ამ გუნდში მოხვდი.  დღევანდელი გადმოსახედიდან, რამდენად სწორი იყო ეს გადაწყვეტილება?
– როდესაც სატელეფონო ზარი შემოვიდა და მითხრეს, რომ „ვორიორსი“ იყო დაინტერესებული, არ დავიჯერე. ამას არ ველოდი, რადგან ერთხელაც არ გვიხსენებია ისინი, საერთოდ  არ ყოფილა „ვორიორსის“ ვარიანტი. საბოლოოდ, მათგან მივიღე შემოთავაზება, ვისაუბრეთ თანხაზეც და გულის სიღრმეში ვფიქრობდი, რომ სწორედ აქ მოხვედრა მინდოდა. თუმცა, კარგად უნდა დავფიქრებულიყავი, უკვე 14 წელია, რაც ლიგაში ვარ და მაქვს თავისუფალ აგენტად ყოფნის გამოცდილება. ასეთ დროს აუცილებელია, სწორი ნაბიჯი გადადგა. საბოლოოდ, მივიღე გადაწყვეტილება და საკუთარ თავს ვუთხარი: მნიშვნელობა არ აქვს, რა მოხდება, უკან აღარ მივიხედავ და არ ჩავთვლი, რომ არასწორი გადაწყვეტილება მივიღე. ძალიან დიდი წნეხის ქვეშ მოვექეცი. სეზონი დაიწყო დურანტისთვის მიყენებული შემთხვევითი ტრავმით. თავიდან გვეგონა, რომ ის მთელი სეზონის განმავლობაში გამოაკლდებოდა გუნდს. ამის გამო ბევრი კრიტიკის მოსმენა მომიწია. ეს იოლი ასატანი არ ყოფილა. ვცდილობდი, კარგად მეთამაშა, რომ თავს არ დამტდომოდა კრიტიკა – დარბაზის გარეთ დამეტოვებინა  ყველაფერი. საბოლოოდ, დავძლიე ეს წნეხი და უკეთ ავთამაშდი. შემდეგ იყო კონფერენციის ფინალები და კიდევ ერთი შემთხვევა – ამჯერად კავაისთან. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ამად ღირდა. ამხელა წნეხის გამკლავება და საბოლოოდ, შედეგის მოპოვება.
– შენ საქართველოს დროშა გაქვს მოხვეული და ვხედავთ, რომ დიდი სიამაყით ატარებ მას. შენ პირველი ხარ საქართველოდან, ვინც NBA-ს ტიტულის მოპოვება მოახერხა...
– სამწუხაროდ, მაგრამ, იმედი მაქვს, ყველა ქართველი ახალგაზრდა მიყურებს და ეს მათთვის დიდი მოტივაცია იქნება. ეს საოცარი გრძნობაა. 14 წლის ვიყავი, სამშობლოდან რომ წამოვედი და მაშინვე ვთქვი, რომ მე ჩემი ქვეყნის – საქართველოს წარმომადგენელი ვიყავი. ყოველი ნაბიჯის გადადგმისას, მოედანზე ან მის გარეთ, მე საქართველოზე ვფიქრობდი. ჩემი ხალხისგან უდიდეს მხარდაჭერას ვიღებდი და ეს ხალხი იმსახურებს მსოფლიოს ჩემპიონს.
კოტე ტუღუში:  მე და ზაზა სხვადასხვა მწვრთნელის აღზრდილები ვართ. 15-16 წლის ვიყავით, საქართველოს ნაკრებში ერთად რომ მოვხვდით და მას შემდეგ ძალიან დავმეგობრდით. ზაზა ჩვენ შორის ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა. ახლა ზაზას  თამაშის გამო ჩამოვედი. აქ, ჩემთან ერთადაა შიო ხეცურიანიც. მე, ზაზა და შიო ბავშვობიდან ერთად ვთამაშობთ. გუშინ  ვისხედით და ბავშვობის ამბებს ვიხსენებდით. მოგეხსენებათ, მე და შიო მოქმედი მოთამაშეები აღარ ვართ და ზაზას ჩემპიონობით ჩვენი ბავშვობის ოცნებები ყველამ ერთად ავიხდინეთ. ჩამოვედი თუ არა, ზაზას გვერდით ვიყავით. ერთად ვემზადებოდით ამ დიდი გამარჯვებისთვის.  ზაზა 14 წელია, თამაშობს და თავისი დიდი წვლილი შეაქვს ამ ყველაფერში, რაც გულშემატკივრისგან შეუმჩნეველი არ რჩება. ზაზასთან ერთად რომ გავდივართ ქუჩაში, მთელი ქალაქი ცნობს: ეძახიან, ფოტოებს იღებენ მასთან, სიყვარულს გამოხატავენ.
– როგორია თამაშით და გამარჯვებით მიღებული შთაბეჭდილებები?
–  მეტი არაფერი მახსოვს. დღემდე ვერ მოვდივართ აზრზე. რეალურად, მთელი სეზონის განმავლობაში, გუნდი იყო გამორჩეული.  ცოტა უფრო დაძაბულ ბრძოლას ველოდი. ძალიან საინტერესო მაღალი დონის თამაში იყო, რომელიც საბოლოო ჯამში, ჩვენი გამარჯვებით დასრულდა. შემდეგ მეგობრებსა და ოჯახის წევრებს უფლება მოგვცეს, ჩავსულიყავით მოედანზე. ზაზამ შვილები ჩაიყვანა. ძალიან ნერვიულობდნენ, განიცდიდნენ. უნდა გენახათ მათი ბედნიერი,  გახარებული სახეები. ზაზას ორივე შვილი აქტიურად თამაშობს კალათბურთს და სანამ მამა გახდებოდა ჩემპიონი, წინა დღეს შვილები გახდნენ შტატის ჩემპიონები კალათბურთში. ოქროს მედალი მოიპოვეს და მეორე დღეს ზაზას შვილების წყალი გადაესხა. ბევრი ვარსკვლავი ესწრებოდა, როგორც საკალათბურთო, ასევე –  დელ პიერო, სნუპ დოგი... სნუპ დოგმა გაიხსენა ბათუმში ყოფნის პერიოდი და აღნიშნა, რომ ძალიან კარგად უმასპინძლეს საქართველოში. დღეს იყო აღლუმი ლას-ვეგასში, სადაც ჩვენც, გუნდთან ერთად ვიმყოფებით. მილიონობით გულშემატკივარი ჩამოვიდა. დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება. ეს ემოციები კიდევ დიდხანს გამყვება. ამ ბოლო დღეებმა ყველაფერი გადაფარა. ახლა ორი-სამი დღე ლას-ვეგასში ვრჩებით.
– როგორია ზაზას ემოციები კადრს მიღმა?
– ზაზას ზღაპარში ჰგონია თავი. ჯერ კიდევ ვერ გაითავისა. თუმცა, ცოტა გულდაწყვეტილიცაა ქართველი ჟურნალისტების უყურადღებობით. ბევრი ღია პრესკონფერენცია იმართება. ჟურნალისტები ეკითხებიან, თუ იყვნენ ჩამოსულები და თუ აშუქებენ ამას და ყველას უკვირს, საქართველოდან როგორ გამოტოვესო. მათ ხომ ვერ აუხსნი, საქართველოს პრობლემებს.
– რა არის ზაზას ყველაზე გამორჩეული თვისება?
– ზაზა გამოირჩევა პატრიოტიზმით. ყველა ტელევიზიამ გააშუქა, რომ ზაზა საქართველოს დროშას აფრიალებს. ბევრმა არც იცის, რა დროშაა და გვიწევს ახსნა, რომ „ჯორჯიის შტატის“ კი არა, „ჯორჯია რესპუბლიკის“ დროშაა. მე პირადად, არ მახსოვს ასე აქტიურად რომელიმე ქვეყნის დროშა აფრიალებულიყოს, მიუხედავად იმისა, რომ გულშემატკივრებში ქართველები  ძალიან ცოტანი იყვნენ. საქართველოს დროშა აქა-იქ ფრიალებდა. აღლუმის შემდეგ სცენაზე ავიდნენ გუნდის მწვრთნელები, ხელმძღვანელები და ყველამ ერთხმად აღნიშნა ზაზას ქართული, მებრძოლი ხასიათი. თქვეს, რომ გუნდს ძალიან სჭირდება ის ბრძოლისუნარიანობა, რაც ზაზას აქვს. ზაზა მიიჩნევა ვეტერან კალათბურთელად და ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ვეტერანები  ასეთ მაგალითს აძლევენ ახალ თაობას.
скачать dle 11.3