კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 კლინიკა „გული“ – ადგილი, სადაც გულით მკურნალობენ

თათია ფარესაშვილი ნინო კანდელაკი


 ზუსტად ოცი წლის წინ, ყველასათვის ცნობილმა და პატივსაცემმა კარდიოლოგმა ანზორ მელიამ მცირე სადავო ფართში დაიწყო ის საქმე, რასაც დღეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კარდიოლოგიური კლინიკა „გული” ჰქვია. მანვე მოიფიქრა კლინიკის სლოგანი: „გულის მკურნალი მხოლოდ „გულია” და ის და მისი კლინიკის სამედიცინო პერსონალი დღემდე ამ იდეის ქვეშ არიან გაერთიანებული. ეს სახელი ბევრისთვის ოჯახურ გარემოსთან, ჯანმრთელობასა და სიცოცხლის გახანგრძლივებასთან ასოცირდება. კლინიკა „გულს” აქვს ზუგდიდის ფილიალიც, რომელიც თავისი არსებობის ათ წელს ითვლის. „გული” უზრუნველყოფს კარდიოლოგიური პროფილის ავადმყოფების სრულყოფილ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, როგორც ამბულატორიულ, ასევე სტაციონარულ და პირადი კარდიოლოგის სამსახურის  პირობებში. კარდიოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტების უმრავლესობა ირჩევს კლინიკა „გულს”!

ანზორ მელია: კლინიკა „გულს” საკმაოდ ხანგრძლივი და წინააღმდეგობებით სავსე ისტორია აქვს. ყველა დაბრკოლების მიუხედავად, მე და ჩემმა გუნდმა შევძელით პაციენტების ნდობისა და სიყვარულის მოპოვება. ბოლო დროს ელვის სისწრაფით იხსნება ახალ-ახალი კლინიკები, ორიენტირებულნი მხოლოდ მწვავე ავადმყოფებზე, რომლებიც ფინანსდებიან სახელმწიფო პროგრამით. მედიცინა ბიზნესი არ არის, ეს არის ხელოვნება. რა თქმა უნდა, ყველას უნდა მატერიალური კეთილდღეობა, მაგრამ პირველ ადგილზე საქმეა. ხშირია შემთხვევა, როცა მოგების ნაცვლად, ჩემს ფულს ვხარჯავ, რადგან მინდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი აპარატურის შესყიდვა და ასე შემდეგ. საქმეს თუ ასე არ მიუდგებით, წინსვლა არ იქნება. გაიხსნა ბევრი რეანიმაციული კლინიკა და რეალურად, არ არის შესაბამისი ოდენობის რეანიმატოლოგი ექიმი საქართველოში. ჩემს კლინიკაში უკვე ექიმების მერვე თაობას ვზრდი. კლინიკის სლოგანი ტყუილად არ შეგვირჩევია – „გულის მკურნალი მხოლოდ გულია”. თუ ავადმყოფს გულით არ უმკურნალე, რა გამოკვლევაც არ უნდა გაუკეთო და რაც არ უნდა ძვირიანი წამალი დაუნიშნო, წარმატებას ვერ მიაღწევ. კლინიკა „გული” ჩემი კერძო კლინიკაა, ერთპიროვნული დამფუძნებელი ვარ, მაგრამ ყოველთვის ვამბობ, ეს კლინიკა ყველასია. ჩვენ ჩვენს პაციენტებთან მართლები ვართ. ავადმყოფს ვერ მოატყუებ. მადლიერ პაციენტს მოჰყავს მთელი მისი გარშემო მყოფები მსგავსი პრობლემებით. ამიტომ, თანდათან გვიწევს გაფართოება. 10-12 წლის წინ, მე ჩემი  ავადმყოფები გადამყავდა ერევანში, დღეს კი ჩვენთან ჩამოდიან ერევნიდან – ისეთ დონეზეა ჩვენთან უკვე სამედიცინო კულტურა და პროფესიონალიზმი. ეს ჩემთვის დიდი ბედნიერებაა. ხშირად ჩამოდიან აზეირბაიჯანიდან, რუსეთიდან და აფხაზეთიდანაც. მე ჩემს ექიმებს ყოველთვის ვეუბნები: როდესაც მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომ პაციენტს ჩაუტაროთ ესა თუ ის რთული და ძვირიანი გამოკვლევა, ასეთ დროს თავს დაუსვით კითხვა, იგივენაირად მოიქცეოდით თუ არა, ამ პაციენტის ადგილას, თქვენი ოჯახის რომელიმე წევრი რომ იყოს. თუ დარწმუნებული ხართ, რომ თქვენი იჯახის წევრების შემთხვევაშიც ზუსტად იმავეს გააკეთებდით, მაშინ ხართ მართალი საკუთარ თავთან.
– რა სიახლეებია კლინიკაში?
– გავაკეთეთ ზოგადი რეანიმაცია. ხშირია შემთხვევა, როცა სუნთქვის უკმარისობა აქვს პაციენტს და მძიმდება მისი მდგომარეობა. ასეთ დროს ვიძახებთ კატასტროფის სამსახურს. ხშირად მართვითი სუნთქვის აპარატები თავისუფალი არ არის და იმ მომენტში, სიცოცხლისთვის ძვირფას დროს ვხარჯავთ მათ სხვაგან  გადაყვანაში. ამიტომ, დავხარჯეთ თანხები და გავაკეთეთ უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი ზოგადი რეანიმაცია. შევიძინეთ მართვითი სუნთქვის აპარატები.  დავაკომპლექტეთ ექიმები, მალევე ავიღეთ ლიცენზია.
ჯაბა წივილაშვილი (ინტენსიური თერაპიის განყოფილების ხელმძღვანელი): უნივერსიტეტი დავამთავრე 2000 წელს და მას შემდეგ, სანიტრიდან დაწყებული ძალიან ბევრი საფეხური გავიარე. 2013 წლიდან ვარ ინტენსიური თერაპიის  ხელმძღვანელი, განყოფილების გამგე და აქაც, პარალელურად ვმუშაობ როგორც დღის, ასევე ღამის მორიგე ექიმად. კარდიოლოგიური კლინიკა „გული” ერთ-ერთ პირველ ადგილზეა ჩემს ცხოვრებაში. როდესაც ცხოვრობ კლინიკაში და დღეებს არ ითვლი, ეს შენთვის, ალბათ, ოჯახზე მეტია. ხშირად ყოფილა შემთხვევა, დაბადების დღეები თუ სხვა ღირსშესანიშნავი თარიღი აქ, სამსახურში გამიტარებია. სამი შვილი მყავს და ორის დაბადებას ვერ დავესწარი. სამსახურში ვიყავი და მაშინ მივედი, როცა უკვე მოსალოცად იყო საქმე. როდესაც ჩემს პაციენტებს ვჭირდები, ამაზე დიდი პრიორიტეტი არ არსებობს ცხოვრებაში.
რუსუდან ჯანდაგაშვილი (კლინიკის დირექტორის მოადგილე): უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ვმუშაობდი ქალაქის პირველ საავადმყოფოში. შექმნის დღიდან ვმუშაობ კარდიოლოგიურ კლინიკა „გულში”. ,,გული” ჩვენთვის მეორე სახლია. საოცრად შეკრული გუნდია და ეს ბატონი ანზორის დიდი დამსახურებაა. გარდა იმ მაღალი პროფესიონალიზმისა, რაც ჩვენს ექიმებს გამოარჩევს, აღსანიშნავია ის ურთიერთდამოკიდებულება, რასაც წლების განმავლობაში ვინარჩუნებთ. გვყავს ახალგაზრდა ექიმებიც, რომლებიც საოცარი ინტერესითა და პასუხისმგებლობით გამოირჩევიან.
ხათუნა ჯალაბაძე (რითმოლოგი, კლინიკის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში): უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მცირე პერიოდი ვიმუშავე ერთ-ერთ პოლიკლინიკაში. ამის შემდეგ კარდიოლოგიის ინსტიტუტში გავიარე ორდინატურა. იქვე გავაგრძელე მუშაობა. შემდეგ დავინტერესდი რითმოლოგიით და წავედი თურქეთში  სპეციალიზაციისთვის. ჩამოსვლის შემდეგ, ვმუშაობდი კარდიოლოგად და აქტიურად ვცდილობდი, დამეწყო მუშაობა რითმოლოგიის მიმართულებით. ბატონი ანზორი დაინტერესდა, მიიღო ჩემი იდეა და 2003 წელს დავიწყეთ რითმოლოგიის დაფუძნება – ჩავაყენეთ პირველი პეისმეიკერები. ამავე წელს გავაკეთეთ პირველი აბლაციები. გვეხმარებოდნენ ჩვენი კოლეგები რუსეთიდან და ევროპიდან. მედიცინა მუდმივად მოითხოვს განახლებას, მით უმეტეს, რომ ელექტროფიზიოლოგია და კლინიკური რითმოლოგია ერთ-ერთი ყველაზე რთული სფეროა მედიცინაში. ის მოითხოვს მაღალ ტექნოლოგიებს და უცხოეთში კვალიფიკაციის ამაღლების გარეშე, მუშაობა შეუძლებელია. ჩვენ ჩავაყენეთ საქართველოში პირველად კარდიოვერტერ დეფიბრილატორი, რომელიც უეცარი კარდიოსიკვდილის პრევენციაა. ჩვენ გავზარდეთ თაობები და საქართველოში დღეს საკმაოდ გაფართოვდა რითმოლოგების რაოდენობა. ბატონმა ანზორმა შეძლო, თავის დროზე აეშენებინა იმ პერიოდისთვის მაღალი სტანდარტების  შესაბამისი კლინიკა და დაეკომპლექტებინა პროფესიონალების დიდი გუნდით. ის ნოვაციის დიდი მოყვარულია. მთავარია, დაინახოს ამ ნოვაციის დადებითი მხარე. ის არა მარტო კარგი პროფესიონალი, არამედ შეუცვლელი ორგანიზატორიცაა. რაც მთავარია, ბატონი ანზორი დღესაც პრაქტიკოსი ექიმია და დღის განმავლობაში 20-25 პაციენტს იღებს.
მისამართი: საქართველო, თბილისი წინანდლის ქ. 9.
საკონტაქტო ტელ: +995 32 277 07 40.  
სასწრაფო: +995 32 294 00 11.
წინასწარი ჩაწერა: +995 32 277 62 62.
ვებ გვერდი: www.guli.ge
ელ.ფოსტა: guli@guli.ge

скачать dle 11.3