კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 უჩივლა თუ არა სინამდვილეში სალომე კორკოტაშვილმა ამერიკელ ივენთ-მენეჯერს და რატომ დაუკავშირდა მას უიტნი ჰიუსტონის პროდიუსერი

თათია ფარესაშვილი ნათია გოგიშვილი


  სალომე კორკოტაშვილის ცხოვრებაში აქტიური შემოქმედებითი პერიოდია. მომღერალი რამდენიმე დღის წინ ამერიკაში გაემგზავრა. მან საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ამერიკის ჰიმნი შეასრულა, რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მსმენელზე. მეტიც, მისი მუსიკალური შემოქმედებით ლეგენდარული ამერიკელი მომღერლისა და მსახიობის, უიტნი ჰიუსტონის, პროდიუსერი დაინტერესდა. შემოქმედებითი წარმატებების პარალელურად მომღერალი პირად ცხოვრებაშიც ბედნიერად გრძნობს თავს და ცდილობს, საკუთარი შრომით უფრო მეტს მიაღწიოს.
  სალომე კორკოტაშვილი:
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ამერიკაში, კერძოდ, ვაშინგტონში, რამდენიმე ღონისძიება გაიმართა, სადაც საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებმა მიმიწვიეს. პირველი კონცერტი ჩატარდა სპეციალურად უცხოელი სტუმრებისთვის. იქ იყვნენ: ელჩები, სამხედრო დაწესებულებებიდან მოწვეული პირები. ძალიან ვნერვიულობდი, ამერიკის ჰიმნი შევასრულე. სცენაზე რომ ავედი, ხელები მიკანკალებდა, მაგრამ  სიმღერა რომ დავამთავრე, ისეთი ოვაციები იყო – ყველას ცრემლი ჰქონდა თვალზე, ტიროდნენ, თან, მოდიოდნენ და მილოცავდნენ. ამერიკელების შეფასებამ მოლოდინს გადააჭარბა. შემდეგი კონცერტი ქართველი ემიგრანტებისთვის ჩატარდა, სადაც საქართველოს ჰიმნი და ჩემი რამდენიმე სიმღერა, მათ შორის, „ვარსკვლავები” შევასრულე.  დიდი ბედნიერება აღმოჩნდა ჩემთვის ამ ღონისძიებაში მონაწილეობა. საშუალება მომეცა, ჩემი ხალხისთვის მემღერა უცხო ქვეყანაში. მინდა, ამისთვის მადლობა გადავუხადო ჩემს ახალ ოჯახს – საქართველოს საელჩოს ვაშინგტონში.
– არაჩვეულებრივად გამოიყურებოდი, ულამაზესი კაბა გეცვა. ბოლო რამდენიმე წელია, რადიკალურად შეიცვალე სტილი.
–  ჩემს ჩაცმულობაზე ჩემმა მეგობარმა და კარგმა დიზაინერმა, დათუნა სულიკაშვილმა იზრუნა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მას. ყოველთვის იცის, რა მიხდება და ძალიან მახარებს. რაც შეეხება სტილს, წლების წინ უფრო ჰიპური იმიჯი და ცხოვრება მომწონდა. ახლა უფრო ქალური და გლამურული სტილი მომწონს.
– გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს super bowl-ზე, პროფესიონალური ამერიკული ფეხბურთის ღონისძიებაზე მიგიწვიეს ამერიკის ჰიმნის შესასრულებლად... მაგრამ, ითქვა, სალომე კორკოტაშვილი თაღლითობის მსხვერპლი გახდაო. ანუ, მოგატყუეს?
– ამერიკის ჰიმნის შესრულების შემდეგ, ერთ-ერთმა ამერიკელმა ივენთ-მენეჯერმა  super bowl-ზე მონაწილეობის მიღება შემომთავაზა. პროფესიონალური ამერიკული ფეხბურთის ღონისძიება – super bowl უკვე წლებია, ამერიკის დე-ფაქტო ეროვნული დღესასწაულია. ესაა შოუ, რომლისთვისაც მუსიკოსები ერთი წლით ადრე იწყებენ მზადებას და რა თქმა უნდა, იქ მონაწილეობის შემოთავაზებამ ჩემზე ემოციურად იმოქმედა, ძალიან გამიხარდა. ჩემს „ფეისბუქზე” გამოვაქვეყნე ეს ამბავი, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა არა მარტო საქართველოდან, არამედ რუსეთიდან, პოლონეთიდან მწერდნენ და მილოცავდნენ. როცა უკვე დეტალებზე დაველაპარაკე ამ ქალს, სამწუხაროდ, მატყუარა აღმოჩნდა – არც ეს ამბავი ახსოვდა და მეტიც, საერთოდ არ იცნობს super bowl-ის ორგანიზატორებს. ვერ წარმოვიდგენდი, ასე ბოროტად თუ მომატყუებდნენ. თუმცა, უნდა გავითვალისწინო, რომ ამ ბიზნესში ყველას უყვარს ბევრი ლაპარაკი, სიმართლეს კი ცოტა გეუბნება. ხელჩასაჭიდი საბუთი რომ მქონოდა ამ ქალს სასამართლოში ვუჩივლებდი. გული მწყდება, მაგრამ ფარ-ხმალს არ ვყრი, რადგან ბევრი რამ ჯერ კიდევ წინაა.
– წარმატებებზე საუბარს დავუბრუნდეთ. როგორც ვიცი, უიტნი ჰიუსტონის პროდიუსერმა მიგიწვია. როგორ დაგიკავშირდა ან როგორ გაიცანით ერთმანეთი?
– უიტნი ჰიუსტონის პროდიუსერი, Tony Coluccio ერთ-ერთ საღამოზე გამაცნეს. მოვუყევი მას, თუ როგორ ვწერ სიმღერებს – ხან მოწყენილი, ხან მხიარული. ძალიან დაინტერესდა ჩემი ისტორიებით. მოეწონა ჩემი სიმღერები და თავისთან დამპატიჟა ნიუ-იორკში. ეს პროდიუსერი მუშაობდა ჩემს საყვარელ არტისტებთან ერთად – უიტნი ჰიუსტონთან, მაიკლ ჯეკსონთან, სელინ დიონთან და სხვა. მისი მიწვევა ჩემთვის დიდი პატივია. ასევე, მივდივარ ფესტივალზე, რომელიც ამერიკაში ტარდება და სადაც მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული მუსიკოსები. მონაწილეობაზე განაცხადი შეტანილი ჰქონდა 3 000 ადამიანს, საიდანაც შეირჩა 30 მუსიკოსი და მათ შორის მოვხვდი მეც. ფესტივალის მსვლელობის დროს ჩატარდება მასტერკლასები ისეთ პროფესიონალებთან, რომლებმაც წარმატების მიღწევაში ხელი შეუწყვეს მსოფლიო დონის ვარსკვლავებს: ბიონსეს, ტეილორ სვიფტის და სხვებს. ერთი თვით აუცილებლად ჩამოვალ საქართველოში. უნდა ვიმუშავო ახალ სიმღერებზე. სექტემბერში გამოდის ჩემი ახალი ალბომი, რომლის პრეზენტაციაც საქართველოს საელჩოში იქნება. მოგეხსენებათ, ამერიკული ხმის ჩამწერი სტუდიის SongBuilder Studio-ს მიერ გამოცხადებული საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გავხდი. კონკურსში 15 000-მდე მუსიკოსი მონაწილეობდა მთელი მსოფლიოდან. ხმის ჩამწერმა სტუდიამ კი მე შეარჩია. როგორც გამარჯვებულმა, სტუდიის სრული მომსახურების პაკეტი მივიღე. სიმღერას პროფესიონალურ სტუდიაში ვწერ. როცა კომპოზიცია მზად იქნება, მას ამერიკის მასშტაბით, 100-მდე რადიო დაატრიალებს.
– მინდა, შენს შვილზეც ვისაუბროთ. ასეთი აქტიური რეჟიმის პარალელურად, როგორი დედა ხარ?
– მეგობრული დედა ვარ. ჩემი ზუკა 8 წლისაა. ეს არის ყველაზე საყვარელი და უნიჭიერესი არსება. ჩემი შვილი ხელს მიწყობს ყველაფერში. მეუბნება: დედიკო, შენ გვერდით ვარო. ჩემი ყველაზე ერთგული მეგობარი და გულშემატკივარია. ახლა ჩემს მშობლებთანაა. ძალიან უყვარს ბაბუა. მამაჩემი ყველაზე დამთმობი ზუკასთანაა.
– თავიდან, ალბათ, გაგიჭირდა მისგან შორს ყოფნა. ამერიკული ცხოვრების რიტმზე გადასვლა და კარიერაში გზის გაგნებაც არ იქნებოდა მარტივი...
– ისე მენატრება ხოლმე საქართველო, ჩემი ოჯახი, მეგობრები ვერ აგიწერთ. ჩვენი ქვეყანა ძალიან პატარაა და ვერ შევძლებდი ჩემი მიზნების განხორციელებას. ამერიკაში პირველად 2013 წელს ვიმღერე. ბათუმში რომ გამოვედი ჯაზ-ფესტივალზე, იქ მომისმინა ქვინქ დევისმა და თქვა, აუცილებლად მიგიწვევ ნიუ-ორლეანის ფესტივალზე, ამას მე გპირდებიო. დანაპირებიც და ჩემი ოცნებაც აასრულა ამ კაცმა. ამ ფესტივალზე საქართველოდან ჯგუფი „სალიო” პირველი მონაწილე გახლდათ. ამერიკაში საქმის დაწყება რთულია, თუმცა, როცა იცი, რომ დიდ ქვეყანაში მიდიხარ, ისიც უნდა იცოდე, კარგად ვერ იქნები. უნდა იცოდე, რომ იქნება ისეთი ეტაპი, როცა ძალიან გაგიჭირდება. მაგრამ, თუ გაქვს „ჟილკა,” აუცილებლად მიაღწევ ყველაფერს.
–  ბატონი გია როგორი მამაა, როგორ შეხვდა შენს ამერიკაში წასვლას და მიღწეულ წარმატებებს?
– მეგობრული და გამგები მამაა. თბილ გარემოში გავიზარდე და დღემდე ასეთი დამოკიდებულება გვაქვს. მამაჩემი ძალიან ბედნიერია ჩემი ასეთი შრომით. სჯერა, რომ შეიძლება, რაღაც არაჩვეულებრივი და კარგი გამომივიდეს ჩემგან.
– პირად ცხოვრებაში რა ამბებია?
– კარგი ამბებია (იცინის). მყავს ინგლისელი ქმარი, რომელიც ძალიან მიყვარს. ერთად თავს ბედნიერად ვგრძნობთ. ჩემი საყვარელი ადამიანი ძალიან თბილი აღმოჩნდა, გვერდით მიდგას და მგულშემატკივრობს. თვითონ პროფესიით ჟურნალისტია.
скачать dle 11.3