კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 როგორ ითავა ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის წევრმა და საქართველოს ახალგაზრდა პარლამენტარმა – მარიამ ჩაჩუამ საკუთარი ქორწილის ორგანიზება და რაში ეხმარებოდნენ მას ქრისტინე და იოანე ბაგრატიონ-მუხრანელები

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი


 მარიამ ჩაჩუას და შიო ქიტიაშვილის ქორწილის ვიდეოები, ფოტოები ინტერნეტში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამ მშვენიერი წყვილის ლამაზმა, მდიდრულმა, განსხვავებულმა, 310-კაციანმა ქორწილმა არავინ დატოვა გულგრილი. მარიამი ქრისტინე ძიძიგურის დაა და  მას საკმაოდ წარმატებული კარიერა აქვს. მარიამსა და შიოს კიდევ ერთხელ ვულოცავ ოჯახის შექმნას და ულევ ბედნიერებას ვუსურვებ.

მარიამ ჩაჩუა: მე და შიომ ერთმანეთი აბიტურიენტობისას გავიცანით. მასწავლებელი უკვე აყვანილი მყავდა კონკრეტულ საგანში, მაგრამ იმ დღესვე შევცვალე და წავედი სხვა მასწავლებელთან. ერთ დღესაც ვარსკვლავურად იღება კარი და შემოდის შიო. უცხო და განსხვავებული გარეგნობა აქვს და მაშინვე მომხიბლა. თუმცა, იმ პერიოდში აბიტურიენტი ვიყავი და არც მიფიქრია სწავლის გარდა, სხვა რამეზე. თან, ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის წევრი, შემდეგ კი საქართველოს ახალგაზრდა პარლამენტარი გახლდით და სხვა არაფერი მინდოდა. თან, შიო არ არის ეიფორიული ტიპი, რომ ემოციურად გამოხატოს რამე. ბოლოს ცოტა გაააქტიურა ზარები, სოციალურ ქსელშიც იჩენდა ინიციატივას. თუმცა, არც მაშინ გამიმახვილებია ყურადღება. ჩემი დაბადების დღე მოდიოდა და არ გამოდიოდა, არ დამეპატაჟა. დავპატიჟე, გარეთ გავედით, ვსაუბრობდით და უცებ პირდაპირ ვუთხარი: ვხვდები, რომ მოგწონვარ-მეთქი. შიო მეუებნება: უფრო მეტს გეტყვი – მიყვარხარო. ეს იყო შოკი – სიყვარული ასე ჩუმად, ვერ წარმომედგინა. ჩვენი ურთიერთობის განმავლობაში მასში ბევრი კარგი თვისება დავინახე. თითქოს ყველა სტანდარტს აკმაყოფილებდა და ჩემდა გასაკვირად, თამამად ვუთხარი: ვცადოთ-მეთქი. მოკლედ, ვცადეთ და 5 წელია, უკვე ერთად ვართ. არასდროს მიფიქრია იმაზე, ნეტავ, ცოტა სხვანაირი ყოფილიყო, ან იმას მაინც ჰგავდეს-მეთქი.

– როგორ გთხოვა ხელი?

– უცხოეთში ხშირად წარმიდგენია საქართველოს დელეგაცია საერთაშორისო პროექტებზე. ცოტა ხნის წინ გაცვლითი პროექტით 2 თვით ვიყავი პორტუგალიაში. ლექციები მიტარდებოდა, ვსწავლობდი და თან, უფროსკლასელებს ვასწავლიდი ინგლისურად საერთაშორისო ორგანიზაციების მისიებსა და ისტორიას. 2 თვე იყო ჩვენი ყველაზე დიდხნიანი დაშორება. რომ ჩამოვედი, აეროპორტში დამხვდნენ დაქალები, შიო, დედაჩემი, ქრისტინე. ჩავჯექი შიოსთან ერთად მანქანაში და პარკინგზე წრე უნდა დავარტყათ, უცებ ჩერდება, ავტომობილების ჩიხში მოვექეცით, აანთეს ფარები და ამ დროს შიო მეუბნება: ეს სიურპრიზიაო და გადავიდა ავტომობილიდან. მეც გადავედი. ფოიერვერკები ინთება, შიო დგება ფეხზე და მიკეთებს ბეჭედს. ქრისტინეც ჩართული ყოფილა სამზადისში: ეს მანქანა იქ დადგეს, ეს – აქ. გარდა იმისა, რომ ჩემი დაა, სადაც უნდა მივდიოდე, რასაც უნდა ვაკეთებდე, ჩემი წინამძღოლია.

– როგორ დაიგეგმა ქორწილი?
– თურმე იმდენი დეტალი უნდა გაითვალისწინო, რომ მიუხედავად იმისა, ბევრი ადამიანი მეხმარებოდა, მაინც ჩემს კისერზე გადაიარა ყველაფერმა – ჩემი ორგანიზებული იყო. შიოც ძალიან იყო ჩართული. რამდენიმე სიმღერა ჩავწერეთ, რამდენიმე ცეკვა დავდგით. შიოს ოჯახის ცეკვა შიოს დედის, ქალბატონი მაიას იდეა იყო. ჯერ „დავლურით” შემოვიდნენ შიოს და, მშობლები და შემდეგ მე და შიო შემოვედით. სამებაში დავიწერეთ ჯვარი. ხელის მოწერა გვინდოდა, განსხვავებული ყოფილიყო. ზოგადად, გვინდოდა, ყველაფერი განსხვავებული ყოფილიყო. ბილტმორში შუშის ხიდი რომ დავინახე, მაშინვე გადავწყვიტე: აქ უნდა მოვაწერო ხელი-მეთქი. იქ მომუშავე გოგონებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს დღე ჩვენთვის დაუვიწყარი ყოფილიყო, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მათ. ქორწილი „ბაბილო მიუზიკ ჰოლში” გადავიხადეთ და ყველანი: დირექტორიდან დაწყებული, დაცვით დამთავრებული, ჩართულები იყვნენ, რომ ძალიან ლამაზი და კარგი გამოსულიყო ჩვენი ქორწილი, რისთვისაც მადლობას ვუხდი მათ. ჩემმა და-ძმამაც მომიწყო სიურპრიზი: მიმღერეს დედმამიშვილის სადღეგრძელოს შემდეგ. იქვე იდგა იოანეც და ჩემმა ძმამ მიიწვია სცენაზე. უკან არც მას დაუხევია და რაღაც მონაკვეთი შეასრულა მათთან ერთად: ძალიან ლამაზი გამოვიდა. რადგან იოანე ესპანეთის სამეფო კარზეა გაზრდილი, ყველას ჰგონია, ურთიერთობებში სხვანაირია. არა, ძალიან უშუალო და თბილია, მთელი სანათეოსთვის საყვარელი სიძეა. მასაც ვეკითხებოდით: ეს მოგწონს, ხომ არ შევცვალოთ-მეთქი. იცი, ასე ჯობიაო, და სულ მართალი იყო ხოლმე. ერთადერთი, იმაზე მწყდებოდა გული, მეგობრების ცეკვის დადგმა როგორ ვერ მოვასწარი-მეთქი და აღმოჩნდა, თვითონ დაუდგამთ და გვიცეკვეს. არ ველოდებოდით მე და შიო, ძალიან გაგვიხარდა. მერე შიოს გავუკეთეთ სიურპრიზი: მე და ჩემმა ორმა დაქალმა სიმღერა ჩავწერეთ და კიბეზე სიმღერით ჩამოვედით ძალიან ეფექტურად. მოკლედ, მთელი ქორწილი შოუებით იყო დატვირთული. ჩემს დედამთილს ძალიან დახვეწილი გემოვნება აქვს და კაბაზე რომ მივდიოდი, ის და ქრისტინე გავიყოლე. „მარიონელამ” შემიკერა კაბა. მაქსიმალურად ვეცადე, პრინცესული ყოფილიყო თავისი დიადემით და მართლაც ასეთი გამოვიდა. ფეხსაცმელი მადონა ხარატიშვილმა შემიკერა და მასაც ძალიან დიდი მადლობა.
– როგორი ემოცია ჰქონდა შიოს, როცა დაგინახა?

– შიომ პირველად ბილტმორის ხიდზე დამინახა, როდესაც მამამ შემაცილა მენდელსონის ვალსის ფონზე. ისეთი სახე ჰქონდა, მივხვდი: მაშინ კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ მე მოვყავდი ცოლად.  
– მითხარი, შიო არ არის საქართველოშიო...
– შიო ქორწილიდან 10 დღეში ბუდაპეშტში წავიდა, მივლინება ჰქონდა სამსახურიდან და დამტოვა მარტო. ისე გამიჭირდა. თან, მარტო ვცხოვრობთ. ჩემი ქმრის ოჯახმა იზრუნა იმაზე, რომ მარტო გვეცხოვრა. სანამ დავქორწინდებოდით, მანამდე გადავიდა შიო მარტო საცხოვრებლად. ბინა ნათელ ფერებშია  – ისეთი როგორიც მინდოდა: ჩვენი ბუდეა.  
скачать dle 11.3