კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 ვინ აჩუქა თაკო მელიქიშვილს ავტომობილი და რის გამო დასჭირდა მას ნევროლოგთან მისვლა

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი


  „1 ივნისს „არ დაიდარდო“ 13 წლის გახდა და მე, ერთადერთი მუსიკალური წამყვანი ვარ, რომელიც გახსნის დღიდან ამ რადიოშია. მასთან ერთად გავიზარდე და ძალიან მიყვარს – ჩემი მეორე ოჯახია. ახალი სიმღერაც ჩავწერე – „მეგონა“, რომელიც ცირა ბზიშვილს ეკუთვნის, ზაფხულში კი კლიპის გადაღებას ვგეგმავ“ – ეს სიტყვები მომღერალსა და რადიოწამყვანს, თაკო მელიქიშვილს ეკუთვნის. ის აქტიური, პოზიტიური ადამიანია. თაკო ორი შვილის დედაა.

– თაკო, ყველაზე მეტად რისი გეშინია?
–  ცოტა სიმაღლის მეშინია. უი, კიდევ ფრენის. რომ ვიცი, ერთ თვეში მიწევს სადმე გამგზავრება, მთელი თვე დაძაბული ვარ. თვითმფრინავში ყველა სტიუარდესა მე დამსდევს, მამშვიდებს, რადგან მგონია, რომ ჩამოვარდება და ვერ გადავრჩები. თვითმფრინავი რომ დაჯდება, ტაშს მე მიკრავენ ხოლმე: გადარჩიო. ერთხელ მეგობართან ერთად მივფრინავდი  და დამამშვიდა: რისი გეშინია, ბოლოს და ბოლოს თუ ჩავვარდებით, დაბლა მიწაზე დაეცემიო. ამის მერე უფრო მეტად გავაფრინე და შემეშინდა.
– ცოტა ხნის წინ „ფეისბუქზე“ დაწერე, მანქანა მაჩუქესო.
– სადაც უნდა წავიდე, ყველგან „ვჩექინდები“. ამას იმიტომ კი არ ვაკეთებ, ნახეთ, რა დატვირთული დღე მაქვს-მეთქი, უბრალოდ, ჩვევა მაქვს ასეთი. ვერთობი ამით. სელფების გადაღებაც მიყვარს – ჩემი ემოციების, სიხარულის გაზიარება. ცოტა ხნის წინ ჩემი მანქანა გავყიდე და ახლა, მეგობრის მანქანით დავდივარ, რისთვისაც მადლობას ვუხდი. ჩემი ახალი ავტომობილი, რომელიც მაჩუქეს, მოდის, გზაშია.
– მამაკაცმა გაჩუქა?
– რატომ მამაკაცი, ხომ შეიძლება, ქალიც იყოს, რადგან ბევრი ერთგული მეგობარი მყავს. „ტოიოტას ჯიპია“, ეს მინდოდა და რომ მითხრეს გაჩუქებო, გამიხარდა, თავი ვეღარ შევიკავე. მერე მეგობრებმა მითხრეს: რად გინდა, ყველაფერს რომ წერ და აფიქსირებ, რაც შენს ცხოვრებაში ხდებაო და მეც წავშალე სტატუსი. ვერ ვიტყვი, ვინ მაჩუქა, კარგი ადამიანია. მისი სურვილი იყო, რომ ეჩუქებინა. ახლა გზაშია და ვნახოთ, ჯერ არ ვიცი, მივიღებ თუ არა. ზოგადად, ვფიქრობ, რომ ქალბატონები მამაკაცებისგან, თუნდაც მეგობრებისგან, ვიმსახურებთ განებივრებას, რა თქმა უნდა, თუ აქვთ ამის შესაძლებლობა.
– ამ ეტაპზე არ გყავს გვერდით საყვარელი ადამიანი?
– ამ ეტაპზე გვერდით არ მყავს საყვარელი მამაკაცი, ჯერჯერობით თავისუფალი ვარ. ვერ ვიტყვი, რომ განვიცდი, შეიძლება, შევეჩვიე კიდეც ამ სიტუაციას. ძირითადად, მეგობრები მანებივრებენ. მეც ისეთი ვარ, თუ შემიძლია და საშუალება მაქვს, რატომაც არა, გავანებივრებ – ეს მეც ბედნიერებას მანიჭებს. ვფიქრობ, ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდება ისეთი ადამიანი, როგორიც მე მინდა.
– როგორი გინდა?
– ერთგული. არ მიყვარს „დაგრუზული“ ადამიანები, აქეთ რომ „დაგგრუზავენ“, თავის განწყობას გადმოგდებენ. ზოგადად, პოზიტიური ვარ და არ მიყვარს ცუდი განწყობის, პრობლემების სხვისთვის თავზე მოხვევა. მინდა, მამაკაცი ჩემზე ძლიერი იყოს, ერთგული. ჰქონდეს იუმორის გრძნობა და სხვა დანარჩენი გამოგვივა. ურთიერთობაშიც ყველაფერი ერთობლივად უნდა წყდებოდეს. არ მგონია, რომ ვინმეს უპირატესობა უნდა მიენიჭოს.
– სიყვარულის გარდა, რა არის ურთიერთობაში მნიშვნელოვანი?
– რამდენიმე დღის წინ მეგობართან ვსაუბრობდი ამ თემაზე. სიყვარული რა არის? – შეჩვევა, ურთიერპატივისცემა ურთიერთგაგება. ჩემს შემთხვევაში, იცი, რა პრობლემაა? ვინც ხელოვნებასთან არ არის ახლოს, ცოტა უჭირს ურთიერთობაში შემოსვლა, გაგება იმის, რასაც ვაკეთებ: გავიქეცი კონცერტზე, გადაღება მაქვს და ასე შემდეგ. იმ ადამიანთან, ვინც ამ სფეროსთან არ იყო ახლოს, ძირითადად, პრობლემები მექმნებოდა. ჩემი სფეროს წარმომადგენლებთან ურთიერთობა უფრო მარტივია – ჩემი გიჟობები ესმით ხოლმე.
– როგორი ხარ ურთიერთობაში?
– ახალი მეგობრები შევიძინე და ისინი მეუბნებიან: ეკრანიდან, ინტერვიუებიდან გამომდინარე, ძალიან საყვარელი ჩანხარ, მაგრამ ცხოვრებაში ცოტა თავშეკავებული ხარო. ადამიანს რომ გაიცნობ, მაშინვე ვერ იქნები აქტიური, ენერგიული. რაც შეეხება ოჯახურ ურთიერთობაში როგორი ვარ, რა ვიცი, არ მყავს ახლა ქმარი და მერე რა იქნება, არ ვიცი. 12 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მეუღლეს გავშორდი. არც მახსოვს, მივდიოდი თუ არა დათმობაზე. თუ მეყვარება, რა თქმა უნდა, წავალ დათმობაზე და მანაც უნდა დათმოს. ორ ადამიანს შორის ურთიერთგაგება უნდა იყოს: ცოტა მე დავთმე, ცოტა – შენ. მიყვარს თბილი ხალხი: სიტყვით, საქმით რომ გამოხატავენ ამას. გარდა იმისა, რომ ქალი უნდა გაანებივრო, ყოველდღე უნდა უთხრა თბილი სიტყვები. ყველანაირად შეეცადო, რომ მისთვის თითოეული დღე ლამაზი, ფერადი გახადო. მერე ის ქალბატონიც იგივენაირად მოიქცევა. არ მიყვარს ცივი ადამიანები: მიყვარხარ, მაგრამ ვერ გამოვხატავო.
– რა არის შენი სისუსტეები?
– სუსტი ქალი ნამდვილად არ ვარ. თუმცა, სისუსტეები ყველას გვაქვს. სულ ვცდილობ, ყოველდღიურად უფრო და უფრო ძლიერი ვიყო. მე ჩემი შვილებისთვის ვაკეთებ ყველაფერს, ისინი მაძლევენ სტიმულს. თუ ძლიერი არ ვიქნები, ჩემს შვილებს დააკლდებათ. მეუღლე რომ მყავდეს, მაინც ასეთი ვიქნები: საქმიანი, გადარბენებზე. შვილებიდან გამომდინარე კი, უფრო გავძლიერდები, რომ უფრო მეტს მივაღწიო. დეპრესიული არ ვარ, თუმცა ნევროლოგთანაც მივსულვარ და მითხრა: შენ არ ხარ დეპრესიულიო, ისე მხიარულად ვუყვებოდი ჩემს ამბებს. მეც მაქვს მომენტი, როცა რაღაც მიჭირს, მაგრამ მალევე გადამივლის ხოლმე. ორი შვილი მყავს და ვცდილობ, ყველაფერს პოზიტიურად ვუყურო.
– მოგიწია ორივე შვილის მარტო გაზრდა...
– კი და ამიტომ, კიდევ უფრო მეტად ვფიქრობ, რომ ძლიერი გოგო ვარ. მეამაყება, რომ მარტოს შემიძლია, თავი გავიტანო. მივხედო ჩემს ორ შვილს. თვითონ, მარტომ მივაღწიე ყველაფერს და მოვედი აქამდე. ცუდი ადამიანის გვერდით ყოლას, ჯობია საერთოდ არ გყავდეს და მარტო იყო მთელი ცხოვრება. ჩემზე ძლიერი თუ არ მეყოლება გვერდში, რომელიც ცხოვრებას შემიმსუბუქებს, გამილამაზებს, მაშინ რაში მჭირდება ასეთი ადამიანი?! მესამე შვილი თუ დამემატა მამაკაცის სახით, ნამდვილად არ მინდა. სურვილიც და იმედიც მაქვს, რომ ისეთი ადამიანი გამოჩნდება, როგორიც მინდა.
– როდესაც გადაწყვიტე, მეორე შვილი გაგეჩინა, მაშინ თუ ითვალისწინებდი საზოგადოების აზრს?
– არ მიფიქრია, რადგან დღეს მე უბედნიერესი დედა ვარ. ჩემი ყველაზე დიდი ბედნიერება ჩემი შვილებია, ვგიჟდები ორივეზე. მათ მომავალს უკავშირდება ყველაფერი. ჩემს გადაწყვეტილებებს არასდროს ვნანობ: ის, რაც გამოვიარეთ – გამოვიარეთ. ყოველთვის ჯობია, რაღაც გააკეთო, ვიდრე არ გააკეთო და მერე ინანო. მე ვცდილობ, გავაკეთო – ვიცი, ამას შევძლებ, რადგან ღმერთი ჩემთან არის.
– შენი შვილის მამასთან ურთიერთობის გარკვევა ან დალაგება თუ გიცდია?
– არავისთან არაფერს არ ვარკვევ. კონფლიქტურიც არ ვარ. მეწყინა, გავბრუნდები და მასთან მექნება დისტანციური ურთიერთობა. ადამიანს თუ არ ესმის, როგორია სწორი ცხოვრება, არ ესმის ბევრი რამ, ლაპარაკს, ბაასს, საქმის გარჩევას, აზრი არ აქვს. დროც არ მაქვს, რომ საქმეები ვარჩიო. ჩემი შვილი თვითონ გადაწყვეტს ყველაფერს. ჯერჯერობით პატარაა და მერე გადაწყვიტოს, რა სურს და რა – არა. ის, რომ ორი შვილი გყავს, არის უდიდესი ბედნიერება.
скачать dle 11.3