კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 სად დადიოდა 6 წლის განმავლობაში ტირილ-ტირილით სანდრო კურცხალიძე და რას ტენიდნენ მას თავში ძალით

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი


  „X ფაქტორის“ მონაწილე სანდრო კურცხალიძე ორი „ლაივია“, რაც მაყურებლის გადაწყვეტილებით, ესემესლიდერია. სანდრო ბათუმიდან არის. ახლახან დაამთავრა სკოლა და საკმაოდ პოზიტიური ადამიანია. სანდროს შეგიძლიათ დაუმესიჯოთ ნომერზე: 0903 300 304.
სანდრო კურცხალიძე:
როდესაც „ლაივებზე“ გადავედი, მქონდა იმის მოლოდინი, რომ უფრო წინ წავიდოდი. ის, სადაც, ახლა ვარ, ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, თითქმის ყველაფერია. არასდროს არაფერს ვითხოვდი და არც ეს მომითხოვია, მაგრამ მოხდა ისე, რომ აქამდე მოვედი. ამას ბუმი მოჰყვა და უკვე ორი „ლაივია,“ პირველ ადგილზე ვარ. ამ პროექტით ბევრი რამ შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში, თან სკოლაც დავამთავრე. ბათუმში წავედი, საატესტატო გამოცდები ჩავაბარე და ამის გამო 4 დღე რეპეტიციების გაცდენა მომიწია – სოფო მეჩხუბა. არა, უფრო სწორად, მან გამიშვა გამოცდებზე. ახლა ეროვნულებიც მაქვს ჩასაბარებელი. კონცენტრაცია ცოტა რთულია და ვნახოთ, რა იქნება. ორი გზის გასაყარზე ვდგავარ და ჯერ არ ვიცი, სად წავიდე.
– როგორ დაიწყო შენი მუსიკალური კარიერა?
– პირველად სუფრაზე, სოფელში ვიმღერე „თუ ასე ტურფა იყავი“. დედაჩემს სულ უნდოდა, რომ მემღერა და მასწავლებელი ამიყვანა. შემდეგ საცხოვრებელი ადგილი შევიცვალეთ და მეზობელი აღმოჩნდა ხალხური სიმღერების მასწავლებელი – გინდა, იარო მასთანო. ჩემთვის მთავარი იყო,  რაც მე მინდოდა, მქონოდა და დანარჩენზე თანახმა ვიყავი. რაღაც სათამაშო მქონდა და მეც დავთანხმდი: კი, დედა, კი, შემიყვანე-მეთქი. მერე კონსერვატორიაში შემიყვანა და 6 წელი იყო საშინელება, ჯოჯოხეთი, სულ ტირილ-ტირილით დავყავდი. სოლფეჯიო, კლასიკა რომ არ გინდა, გასწავლიან, გტენიან თავში. „კაპარწახი“ მასწავლებელი გვყავდა. ზოგს ყვირილი, შენიშვნა სტიმულს აძლევს, ჩემთვის კი პირიქითაა, უკურეაქციას მაძლევს, „ვიგრუზები.” შექება მიყვარს. თუმცა, თუ მირტყამენ, ეს მაძლევს სტიმულს. სალამურზე კარგად ვუკრავ, მასწავლებელი ხელებზე მირტყამდა ხოლმე.
– როგორ გზრდიდნენ მშობლები?
– ძირითადად, უფრო ქალების ხელში ვარ გაზრდილი. ბაბუაც მზრდიდა, კაცურის მხრივ, მაგრამ მალე გარდაიცვალა. მამას იშვიათად ვხედავდი, მეზღვაურია. 17 წლიდან  გემზეა, უფროსი მექანიკოსია. როცა ბავშვი ხარ და დაბადებიდან ეჩვევი, რომ მამას იშვიათად ხედავ, ის გრძნობა არ გაქვს, რომ მარტო ხარ. მაგრამ, გარდატეხის ასაკში მიჩვეული რომ ხარ, დედას სთხოვო ყველაფერი: დედა, ფული მჭირდება, დედა, აქ გამიშვი, სახლში ვერ მოვალ დროზე... ამ დროს კი მამა ჩამოდის და გეუბნება: ეს არ გააკეთო, ისეთი მომენტი გაქვს: „შენ ვინ ხარ?” ანუ, გაუცხოება დამემართა. კი, ფორმალურად მამა ხარ, მაგრამ მე დედასი ვარ. ჩვენ შორის ხშირი იყო კონფლიქტი. თუმცა, ჩხუბის პერიოდი გადავლახეთ და ახლა დავძმაკაცდით. ბოლო შელაპარაკება გვქონდა პროფესიასთან დაკავშირებით. ვუთხარი: მთელი ცხოვრება თქვენ მატარებდით მუსიკაზე, ახლა კი მე მინდა, ჩავაბარო მუსიკალურზე და თქვენ არ გინდათ-მეთქი. მეუბნებით: სან-დიეგოს უნივერსიტეტში უნდა ჩააბაროო. მაგრამ, ბოლო დღეს მოვთაფლე და არ შევავსე აპლიკაცია. ვუთხარი: მაშინ საზღვაოზე ჩავაბარებ-მეთქი. ბავშვობიდან მე და ჩემმა ძმაკაცმა გადავწყვიტეთ, ერთად უნდა წავიდეთ პოლონეთში და ვისწავლოთ საზღვაოზე. დოკუმენტაცია უკვე მზად მაქვს. ვნახოთ, რა იქნება. შეიძლება, შევცვალო გადაწყვეტილება თუ არ მოხდა ისეთი რამ, რითაც შეიძლება, უცხოეთში განვაგრძო მუსიკალური კარიერა. ისე, საზღვაო შეიძლება იმის გამო არ მინდოდეს, რომ 6 თვე კაცმა არ იცის, სად იქნები: შუა ზღვაში ხარ, ვირივით მუშაობ. მერე ჩამოდიხარ და აქაც ვერ ისვენებ. თან, ერთფეროვნება არ არის ჩემი ცხოვრება: იღვიძებ კაიუტაში, გადიხარ გემბანზე, განკარგულებებს იძლევი და მერე ისევ შედიხარ, იძინებ. მე კიდევ, როცა მეორე დღეს იგივე ხდება, ცუდად ვხდები, თავში მიჭირს ხოლმე. ახალი სახეები, ახალი ემოციები მინდა ყოველთვის. ზღვა რომ ყველაზე მაგარია რომანტიკის, სილამაზის მხრივ – ეს მართალია. მზის ჩასვლა და შუა ზღვაში, ვეშაპის ამოხტომა – ასეთს სხვაგან ვერსად ნახავ და იმედი მაქვს, ერთხელ, ოდესმე ამას ვნახავ. მაგრამ 6 თვე რომ მზის ჩასვლას ვუყურო – არ მინდა. მოკლედ, არეული სიტუაციაა.
–  რატომ გადაწყვიტე „X ფაქტორში“ მონაწილეობა?
– მეგობარს გავყევი ბათუმში პრექასთიგნზე და როდესაც ველოდებოდით მის რიგს, მეც ვმღეროდი და მითხრეს: შენც მიიღე მონაწილეობაო. გავედი ქასთინგზე, შემდეგ დამირეკეს, თბილისში ჩამოდიო. მაინც ვაპირებდი ჩამოსვლას, ინგლისურში მჭირდებოდა სერტიფიკატის აღება. თბილისში უნდა მევლო და ვიფიქრე: ბარემ გადავალ თბილისში, საატესტატო გამოცდისთვის სკაიპით მოვემზადები და თან „X ფაქტორშიც” გავალ-მეთქი. გარდა ამისა, ჩემი მათემატიკის მასწავლებელმა, ნინო სამსონიამ, სიტყვებით შემომილაწუნა: „დავაი“, საატესტატო გამოცდებზეც კარგი შედეგი მინდა, „X ფაქტორში“ მოგებაც მინდა, ეროვნულებიც უნდა ჩააბარო და უცხოეთშიც უნდა წახვიდეო. ყველაზე მეტად მიწყობს ხელს, მგულშემატკივრობს. ეროვნულებისთვის რეგისტრაციის ადგილის თბილისში გადმოტანა მინდოდა, ჯეჯელავას მივწერე და უარი მითხრა: დაგვიანებულიაო. ისეთი „მაფია“ ქალია, ვიცი, ამასაც მომიგვარებს. ჩემ გამო ადამიანს მოკლავს.
– როგორ ცხოვრობდი ბათუმში?
– ხელოვანი თუ ხარ, გიყვარს მუსიკა და ამ საქმეში ხარ ჩართული, თან, ერთობი კიდეც. 14-15 წლის ვიყავი, როცა ოფიციანტად დავიწყე მუშაობა. მაინტერსებდა ეს საქმე. ერთი თვე სტაჟიორად ვიმუშავე და ხელფასი 10 ლარი ავიღე – არ ვხარჯავდი. 5-თეთრიანებით ვმაქინაციობდი, რომ არ დამეხარჯა. 16 წლის ასაკში ჩემმა კლასელებმა ბენდი შევკრიბეთ და ერთ-ერთ კაფეში ვმღეროდით, ძალიან კარგი ანაზღაურება გვქონდა. მერე ბარის მენეჯერმა თავის ქორწილში დაკვრა შემოგთავაზა: გაოცებულები ვიყავით, გვეგონა, ჩვენთვის ვაპარტყუნებდით და თურმე ისინი გიჟდებოდნენ. მთელი ქორწილი კარგად ჩავატარეთ და 2 000 ლარი „მოვჭიმეთ“ 16 წლის ბავშვებმა. არ ვიცოდით, სად დაგვეხარჯა: მოდი, ბიჭო „ვიბლატაოთ“ და აჭარულები ვჭამეთ, შაურმები, გოგონები დავპატიჟეთ.
– შეყვარებული გყავს?
– სურვილიც არ მაქვს, შეყვარებული მყავდეს. ცოტა ხნის წინ მყავდა, მაგრამ ვერ გავუგეთ რაღაცაში ერთმანეთს. არც მანამდე მინდოდა შეყვარებული და არც ახლა მინდა. რაღაცნაირად შებოჭილი ხარ – რატომ უნდა იყოს ერთი, როცა შეიძლება იყოს ბევრი. ჩემი აზრით, მენტალობაში რომ აქვს ხალხს რაღაცეები გამჯდარი, ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა. მაგალითად: თანახმა ხარ თუ რა ქორწინებამდე სექსზე. ამაზე არც უნდა ლაპარაკობდე –  თანახმა უნდა იყო. ოჯახები რატომ ინგრევა: მოიყვანა ცოლი, მანამდე არ ჰქონდათ სექსი და აღმოჩნდა, რომ ვერ აკმაყოფილებს სექსუალურად, ვერ ეწყობიან ერთმანეთს. იმას არ ჯობია, ქორწინებამდე გამოსცადო, რატომ იკლებ? შეყვარებული უკვე ჰგონიათ მეუღლე: რატომ დადიხარ ამასთან, ვინ არის. შეირგე რა, ურთიერთობა. ჩემთვის უფრო მეტი ხარ, ვიდრე სხვა გოგო და რატომ აძლევ შენს თავს ბევრი რამის უფლებას? ჩემს ასაკში უნდა გაერთო, შეირგო ცხოვრება. რატომ უნდა მოვიყვანო ცოლი? რაც შეეხება როგორი გოგონები მომწონს,  თუ კარგია ქერაც მომწონს და შავგვრემანიც. თვალებში შევხედავ და სულს ვხედავ – ასე არ არის. მახინჯი თუა, ვერ მივალ და რა ვქნა?! მეგობარი – კი ბატონო. დახვეწილი უნდა იყოს, ჰიგიენურად მოწესრიგებული და ჰქონდეს ის ხასიათი, რაც აქვს, უბრალოდ, არ წუწუნებდეს.
скачать dle 11.3