კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 რატომ დასჭირდა ბრძოლა „გემრიელი“ საქმროს მოსაპოვებლად მარიტა როხვაძეს და რის გამო ერიდება ის საზოგადოებაში მასთან ერთად გამოჩენას

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე


 მომღერალი მარიტა როხვაძე, როცა სატელევიზიო სივრცეში მიკროფონით ხელში გამოჩნდა და გადაცემა „კოქტეილში“ ცნობად ადამიანებთან ჭორების გადამოწმებას ცდილობდა, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ დადგებოდა დრო და იგივე მასთან მეც მომიწევდა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, გადასამოწმებელი ჭორი ნამდვილი ამბავია – მარიტა, სულ მალე ჩაიცვამს საქორწილო კაბას.

მარიტა როხვაძე: დედისერთა ვარ და მშობლები ძალიან მათამამებდნენ.  ბავშვობაში, არასდროს მიოცნებია ექიმობაზე ან მასწავლებლობაზე, სულ მინდოდა, მომღერალი ვყოფილიყავი. დავიჭერდი სავარცხელს, დავდგებოდი სარკესთან და ვმღეროდი. ყოველ საღამოს, ოჯახის წევრებს უფასო კონცერტი გამოწერილი ჰქონდათ (იცინის). ეს ოცნება ადრეულ ასაკშივე ავიხდინე, მაგრამ ჟურნალისტობაც მინდოდა ის უკვე, ცოტა მოგვიანებით, მაგრამ მაინც ამიხდა – მიკროფონიც დავიჭირე ხელში. 13 წლიდან მე ჩემი შემოსავალი მაქვს და დამოუკიდებელი ვარ. ცხოვრებაში ყველაფერი მაქვს, რაც მინდა და მიხარია. ამ ყველაფერს კი თვითონ მივაღწიე და ლანგრით არავის არაფერი მოურთმევია. სხვათა შორის, ქუთაისში, მეზობლად ცხოვრობდა ერთი კაცი, რომელიც კარგად ერკვეოდა ეზოთერიკა-ასტროლოგიაში და იმან მითხრა, შენ ისეთი კარმა და აურა გაქვს, აუცილებლად მიაღწევ იმას, რაც გინდა, უბრალოდ, ამისთვის მიზანდასახული უნდა იყოო. მითხრა, ისეთი კარგი აურა გაქვს, ზოგი ეცდება, „გაგაფუჭოს“, მაგრამ მათი ცუდი აურა შენზე ვერ იმოქმედებსო. ასეც, ხდება.
– დედისერთები ცოტა ეგოისტები და მესაკუთრეები არიან. შენს შემთხვევაში როგორ არის საქმე?
– ცოტა ეგოისტი და ძალიან მესაკუთრე ვარ. რაც ჩემია და მე მეკუთვნის, ჩემთან უნდა იყოს. ეს ნივთებსაც ეხება და საყვარელ ადამიანსაც.
– რადგან საყვარელი ადამიანი ახსენე, აქვე გკითხავ, გავიგე, რომ მის მოსაპოვებლად, ვინც დღეს შენ გვერდითაა, გარკვეული ბრძოლა დაგჭირდა. ეს სიმართლეა?
– ნამდვილად არის საყვარელი მამაკაცი ჩემს ცხოვრებაში – ჩემი მეორე ნახევარი და მის გამო, ბრძოლაც დამჭირდა. ცნობადი რომ ხარ და შენ გვერდით დაინახავენ მამაკაცს, ეგრევე იწყებენ ბოროტი ჭორების აგორებას. ჩვენ ბევრი ვიბრძოლეთ, რომ ერთად ვყოფილიყავით და ეს ბრძოლა, მოვიგეთ. რაც უფრო მეტს იბრძვი საყვარელი ადამიანისთვის, ის უფრო გემრიელია (იცინის).
– ვინ არის შენი რჩეული და სად გაიცანით ერთმანეთი?
მეგობართან გავიცანი და არც კი იცოდა, ვინ ვიყავი. ყურადღებას არ მაქცევდა, მაგრამ ჩუმად აპარებდა მზერებს. უფრო, მე ვიჩენდი ინიციატივას. პირველივე დანახვისას მომეწონა  და უფრო მეტად დამაინტერესა, ყურადღებას რომ არ მაქცევდა (იცინის).
– მარიტა, შენს გადაცემაში ცნობილ ადამიანებთან ჭორების გადამოწმებას ცდილობდი და საკმაოდ პირდაპირი იყავი მათთან. მოდი, მეც პირდაპირ გკითხავ – ამბობენ, რომ საქმრო უახლოეს დაქალს წაართვი. ასეა?
– რა სისულელეა! იმის გამო, რომ მეგობრის შეყვარებულს გაეპრანჭა, უახლოესი დაქალი დავკარგე! დაქალს წავართვა საყვარელი მამაკაცი, ეს ამორალურია და ამას არ ვიკადრებ. ჭორებს ყურადღებას არ ვაქვევ და ამის გამო, ნერვებს არ ვიშლი. არც ჩემი მეორე ნახევარი ჰყვება სხვის ენებს. იცის, რომ ცნობადი ვარ და აუცილებლად იტყვიან რამე ცუდს და შურიანს ჩემზე. ის ამისთვის მზად არის. ჩემზე იმდენი ჭორი გამიგია, ამას რომ ავყვე, ახლა საიქიოში უნდა ვიყო, წესით. ავარიაშიც მომაყოლეს, მანქანამაც გამიტანა, ორჯერ მომკლეს, მაგრამ სამოთხე, მაინც ვერ ვიხილე. იქამდე ვერ მივაღწიე და სულ ვხუმრობ, იმქვეყნად ჩარტერული რეისით და მხოლოდ, ჩემს მეორე ნახევართან ერთად უნდა გავემგზავრო-მეთქი (იცინის).
– იქ  გამგზავრება ჯერ ადრეა. ჯვრისწერას და ურთიერთობის ოფიციალურად დაკანონებას როდის გეგმავთ?
– ჯერ ერთმანეთის კარგად გაცნობის პროცესში ვართ. თუმცა, აუცილებლად ჩავიცვამ თეთრ საქორწილო კაბას, გადავიხდი ქორწილს და არასდროს მივაქცევ ყურადღებას ბოროტი ადამიანების ლაპარაკს, ჩემს პირად ცხოვრებაზე. ამის მწარე გამოცდილება მაქვს და არ მინდა, მეორედ დავუშვა შეცდომა. სერიოზული ურთიერთობა მქონდა ერთ ბიჭთან და ისეთი ჭორები ამიგორეს, დავშორდით. ახლა კი ამას არ დავუშვებ,  გავიზარდე, ჭკუა ვისწავლე. კარგი გაკვეთილი მივიღე და ამიტომაც, არსად ვაჩენ ჩემს საყვარელ მამაკაცს. ის კი არა, არ მიყვარს, როცა მე სცენაზე ვდგავარ, ის დარბაზში ზის და მიყურებს. ვნერვიულობ, ვიძაბები, მის გარდა, ვერავის ვამჩნევ და მხოლოდ მისთვის ვმღერი. როცა მომღერალი ხარ, სცენიდან ერთი მამაკაცისთვის ვერ იმღერებ, სიყვარული ყველას უნდა გაუზიარო.
– მართალია, შენი რჩეულის სახელს და გვარს მკაცრად ასაიდუმლოებ, მაგრამ იმას არ მალავ, რომ წარმოშობით სვანია. სვანებზე ამბობენ, იუმორზე „ჭედავენო“. შენ კი ქუთაისიდან ხარ, სადაც იუმორი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
– სვანი კი არის, მაგრამ თბილისში ცხოვრობს და ამიტომ, კარგად იგებს ჩემს იუმორს (იცინის). არც აკრძალვები მაქვს მისგან და იცის, სცენაზე რომ ვდგავარ, განსხვავებულად უნდა მეცვას, თაყვანისმცემლებიც მეყოლება და ყურადღების ცენტრშიც ვიქნები. ამის გამო, პრობლემა არ გვაქვს, არ ეჭვიანობს. არ დაგიმალავთ, იყო ეჭვიანობა მისი მხრიდან ჩემს თაყვანისმცემლებზე, მაგრამ ახლა, უფრო ახლოს რომ გავიცანით ერთმანეთი, მენდობა. ასე რომ, მე ფხუკიანი იმერელი ვარ, ეს კი „შეგნებული“ სვანი (იცინის). ძალიან რთულია მარიტა როხვაძის შეყვარება და მით უმეტეს, ქმრობა, მაგრამ ჩემი რჩეული მიგებს. მე უფრო ვარ ეჭვიანი, ვიდრე ჩემი სვანი შეყვარებული. მისთვის პირველი შეყვარებული ვარ და გაუმართლა, პირველი და ისიც ცნობადი ადამიანი ჰყავს გვერდით. ჩემს ცხოვრებაში კი, პირადი ბედნიერების ეტაპი დაიწყო. მისი  დანახვაც კი მაბედნიერებს, ვენდობი, ვხვდები, რომ მარტო აღარ ვარ. თუმცა, ჯერ ისევ სასურველ სარძლოდ ვითვლები (იცინის).
– ის, რომ უკვე დაინიშნე, ეს ჭორია?
– ჩვენმა მშობლებმა გაიცნეს ერთმანეთი და ბეჭედიც მომართვეს. თუმცა, არ მიკეთია, დიდი მაქვს და მეშინია, არ დავკარგო. მართალია, ნიშნობის ბეჭედს არ ვატარებ, მაგრამ საქორწინო ბეჭედს აუცილებლად გავიკეთებ, მაგრამ მას მერე, რაც ჩემს ქმარს დავუნახავ თითზე (იცინის).
– დედისერთა გოგონების მშობლები სასიძოს მიმართ ცოტა კრიტიკულები არიან. ამ მხრივ, როგორაა საქმე, მოიწონეს სვანი სიძე? როგორ მიიღეს?
– ჩემი მშობლები სასიძოს გამოცდებს უწყობენ, ათას კითხვას უსვამენ და აკვირდებიან (იცინის). ჩემს საქმროს თბილისში აქვს ბინა, მე – ქუთაისსა და ბათუმში. ასე რომ, საზაფხულო-საზამთრო რეზიდენციები უკვე მოვიწყვეთ (იცინის).
– მარიტა, მეჩვენება თუ წონაში მოიმატე?
– ცოტა მოვიმატე, მაგრამ გპირდებით, ქორწილამდე ჩავდგები ფორმაში (იცინის). მივუშვი და რვა, ზედმეტი კილო „ავკრიფე“. ჩემმა საქმრომ კი მითხრა, როგორიც უნდა იყო, ისეთი მომეწონებიო, მაგრამ საქორწილო კაბა, ხომ უნდა მოვირგო? (იცინის).
скачать dle 11.3