კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 ვისგან ითხოვს დავით როსტომაშვილის შვილი ბოდიშის მოხდას და არის თუ არა ცნობილი იუმორისტი მევახშე

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე


„როსტომაშვილი არა მარტო იუმორისტია, არამედ საშინელი მევახშეა, რომელიც ხალხს ამწარებს – ბავშვებს, ქალებს ქუჩაში ყრის! ასზე მეტი ბინა აქვს ამ ადამიანს ხალხისთვის წართმეული!“ – ეს განცხადება უფლებადამცველმა ნიკა მემანიშვილმა გააკეთა მას შემდეგ, რაც იუმორისტ დავით როსტომაშვილზე თავდასხმის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.
 ოჯახი ამ მომენტისთვის მომხდართან დაკავშირებით დეტალურად არ საუბრობს.
სამაგიეროდ, ყურადღების ცენტრში მოექცა სკანდალური განცხადება როტომაშვილის საქმიანობის შესახებ, რომლის ავტორიც უფლებადამცველი, ნიკა მემანიშვილი გახლავთ.
  „ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციასთან გვაქვს ურთიერთობა, ვინც მაგ საკითხზე მუშაობს და მევახშეების სიებია ჩამოწერილი – ვისაც ათობით და ასობით ბინა აქვს გადაფორმებული მოსახლეობისგან. იმ სიაში ძალიან მოწინავე ადგილზე ბრძანდება დავით როსტომაშვილი და კიდევ არაერთი! ეს ნაძირალა, ოდიოზური ხალხი, ესენი! როსტომაშვილი არა მარტო იუმორისტია, საშინელი მევახშეა, რომელიც ხალხს ამწარებს – ბავშვებს, ქალებს ქუჩაში ყრის! ასზე მეტი ბინა აქვს ამ ადამიანს ხალხისთვის წართმეული!
ამ განცხადების გამო მისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს როსტომაშვილის შვილი, ხატია როსტომაშვილი.
  „მინდა, მამაჩემთან დაკავშირებულ აგორებულ ჭორებზე გავაკეთო კომენტარი. ის ფაქტი, რომ 14 ივნისს, დღისით, მზისით, თავს დაესხნენ დავით როსტომაშვილს, უკვე მთელი საქართველოსთვის ცნობილია. რეალურ მიზეზებს არასოდეს არავინ იკვლევს და ყოველთვის ყველაზე სწრაფად ვრცელდება უსაფუძვლო და უაზრო ჭორი, იმასთან დაკავშირებით, რომ ის „მევახშეა“ და თურმე 100-ზე მეტი ოჯახი ჰყავს გამწარებული, 100-ზე მეტი სახლი აქვს გადაფორმებული – უბრალოდ, სასაცილოა. ეს არასწორი და მამაჩემისთვის ყოვლად შეუფერებელი ინფორმაცია გაავრცელა ადამიანმა, რომელმაც ვფიქრობ, სიტყვა „მევახშის“ განმარტება უნდა მოიძიოს ინტერნეტსივრცეში. ნიკა მემანიშვილი, რომელიც ამ ფაქტს ხმალამოღებული ამტკიცებს და ავრცელებს, ის ადამიანია, ვისაც არავინ აღიარებს და ამ ვითარებას ბოროტად იყენებს პოპულარობისთვის. ეს ყოველივე სიმართლე რომ იყოს, ფაქტებით ისაუბრებდა. მაგრამ, ფაქტი არ არსებობს და ვერც იარსებებს.  სახალხოდ მინდა, მოიხადოს ბოდიში ასეთი უმსგავსო ბრალდების გამო. ეს ის შემთხვევაა, როცა ის თავის ყველა წარმოთქმულ სიტყვაზე პასუხს აგებს. არასდროს არავინ იცის, მოცემული ფაქტის უკან რა რეალობა იმალება. ამიტომ, არ უნდა აჰყვე და მისცე ბოროტებას საშუალება, ჩაგითრიოს მორევში. მტკივა გული საქართველოს დღევანდელ ვითარებაზე. მიყვარს ჩემი ქვეყანა და მიმაჩნია, რომ პატრიოტი ვარ. თუმცა, დღითი დღე მიქრება უკან დაბრუნების სურვილი. საქართველოში არ არსებობს კანონი, სამართალი, მთავრობა, პოლიცია.“

ნიკა მემანიშვილი: ჩემი განცხადების შემდეგ დაიწყეს საუბარი, რომ ადამიანის ცემა არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება. ამ მოსაზრებას აბსოლუტურად ვეთანხმები. ადამიანზე ძალადობა დასაგმობია, ორი აზრი არ არსებობს. მაგრამ, ის, რომ დავით როსტომაშვილი მევახშეა, სიმართლეა. მევახშე ძველი ქართული სიტყვაა და აღნიშნავს ადამიანს, ვინც ვალს გასცემს. უფრო მეტსაც გეტყვით, ამწუთას გადავამოწმე ინფორმაცია და დაზუსტებით ვამბობ, არა მარტო დავით როსტომაშვილია მევახშე, არამედ მისი შვილიც, რომელიც ძალიან ბევრს აქტიურობს ჩემ წინააღმდეგ ამერიკიდან. მასაც არაერთი ბინა აქვს იპოთეკის ხელშეკრულებით გაფორმებული. მევახშეა მისი მეუღლეც და დაც. ამწუთას, როცა თქვენ გესაუბრებით, ამ დოკუმენტაციას ვაგროვებ.  მე არ ვაპირებდი ამ საკითხის გაღრმავებას, მაგრამ იმდენი ნეგატივი წამოვიდა ჩემი მისამართით, რომ ბოლომდე გავყვებით ამ საქმეს. ამ ადამიანებმა თვითონ მიიყვანეს საქმე აქამდე და ახლა მთელი საქართველო გაიგებს, რას წარმოადგენენ სინამდვილეში. დავით როსტომაშვილს რამდენი იპოთეკის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული და რამდენი ადამიანი ჰყავს გამწარებული, ამას დოკუმენტებით ვაჩვენებ საზოგადოებას. კითხვა აღარ დარჩება და თუ უნდა, სასამართლოს მიმართოს, იქაც დავუმტკიცებთ ყველაფერს.
– მათ ხომ არ დაკავშირებიხართ, ვინც, როგორც თქვენ ამბობთ, ამ ამბის მსხვერპლია?
– კი ბატონო, დავუკავშირდით და ახლა კიდევ მეტთან ვცდილობთ დაკავშირებას. ერთ-ერთი მათგანია ალექსანდრე მელქაძე, ვეტერანი, ოთხი შვილის მამა. ის მისი კარის მეზობელი იყო და ათი წელი მეგობრობდნენ. ამის მიუხედავად, ამ ადამიანთან გააფორმა იპოთეკის ხელშეკრულება და ეს ოჯახი ღია ცის ქვეშ დატოვა. ამ ადამიანმა გვითხრა:  ოჯახში ორი ძაღლი გვყავდა, ეს ძაღლები შესაბამისმა სამსახურებმა თავშესაფარში წაიყვანეს და ჩვენ კი, ჩვილი ბავშვით, მთელი ოჯახი წვიმაში ვიდექითო. მათ ხმა არ ამოეღებათ.
– ვის გულისხმობთ? მელქაძის გარდა, სხვა დაზარალებული ოჯახების შესახებ თუ არის ცნობილი?

– ბაღდადის ერთ-ერთ სოფელში, მაისურაძეების ოჯახი გამოასახლეს საცხოვრებელი სახლიდან. ახლა როსტომაშვილის და – ხათუნა როსტომაშვილი ასახლებს ყვარელში ოჯახს. ამით არის დაკავებული დავით როსტომაშვილი, მისი და, შვილი და მეუღლე.
– თქვენ როდის ან როგორ დაინტერესდით ამ საკითხით?
– ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელშიც ჩემი მეგობრები არიან, მუშაობს იპოთეკით დაზარალებულთა საკითხზე. მათგან მსმენოდა, რომ როსტომაშვილი ამ მარაზმში არის ჩართული და ხალხს ამწარებს. როცა დავინახე, რომ ეს ფაქტი (როსტომაშვილზე თავდასხმა) მოხდა, ჩემი მოსაზრება დავაფიქსირე.
– ახლა რას აპირებთ, ხატია როსტომაშვილის წერილში ეწერა, რომ თქვენ მოგიწევდათ, ამ განცხადების გამო პასუხისგება?
– უპირველესად, ისინი მეცოდებიან, ვისაც  დავით როსტომაშვილი, როგორც მსახიობი, უყვარს და ამ განცხადების შემდეგ იმედები გაუცრუვდათ. მაგრამ უფრო მეტად გაუბედურებული ოჯახები, მოხუცები და ბავშვები მეცოდებიან, ვინც ამათ ამაზრზენ მოქმედებებს შეეწირნენ და ქუჩაში დარჩნენ. მთავარი სამსჯავრო საზოგადოებაა და ეს ადამიანი საზოგადოების წინაშე აგებს პასუხს. ისე არაა, როგორც წარმოაჩენენ, თითქოს ანგელოზია. კიდევ ვიმეორებ, ის არის მევახშე.
ჩვენ დავუკავშირდით დავით როსტომაშვილის ქალიშვილს – ხატია როსტომაშვილს, რომელმაც ამ საქმესთან დაკავშირებით შემდეგი კომენტარი გააკეთა: „ეს ადამიანი ბინძური მეთოდებით ცდილობს გაპიარებას. შეთითხნილი ბრალდებები რომ სიმართლეს შეესაბამებოდეს, ამით, აქამდე სამართალდამცველები დაინტერესდებოდნენ. მემანიშვილს აუცილებლად შევხვდებით სასამართლოში და იქ გაირკვევა – ვინ, ვინ არის.“
скачать dle 11.3