კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 პროდუქტი, რომელიც წონაში მატებას იწვევს

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე


არ აქვს მნიშვნელობა პროდუქტს ცხიმგამოცლილს მიირთმევთ თუ ცხიმიანს, შაქართან ერთად თუ შაქრის გარეშე. ორგანიზმისთვის საჭირო ვიტამინებისა და მინერალების მიღება აუცილებელია.
არსებობს პროდუქტთა ჩამონათვალი, რომელიც წინაში მატებას იწვევს. ამიტომ, თუ ეს პრობლემა გაწუხებთ, აუცილებლად დააკვირდით წარმოდგენილ პროდუქტთა სიას.
კარაქი და ყველი - თუ ყოველდღიურ რაციონში ამ პროდუქტებს შეიტანთ, წონაში აუცილებლად მოიმატებთ.
დესერტი - მაღალკალორიული დესერტი, როგორიცაა ნაყინი, ნამცხვარი, ჩიზქეიქი და ასე შემდეგ, წონაში მატებას უწყობს ხელს. კრემიანი და ნიგვზიანი ნამცხვრები გაცილებით კალორიულია, ვიდრე ხილისგან დამზადებული. ნამცხვრის ან ჩიზქეიქის 1/8 ნაწილი 300-400 კალორიას მაინც შეიცავს, ხოლო ნახევარი ფინჯანი ვანილიანი ნაყინი - 135 კალორიას.
ხილის ჩირი - გამხმარ ხილში შაქრის მაღალი შემცველობა და წყლის ნაკლებობაა. თუ ჩირი გიყვართ ან ტკბილეულის მისით ჩანაცვებას აპირებთ, მოხმარების რაოდენობა შეზღუდეთ.
ხილის წვენი - ხილის წვენი შეიძლება, იმდენივე რაოდენობის შაქარს შეიცავდეს, რამდენსაც გაზიანი სასმელები. წვენების სმა გლუკოზის რაოდენობას ზრდის, ღვიძლი კი მათ მარაგს ინახავს. სწორედ ესაა მიზეზი, რატომაც იმატებთ წონაში.
შემწვარი პროდუქტები - ნებისმიერი სახის შემწვარი პროდუქტი წონაში მატებას იწვევს.
კარტოფილი - ნებისმიერი გზით მომზადებული კარტოფილი: მოხარშული, დაპრესილი, შემწვარი, თანაბრად მავნებელია თქვენი ფიგურისთვის. სცადეთ, მიირთვათ ბოსტნეულთან, მაგალითად, ყვავილოვან კომბოსტოსთან ერთად. ბოსტნეული საკვებში სახამებლის გავლენას შეამცირებს.
ნახშირწყლებით მდიდარი ბოსტნეული - თუ ფორმის შენარჩუნება გსურთ, ასეთი ბოსტნეულის ჭამა უნდა შეზღუდოთ. ისეთი პროდუქტები, როგორიცაა სიმინდი და კარტოფილი, სისხლში შაქრის შემცველობას ზრდის. სახამებელი ორგანიზმისთვის სასარგებლო, მხოლოდ ზომიერი რაოდენობითაა.
მარცვლოვნები - ნუ მიიღებთ მარცვლეულ პროდუქტებს საუზმეზე.  ცხიმის მასას კიდევ უფრო შეგინარჩუნებთ, თუ მას რძეს ან ხილის ჩირს დაუმატებთ.
დამუშავებული ხორცი - ასეთი სახის ხორცი, წონაში მატების რისკს ზრდის. წითელი ხორცი, საკმაოდ კალორიულია.
პროდუქტები საფუარის გარეშე - თუ ფიქრობთ რომ საფუარის გარეშე პროდუქტების დიდი რაოდენობით მიღება არ გაგასუქებთ, ძალიან ცდებით. ყველაფრის მიუხედავად, მათში საკმაო რაოდენობითაა შაქარი, ცხიმი და რაც მთავარია - კალორია.скачать dle 11.3