კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 დააკვირდი, რას ხატავ

თათია ფარესაშვილი ელენე წულუკიძე


 ბევრს უყვარს სხვადასხვა ფორმის ფიგურების, ხაზებისა და ნახატების ხატვა ტელეფონზე საუბრის, მოსაწყენი მომენტების ან მორიგი თათბირის დროს. თუ თქვენც ამ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებით, ალბათ, გაინტერესებთ, რას ამბობს თქვენზე ეს ნახატები.

სახეები
თუ სახეებს ხატავთ, ეს ადამიანების მიმართ ინტერესსა და ურთიერთობის მოთხოვნილებაზე მეტყველებს. გაურკვეველი სახეების ხატვა იმაზე მეტყველებს, რომ აბსტრაქტული აზროვნება გაქვთ განვითარებული. თვალებისა და პირის გამარტივებული, პირობითი გამოსახვა წერტილებით, ხაზებით,  გაუცხოებასა და საკუთარ თავში ჩაკეტვას ნიშნავს.

თვალები
თვალების ხატვა იმაზე მეტყველებს, რომ გადაწყვეტილებების მიღება გიჭირთ. თვითკრიტიკას ნუ მიეცემით და საზოგადოებრივი აზრი გულთან ახლოს ნუ მიგაქვთ. თუ  დახატული თვალები დახუჭულია,  რაღაცის ცოდნა,  ან დანახვა არ გსურთ.

სახლები და ფუტკრის ფიჭა
სახლებისა და ფიჭის ხატვა სიმყუდროვისა და კომფორტისკენ სწრაფვაა. თქვენთვის დამახასიათებელია წესრიგის სიყვარული და დაგეგმარების კარგი უნარი. შემოხაზული სახლი – ამქვეყნად ყველაფრის კონტროლის სურვილია. გრძელი სახლი – ბევრ მოგონებას და ახალ გეგმას ნიშნავს.

ვარსკვლავები
ოპტიმისტი ხართ და სერიოზული სირთულეები, გამოწვევები არ გაშინებთ. გიყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა.
გულები
თქვენში გრძნობებისა და ემოციების მთელი ოკეანეა. თქვენ ამ სამყაროს გალამაზების უნარი გაქვთ!

ცხოველები და ფრინველები
უცნაურ და სასაცილო ცხოველებს ხატავთ? წარმოსახვის შესანიშნავი უნარი და იუმორის გრძნობა გაქვთ.  თუ  ამ გამოსახულებებს ფრთებიც აქვს, სავარაუდოდ, არაპროგნოზირებადი პიროვნება ხართ.

გეომეტრიული ფიგურები
თქვენთვის ამ ცხოვრებაში ყველაფერი მკაფიო და გასაგებია. ოპონენტების აზრი შეხედულებებს ვერ შეგაცვლევინებთ, არც საკუთარი მოსაზრებების გამოთქმას ერიდებით. თუ ფიგურებს მრავალი კუთხე აქვს, ეს ნიშნავს, რომ  ზოგჯერ სისასტიკესაც კი იჩენთ. ამასთან, იშვიათად აძლევთ თავს მოდუნებისა და ოცნების უფლებას.

მზე

მზეების ხატვა ოპტიმიზმსა და საყვარელ ხასიათზე სულაც არ მეტყველებს. თქვენ ახლა ძალიან გჭირდებათ ყურადღება და ურთიერთობა. თუ ტელეფონზე  საუბრისას მომღიმარი მზეს ხატავთ, ეს სწორედ იმას ნიშნავს, რომ მოცემული საუბარი გახარებთ.
ელენე წულუკიძეскачать dle 11.3