კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 კითხვა-პასუხი

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე


კითხვა: სახეზე გამიჩნდა მზის ლაქები, ჭორფლი და სიყვითლე. გთხოვთ, მირჩიოთ, როგორ მოვიშორო. იქნებ დამეხმაროთ და მირჩიოთ, ისეთი ხალხური რეცეპტი, სახლის პირობებში რომ მოვამზადებ.
პასუხი:
პიგმენტური ლაქების, მათ შორის, ჭორფლის გასაფერმკრთალებლად, არსებობს რამდენიმე საშუალება. მაგალითად, სხვადასხვა ფირმის მათეთრებელი კრემები. უმჯობესია, კრემი შეგირჩიოთ კოსმეტოლოგმა კანს ტიპის, ფერისა და პიგმენტური ლაქების მდგომარეობის გათვალისწინებით. თავდაპირველად, უნდა გამოსცადოთ ეს კრემი და ნახოთ, ხომ არ ხართ მასზე ალერგიული. ხალხური საშუალებები –  ეს არის მათეთრებელი ნიღბები და ლოსიონები, რომლებიც დამზადებულია წყალბადის ზეჟანგის, ნუშის, ლიმონის, შავი მოცხარისა და ბევრი სხვა მცენარის საფუძველზე: 1. გაატარეთ ოხრახუში ხორცსაკეპ მანქანაში, აიღეთ 2 სადილის კოვზი და დაიდეთ პრობლემურ კანზე 20-30 წუთით, შემდეგ დაიბანეთ ცივი წყლით. ამის შემდეგ სახეზე წაისვით მკვებავი კრემი. 2. მოხარშეთ ოხრახუშის ძირები, აურიეთ ლიმონის წვენი და წაისვით ლაქებზე დილა-საღამოს. ნუშს აქვს გამათეთრებელი თვისება, ამიტომ მისგან დამზადებულ ლოსიონს იყენებენ ჭორფლისა და პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად. 3. 1 ცალი ლიმონის წვენი, 1 ცალი კვერცხის ცილა, 10 გრამი შაქარი, 100 მილილიტრი წყალი კარგად აურიეთ და დაიდეთ წინასწარ გასუფთავებულ კანზე 20-30 წუთით. პროცედურა ჩაიტარეთ დღეგამოშვებით. ნიღაბი მოიშორეთ თბილ წყალში დასველებული ბამბის ტამპონით. 4.  ნახევარ ჭიქა ნუშის გულს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე და 3-5 წუთის შემდეგ წყალი გადაღვარეთ, ნუში კი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. მიღებულ ფაფას დაუმატეთ ნახევარი ლიმონის წვენი და 1 სადილის კოვზი ანადუღარი წყალი. კარგად ათქვიფეთ და გაიკეთეთ ნიღაბი 30 წუთით. შემდეგ დაიბანეთ. 5. ახალი კიტრი წვრილ სახეხზე გახეხეთ, დაუმატებთ 1 სადილის კოვზი ნებისმიერი მკვებავი კრემი და წაისვით სახეზე.  
კითხვა: როგორ შევიმცირო ფეხის ტერფების ოფლანობა ზაფხულში?
პასუხი:
ფეხის ოფლიანობის შემცირება ყველაზე რთულია. სწორედ ოფლია მიკროორგანიზმებისთვის საყვარელი გარემო. ჰიპერჰიდროზის შესამცირებლად, საჭიროა: არ ჩაიცვათ დაბალხარისხიანი, ხელოვნური ტყავის ფეხსაცმელო. მასში ფეხი მალე ოფლიანდება და სველდება. არ ჩაიცვათ სინთეტური ქსოვილის წინდები. ნატურალური ფაქტურის წინდა უკეთესად და უფრო სწრაფად იწოვს ნესტს. რაც შეიძლება დიდი ხანი გააჩერეთ ტერფები ჰაერზე. ზაფხულში სასარგებლოა ფეხშიშველი სიარული. კანი ამ დროს უხეშდება და ნაკლებად ოფლიანდება. ხშირად დაიბანეთ ფეხები საპნით.
скачать dle 11.3