კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 გეშინოდეს დამსმენის

თათია ფარესაშვილი ნინო წულუკიძე


 საღამო იყო, რაც მისტერ გომი უზარმაზარ მარკეტში შევიდა და სანამ პროდუქტების სექციისკენ წავიდოდა, გზად სუვენირების განყოფილებას ჩაუარა. ის ახალგაზრდა დახლთან იდგა, მისკენ ზურგშექცევით და მისტერ გომი კარგად ხედავდა, რასაც საქმიანობდა, რადგან ანარეკლი გარკვევით ჩანდა მოზრდილ ვიტრინაში.
გამყიდველი ახლო-მახლო არ იყო, ამიტომ ახალგაზრდამ მომენტით ისარგებლა, დახლზე გამოფენილი სუვენირებიდან საუკეთესო ამოარჩია და ჯიბეში ჩაიტენა... მისტერ გომს ყოველთვის მოსწონდა ეს ბრინჯაოს, რაინდის ფორმის მაგიდის სანთებელა. როგორ მოუხდებოდა მის მოკრძალებულ ოფისს, მაგრამ ოთხმოცდაათ დოლარზე მეტი ღირდა და როგორც ოჯახის პატრონი, თავს ამის უფლებას ვერ მისცემდა. ამ ახალგაზრდამ კი სრულიად უცერემონიოდ ჩაიტენა მწვანე საწვიმრის ჯიბეში. მისტერ გომს შუბლზე ცივმა ოფლმა დაასხა. ბავშვობაში თავადაც აუღია საფუნთუშეში ნამცხვარი დაუკითხავად, მაგრამ ის სხვა იყო. ასე თვალნათლივ ქურდობის მოწმე პირველად გახდა. რა თქმა უნდა, შეეძლო, ყურადღება არ მიექცია და გზა გაეგრძელებინა, მაგრამ შინაგანმა ხმამ თუ სინდისმა არ მოასვენა. ისე, რა მისი საქმე იყო, ვინ რას იპარავდა. მარტივად დაუხუჭავს თვალები ამ, რბილად რომ ვთქვათ, უმსგავსობაზე, მაგრამ ფიქრისთვის დრო არ ჰქონდა. იქნებ, ვერც ის წარმოიდგინა, რა შარში ჰყოფდა თავს. ახალგაზრდა გამყიდველმა, რომელსაც მისტერ გომმა მიმართა და უთხრა, აი, იმ კაცმა მაგიდის სანთებელა მოიპარაო, განცვიფრებით დააფახულა წამწამები და ისე ჩაეკითხა:
– იმის თქმა გინდათ, რომ ქურდობა მოხდა?
– მე მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ დავინახე, როგორ აიღო დახლიდან სანთებელა და ჯიბეში ჩაიტენა.
– სერ, ეს ჩემი კომპეტენციის საზღვრებს სცდება. თუ შეიძლება, ჩვენი განყოფილების მმართველთან გაიმეორეთ, რაც ახლა მითხარით.
გომმა ამოიოხრა და საათზე დაიხედა. სახლში მალე უნდოდა მიბრუნება. პროდუქტის ყიდვაც უნდა მოესწრო, მაგრამ უკან დასაბრუნებელი გზა მოჭრილი ჰქონდა. მხრები აიჩეჩა და ახალგაზრდა, თითქმის ბავშვ გამყიდველს უკან გაჰყვა. სექციის მმართველი, მისტერ ლიავაინი საშუალო ტანის, ორმოციოდე წლის მამაკაცი აღმოჩნდა. მან დაწვრილებით გამოჰკითხა მომხდარის შესახებ. იმ ადგილას დადგა, სადაც გომმა მიუთითა, რათა დარწმუნებულიყო, მართლა შეიძლებოდა თუ არა ვიტრინაში რაიმეს დანახვა, შემდეგ გომს მიუბრუნდა.
– მისტერ, საქმე ისაა, რომ ქურდობის ფაქტის დადასტურება ასეთი ადვილი არ იქნება. სასამართლოზე მოწმედაც ვერ გამოგიყვანთ?
– რაო? გეუბნებით, სანთებელა ჩემ თვალწინ ჩაიდო ჯიბეში. უბრალოდ, შეაჩერეთ, ლიფტისკენ წავიდა. გაჩხრიკეთ და დარწმუნდებით ჩემს სიტყვებში. მწვანე ლაბადა აცვია.
– არა, სერ, თქვენ პრობლემას მარტივად უყურებთ. ის ჩვენი პოტენციური კლიენტია. გარდა ამისა, გარშემო სხვა კლიენტებიც არიან, რომლებმაც არ უნდა იგრძნონ, რომ მაღაზიაში რაღაც ხდება. ეს ჩვენს იმიჯზე ცუდად იმუშავებს.
– ღმერთო, რამდენი რამ თქვით, არ შეიძლება, მარტივად გაუჩხრიკოთ ჯიბეები? ეს ხომ ძალიან ადვილია?!
– თქვენ რომ ვინმემ ჯიბეები გაგიჩხრიკოთ, ხომ არ მოგეწონებათ? – თავი გადააქნია მმართველმა.
– ჰო, მაგრამ სანთებელა მე არ მომიპარავს. განსხვავებას ვერ ხედავთ? – აღშფოთდა მისტერ გომი და სრულიად საფუძვლიანადაც.
– დიახ, ალბათ, არ მოგიპარავთ. ვერ შეგედავებით იმაზე, რაც არ დამინახავს, მაგრამ ამ ლოგიკით, მე არც ის დამინახავს, როგორ მოიპარა იმ ტიპმა სანთებელა.
– მე რომ დავინახე, ეს არაფერს ნიშნავს? – მისტერ გომმა იგრძნო, როგორ წამოახურა სახეზე და ხელები გაუოფლიანდა.
– მისტერ, მე თქვენი მჯერა, უბრალოდ, გიხსნით, რა შეიძლება მოხდეს, თუკი სანთებელის მოპარვის ფაქტი არ დადასტურდება. იმ ტიპს შეუძლია, გვიჩივლოს და სანთებელაზე გაცილებით დიდი ზიანი მიაყენოს მაღაზიას. სასამართლოში მოწმედ გამოხვალთ? იტყვით, რომ დაინახეთ, როგორ მოიპარა იმ ადამიანმა სანთებელა?
მისტერ გომმა იგრძნო, რომ მოთმინებას კარგავდა.
– როგორც ვხვდები, საერთოდ არ განაღვლებთ მომხდარი და არც სანთებელის დაბრუნებაა თქვენთვის მნიშვნელოვანი.
– ჩემთვის მნიშვნელოვანია ჩვენი კლიენტების ნდობა შევინარჩუნოთ. ამიტომ, ვიღაცის ეჭვების საფუძველზე დისკომფორტს ვერ შევუქმნით. მაინც, როგორ წარმოგიდგენიათ, მივიდეთ, გავაჩეროთ და ჯიბეები გავუჩხრიკოთ? ეს ჯიბეები ცარიელი რომ აღმოჩნდეს, მაშინ?
მისტერ გომი ჭარხალივით გაწითლდა.
– მე რომ მიქმნით დისკომფორტს, ეს თქვენთვის არაფერს ნიშნავს? თუ მე ანგარიშში ჩასაგდები არ ვარ.?
– რა თქმა უნდა, ხართ ანგარიშში ჩასაგდები, მაგრამ ეს თქვენი არჩევანია. ჩვენთვის კი სწორედ კლიენტის არჩევანია პრიორიტეტული.
მისტერ გომმა ამოიოხრა.
– ჩემთან ლაპარაკში დროს კარგავთ. სანამ აქ უაზრობებს ამბობთ, ქურდი მშვიდად გავა მაღაზიიდან სანთებელასთან ერთად.
– თუკი საერთოდ აქვს მას სანთებელა, – მრავალმნიშვნელოვნად დაასკვნა მმართველმა.
მისტერ გომი ჭარხალივით გაწითლდა.
– მოკლედ, მე წავედი. ვნანობ, რომ საერთოდ ჩავერიე ამ საქმეში.
– ნანობთ იმიტომ, რომ უდანაშაულო ადამიანს ცილი ტყუილუბრალოდ დასწამეთ?
მისტერ გომს თვალები გაუფართოვდა. ამას უკვე ვეღარ წარმოიდგენდა, ეს კაცი ისე იქცეოდა, თითქოს თავად იყო ქურდი და კრიმინალი.
 – ვნანობ, საერთოდ რომ შემოვედი თქვენს მაღაზიაში.
– იმიტომ, რომ მანქანა არასწორად დააპარკინგეთ და გარეთ რომ გახვალთ, საქარე მინაზე ჯარიმა დაგხვდებათ. მადლობა თქვით, რომ საჯარიმოზე არ გადავიყვანეთ.
– რაო? – იყვირა მისტერ გომმა, რომელიც უკვე თავბედს იწყევლიდა, ამ შარში რომ გაჰყო თავი, – რაც გინდათ, ქენით, სულელი ვარ, საერთოდ ხმა რომ ამოვიღე. ახლა უნდა წავიდე.
– ვერ წახვალთ, სანამ ჩვენს დაცვის სამსახურს თქვენი ქმედებების მიზეზს არ აუხსნით. რა გამოძრავებდათ, როცა უდანაშაულო ადამიანს ქურდობას აბრალებდით.
ეს ბოლო წვეთი იყო, რამაც მისტერ გომის მოთმინების ფიალა აავსო. იქვე, დახლზე ბროლის სფერო დაინახა, ხელი დაავლო და გამეტებით ესროლა ვიტრინას. გაისმა შუშის მსხვრევის გამაყრუებელი ხმა, რასაც „სირენების“ კივილი მოჰყვა, მისტერ გომმა თვალები დახუჭა.
скачать dle 11.3