კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 როგორ გავიაროთ მარტივად დაძაბული და რთული პერიოდები

თათია ფარესაშვილი მიხეილ ცაგარელი

 
ცხოვრება მარტივი არ არის. შესაბამისად, დაძაბულ და რთულ პერიოდებს აუცილებლად მოსდევს აღმასვლისა და წარმატების მომენტები. განსაცდელი კი, სხვა არაფერია, თუ არა მეთოდი, რომ ჩვენში უფრო ძლიერი, ამტანი პიროვნება „გამოვძერწოთ“. ასტროლოგიურად, არსებობს მეთოდები, თუ რა სახის ქმედებებს ჯობია, მიმართოთ მაშინ, როცა გრძნობთ, რომ დეპრესია და ცუდი განწყობა გიტევთ.
ვერძი – უნდა ნებისმიერი დაბრკოლების რქებით გატანა და  სწორედ იქ უშვებს შეცდომას. მოთმინებას ვერძს ვერავინ ასწავლის, რადგან, მას ეს თვისება დაბადებიდანვე არ აქვს. სამაგიეროდ, სტრესის პერიოდში, შეუძლია, დაგროვილი ნეგატივი სპორტში, ცეკვების შესწავლაში ან ლაშქრობებში დახარჯოს. ეს საუკეთესო გზაა მისთვის დეპრესიიდან გამოსაძვრომად.
კურო - დეპრესია დიდხანს უგრძელდება, თუკი საწყის ეტაპზევე არ მოერია. სტრესთან ბრძოლის მეთოდებს შორის, ყველაზე უსარგებლო, კუროს შემთხვევაში, საკვების გაათმაგებული დოზაა. უმჯობესია, ამ მხრივ, განტვირთვის გზად, ბუნებასთან კავშირი, მცენარეების ან ქოთნის ყვავილების მოვლა გამოიყენოთ. მიწასთან კავშირი ნებისმიერი კუროს ანტიდეპრესანტია.
ტყუპები – დეპრესია იშვიათად უტევს. თუმცა, თუ მაინც დგება ცუდ ხასიათზე, მისთვის საუკეთესო გზა სტრესის დასაძლევად, საინტერესო წიგნების სამყაროში ჩაძირვაა. ლიტერატურა და ტყუპის ზოდიაქო მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან. შესაბამისად, ერთი-ორი კარგი წიგნის გადაკითხვა საკმარისია, რომ ძველებური ოპტიმიზმი დაუბრუნდეს ცხოვრების მიმართ.
კირჩხიბი – ზოდიაქოს ეს ნიშანი და დეპრესია, სამწუხაროდ, ხშირად არიან მეგობრები. თუმცა, კირჩხიბების უმეტესობა გარკვეულ სიამოვნებასაც კი პოულობს სევდასა და ქვითინში. საუკეთესო გზა სტრესისგან გასათავისუფლებლად, მისთვის არის წყალი. ნებისმიერი ტიპის წყლის პროცედურა – დაწყებული ცურვით, დასრულებული ჰიდრომასაჟით, ან სპა პროცედურებით, კირჩხიბს გუნებას მომენტალურად გამოუკეთებს.
ლომი – ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულები, იმდენად თავდაჯერებულად გამოიყურებიან, ბევრს შეიძლება, ეჭვი შეეპაროს, რომ მათ ოდესმე დეპრესია ან უგუნებობა შეაწუხებს. თუმცა, ეს ასე არ გახლავთ. ის ყველაფერს გულით და ღრმად განიცდის. შესაბამისად, სტრესთან საბრძოლველად, მისთვის საუკეთესო გზა სიყვარული, ახალი რომანტიკული გატაცება ან ფლირტია. ეს მეთოდი პირდაპირ მისწრებაა ლომისთვის თვითშეფასების ასამაღლებლად.
ქალწული – ჩუმი დეპრესია სტანჯავთ. იშვიათად ახასიათებთ ემოციური გამოვლინება და ცრემლები. თუმცა, რეალურად, ყველაფერს საკმარისზე მეტად განიცდიან. ქალწულისთვის საუკეთესო ანტიდეპრესანტად შეიძლება იქცეს, ახლობლებზე ზრუნვა. ის ნებისმიერ ნეგატივს განდევნის, როცა იწყებს სხვაზე ზრუნვას.
სასწორი – ამ ადამიანებს ყოველთვის მომხიბვლელი და თავაზიანი ღიმილი დასთამაშებთ სახეზე. თუმცა, მათაც აწუხებთ პერიოდულად სტრესი და დეპრესია. საუკეთესო გზა უგუნებობის დასაძლევად, სახელოვნებო სფეროთი დაინტერესებაა. კარგი სპექტაკლის ნახვა, მუსიკის მოსმენა, რომანტიკულ და პოეტურ გარემოში გასეირნება უცებ მოიყვანს სასწორს ხასიათზე.
მორიელი – საკმაოდ მძაფრი და ძლიერი დეპრესიისკენაა ხშირად მიდრეკილი. ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ ვერასდროს ეგუება წაგებას. საუკეთესო მეთოდი დაგროვილი ნეგატივისა და სტრესის დასაძლევად, ექსტრემალური სპორტის ნებისმიერი სახეობაა. ადრენალინის დიდი დოზა საუკეთესოდ შველის მას  უხასიათობის დაძლევაში.
მშვილდოსანი – ბუნებით ოპტიმისტი და ხალისიანი ნატურაა, შეიძლება, ზოგჯერ – ზედმეტადაც კი. თუმცა, დგება პერიოდები, როცა ცხოვრებისეულ სირთულეებს ეჯახება და გარკვეული სევდა შეუტევს. ასეთ დროს, მათ ბუნებასთან უნდა იკონტაქტონ. ეს, ნებისმიერი სახის დარდს დაავიწყებთ.
თხის რქა – გარეგნული უშფოთველობის მიღმა, საკმაოდ ემოციურ ფსიქიკას მალავს. ძალიან თავმოყვარე და პატივმოყვარეა. ყველაზე ხშირად დეპრესია, პროფესიულ სარბიელზე წარუმატებლობის გამო უტევს. გირჩევთ, უგუნებობა ფიზიკური ვარჯიშით, ხანგრძლივი სეირნობითა და ხელსაქმით გაიქარვოთ.
მერწყული – ნაკლებადაა მიდრეკილი დეპრესიისკენ. თუმცა, პერიოდულად, ახასიათებს უგუნებობა. მათთვის საუკეთესო გზა განტვირთვისა და სტრესთან ბრძოლისთვის, მეგობრული თავყრილობების მოწყობა და გართობაა.
თევზები – თანდაყოლილი მელანქოლიურობით ხასიათდებიან. სევდანარევი განწყობა ამ ადამიანებისთვის ნორმაც კია. თუმცა, სერიოზულ სტრესთან ბრძოლისთვის სახელოვნებო სფეროებში ჩაღრმავება შველით. განსაკუთრებით კარგია ამ მხრივ, ლიტერატურა ან ეზოთერიკა. ეს თევზებს საკუთარი პრობლემების გადაჭრასა და თავის უკეთ გაცნობაში ეხმარება.скачать dle 11.3