კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 ის, რისიც მამაკაცს სწამს

თათია ფარესაშვილი ნინო წულუკიძე



  მამაკაცებს გულწრფელად სწამთ, რომ ქალის ჭკუა სრულყოფილებისგან შორსაა. მამაკაცების  უმრავლესობისთვის ქალი  ბოლომდე ამოუცნობ არსებად რჩება. მართალია, ისინი აღმერთებენ ქალებს, მაგრამ ცოტა თუ აღიარებს ქალის ლოგიკას, ჭკუას, აზროვნებას…
რა რეაქცია უნდა ჰქონდეს ქალს ამაზე: უნდა იცოდეთ, რომ  არ ღირს კაცების  ამ „ტკბილი,“ მცდარი შეხედულებებიდან გამოფხიზლება. გაუფრთხილდით მათ ძალზე ფაქიზ თავმოყვარეობას. კიდევ, „ძლიერნი ამა ქვეყნისანი“ ფიქრობენ, რომ ქალებს იუმორის გრძნობა განვითარებული არ აქვთ და ხუმრობაზე ხშირად სწორად არ რეაგირებენ. როგორც ჩანს, ამგვარი შთაბეჭდილება იმიტომ შეექმნათ, რომ ხანდახან ქალები მათ „მამაკაცურ“ ხუმრობაზე არ იცინიან.
კაცები ასევე, დარწმუნებული არიან, რომ ქალებს ფულის სწორად ხარჯვა არ შეუძლიათ – ყიდულობენ ბევრ  და  მათი აზრით, არასაჭირო ტანსაცმელს. აქ მხოლოდ ერთი რჩევა შეიძლება – არ ეცადოთ, გადაარწმუნოთ თქვენი რჩეული. დაე, ასე იფიქროს მომავალშიც და ღრმად ამოიოხროს, როცა ფულს გაძლევთ. მაგრამ,  გაითვალისწინეთ, უკეთესი იქნება, როცა გკითხავთ, რამდენი გადაიხადეთ ამა თუ ნივთში,  ნაკლები ფასი  უთხრათ. არ ღირს მათი ზედმეტად ტრავმირება.
უნდა აღვნიშნოთ, რომ კაცები აფასებენ ქალურ ალღოსა და გამჭრიახობას, მაგრამ ამავე დროს, ეშინიათ მისი. ბუნებამ ქალი გამჭრიახობით იმიტომ  დააჯილდოვა, რომ  მან დაიცვას საკუთარი თავი და ბავშვები. დროულად იგრძნოს საფრთხე.  
ყველა მამაკაცი ფიქრობს, რომ ქალები ძალიან ბევრს მოითხოვენ. ცოტა კაცს თუ სწამს ნამდვილი ქალური მეგობრობის. რაც მთავარია, კაცებს ავიწყდებათ მთავარი – ქალის მართვა შეუძლებელია.

,,მუცელში პეპლები”

ეს შეგრძნება ნამდვილად არსებობს და მას ჰორმონი ადრენალინი იწვევს, რომელიც ორგანიზმში შეყვარებისას გამომუშავდება.
მეცნიერებმა დაასკვნეს – იმისთვის, რომ გადავწყვიტოთ, ადამიანი მოგვწონს თუ არა, საშუალოდ ოთხი წუთია საჭირო. შთაბეჭდილების შექმნაში ყველაზე დიდ როლს თამაშობს სხეულის ენა – ხმა, ტონი და საუბრის ტემპი.
მეცნიერებმა  ისიც შეამჩნიეს,  რომ შეყვარებულების გულისცემა ერთნაირი ხდება მას შემდეგ, რაც სამი წუთის განმავლობაში ერთმანეთს დაჟინებით უყურებენ თვალებში.
ეს შეგრძნება დაახლოებით იგივე ეფექტს იწვევს, რასაც კოკაინით „კაიფი“. შეყვარებული ადამიანის ორგანიზმში იმდენი ქიმიური ნივთიერება გამომუშავდება, ეიფორიასაც კი იწვევს.  მოკლედ, სიყვარული ,,კაიფია”.
ოქსიტოცინი – სიყვარულის ჰორმონი, რომელიც ჩახუტებისას გამომუშავდება, ტკივილს აყუჩებს. ხანგრძლივი მოფერება და ჩახუტება ნელ-ნელა ამცირებს და აქრობს ტკივილს. ეს უკვე ფაქტია.
არსებობს შეთავსების თეორია, რომლის მიხედვითაც წყვილები ერთმანეთს ვიზუალური თანასწორობის კუთხით ირჩევენ, თუ არადა, ყველაფერი დაინგრევა.
არსებობს თეორია, რომ საწინააღმდეგოები ერთმანეთს იზიდავენ. ამას კვლევებიც ადასტურებს. თუმცა იმდენად უნდა განსხვადებოდეთ ერთმანეთისგან, რომ რაღაც ახალს სწავლობდეთ.
საყვარელი ადამიანის დაკარგვა, განშორება, განქორწინება რეალურ ტკივილს იწვევს გულში. ამას გატეხილი გულის სინდრომი ეწოდება. ამ დროს გამოიყოფა ნივთიერებები, რომლებიც ასუსტებს გულს, იწვევს ტკივილს და აუარესებს სუნთქვას. ეფექტი ხშირად იმდენად ძლიერია, რომ გულის შეტევაში ეშლებათ.

ბედნიერება
 არსებობს?


ბედნიერება ყველასთვის სხვადასხვა გრძნობაა და სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული.
ბედნიერებას ყველა ეძებს, მაგრამ ცოტანი პოულობენ. ბედნიერად ყოფნის მეცნიერება ძალიან მარტივია: გიყვარდეს შენი მოვალეობები და ეძებე მათში ნეტარება. ბედნიერება დამოკიდებული არაა გარეგნულ გარემოებებზე, არამედ გულის შინაგან მდგომარეობაზე. უნდა გჯეროდეს, რომ ოცნება ყოველთვის ახდება, თუ გულით გინდა! და როცა ეს მოხდება, ბედნიერებაც მუდმივად შენთან იქნება...
  ბედნიერებისთვის არ არის აუცილებელი, გყავდეს ძვირფასი მანქანა, გქონდეს ძალიან მაგარი სახლი, კარგი ტანსაცმელი, კარგი მობილური. ცოტაა ისეთი ადამიანი, ვისაც ბედნიერებისთვის ცოტა აკმაყოფილებს, მაგალითად: მუსიკის მოსმენა, სითბო, წვიმის წკაპა-წკუპი, მეგობრებთან ერთად ყოფნა, საინტერესო გადაცემა.
თუ გონებაში გამჯდარი გაქვს, რომ უბედური ხარ და ვერასდროს იქნები ბედნიერი, მაშინ ეს მართლაც ასე იქნება. უნდა ვეცადოთ, რაც შეიძლება პოზიტიური განწყობა გვქონდეს. მაშინ ცხოვრებაც უფრო ნათელი იქნება, უამრავი პრობლემის მიუხედავად.
იმ რეალობასაც უნდა შევეგუოთ, რომ ბედნიერება დიდხანს არ გრძელდება. ის უცებ მოდის, და ასევე, უცებ ქრება.
და მაინც...
ბედნიერება ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალურია, ზოგს ფული აბედნიერებს, ზოგს – სიყვარული, ზოგს – ერთი კონკრეტული ამბიცია და მიზანი, ზოგიერთი კი, უბრალოდ, იმითაა ბედნიერი, რომ არსებობს.
ყველამ უნდა იპოვოს საკუთარი ბედნიერების წყარო და ვინც იპოვის, ის ნამდვილად იღბლიანია.
ბედნიერებაა, როცა გარშემო ის ადამიანები გყავს, ვინც გიყვარს.
ბედნიერებაა იმის კეთება, რაც გიყვარს..
ბედნიერება წვრილმანებშია. შეიძლება, სულ უბრალო რამემ გაგაბედნიეროს – უბრალო, თბილმა სიტყვებმა, უბრალო მოფერებამ. უბრალო დამოკიდებულებამ. პატარა წარმატებამ.
ბუნებრიობა, დადებითი ენერგეტიკა ხდის ადამიანს, საბოლოო ჯამში, ბედნიერს.
მოკლედ, ბედნიერებას ძალიან დიდი ადგილი უჭირავს ჩვენს ცხოვრებაში და ასევე, ყველაზე დიდ ყურადღებას ვაქცევთ. პატარა, უმნიშვნელო რამემ შეიძლება, ძალიან დიდი ბედნიერება მოგანიჭოს. მაგრამ ბედნიერების მისაღწევად მთავარი მაინც შენ ხარ. შენ უნდა ეცადო, რომ გახდე ბედნიერი.
 ბედნიერება იმის კეთებაა, რაც გიყვარს, გახარებს და სიამოვნებას განიჭებს. ყველაზე დიდი ბედნიერება კი, იმის გვერდით ყოფნაა, ყველაზე მეტად რომ გიყვარს.скачать dle 11.3