კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 მოძღვარი გვირჩევს

თათია ფარესაშვილი თამუნა ახობაძე


კითხვა: თუ შეიძლება მიპასუხეთ, შესაძლებელია თუ არა ადამიანმა თავად იტვირთოს სხვისი ცოდვები?
პასუხი
: ადამიანის ცოდვების ნებაყოფლობით სხვისგან გადაბარება არ შეიძლება. მხოლოდ ერთ ადამიანს შეეძლო ეტვირთა სხვისი ცოდვები. ეს გახლდათ იესო ქრისტე. ყოველი მოკვდავი მხოლოდ საკუთარი ცოდვებისთვის აგებს პასუხს.
კითხვა: რას ნიშნავს „ხიბლში“ ყოფნა?
პასუხი:
ყოველი მოკვდავი თავისი უძლური, ცოდვილი ბუნებით ხიბლში ვარდება. მაგალითად, სრულიად საკმარისია გაიფიქრო: „რა კარგად ვთქვი, რა კარგად მოვიფიქრე“ – მოგეწონოს საკუთარი ნამოქმედარი, უკვე ხიბლში იმყოფები. თუ შექებას შეიფერებ, გესიამოვნება კიდეც – „ხიბლშიაო“ შენზე ყოფილა ნათქვამი. წმიდა მამების გადმოცემით, სულიერი ხიბლის ორი სახე არსებობს: პირველი – როდესაც ადამიანი წარმოიდგენს, რომ ის ხედავს უფალს, ღვთისმშობელს, ანგელოზებს და თავს მიიჩნევს ასეთი ხილვების ღირსად და მეორე – როდესაც ადამიანი თავს მაღალი სულიერების პიროვნებად მიიჩნევს, თვლის, რომ ის არის რწმენისადმი თავისი ერთგულებით გამორჩეული, იშვიათი მმარხველი, სხვების დამმოძღვრელი და ჭკუის მასწავლებელი. ხიბლის ამ სახეობას ეწოდება – წარმოდგენა  საკუთარ თავზე. ხიბლის ნებისმიერი სახეობა დამღუპველია სულისთვის. ის ეყრდნობა იმ სულიერ სიამაყეს, რამაც დაღუპა გაამპარტავნებული ანგელოზი. ამიტომაც ბოროტი ძალა ცდილობს, ხიბლში ჩააგდოს ადამიანები.
კითხვა: შეიძლება თუ არა მრისხანება იყო გამართლებული (მაგალითად, ვგულისხმობ სასულიერო პირების, მოძღვრების ამგვარ საქციელს)?
პასუხი:
მრისხანება მართებულია მაშინ, თუ ის მიმართულია ცოდვის წინააღმდეგ – რჯულის დარღვევის, დანაშაულის წინააღმდეგ და ბუნებრივი რეაქციაა. ასეთ დროს მრისხანებას უნდა ახლდეს არა სიძულვილი და ბოროტება, არამედ სიყვარული, მოყვასისადმი თანაგრძნობა და გააჩნდეს ერთადერთი მიზანი – ცოდვილი ადამიანის ხსნა.
კითხვა: თუ არსებობს საეკლესიო კანონი, რომელი ასაკიდან შეიძლება ჯვრისწერა?
პასუხი
: ჯვრისწერა ღვთის დიდი საიდუმლოა და ადამიანს კარგად უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული მისი მადლი. როგორც წესი, ნაადრევ ასაკში, ეს არ არის გაცნობიერებული. ცოლ-ქმარმა ღვთისა და ერთმანეთის მორჩილებით უნდა იცხოვროს, რასაც წინასწარი სულიერი მომზადება სჭირდება. ოჯახის შექმნის შემდეგ უამრავი სირთულე იჩენს თავს როგორც მატერიალურად, ასევე სულიერად – რაც ბევრად უფრო რთული მოსაგვარებელია, ვიდრე მატერიალური. სულიერი თანხმობის მიღწევა ძალიან რთულია. თუ ადამიანი არ იცნობს საკუთარი მეუღლის ხასიათს, ამ სირთულეებს ვერ გაუძლებს, გაცნობას კი დრო სჭირდება. ამიტომ ინგრევა ნაადრევად შექმნილი ოჯახები. ახალგაზრდები ოჯახის შექმნამდე უნდა მივიდნენ მოძღვართან და რჩევა ჰკითხონ მას.
კითხვა: დღესდღეობით, ლამის ყოველ მეორე ოჯახში ძაღლი ჰყავთ. მიღებულია თუ არა ქრისტიანულ ოჯახში ძაღლის ყოლა?
პასუხი
: ეს არ არის სარწმუნოებრივი საკითხი. მთავარია, ისე არ გააფეტიშოთ ცხოველი, რომ იმის იქით აღარაფერი გახსოვდეთ. როდესაც ერთ წუთს ვერ უთმობ ლოცვას და გაჭირვებულებზე ზრუნვას და ცხოველი საათობით დაგყავს სასეირნოდ, ეს დაუშვებელია.
კითხვა: როგორ მივიღოთ ჩვენი მისამართით წარმოთქმული საქებარი სიტყვები?
პასუხი
: წმიდა მამების რჩევით, როდესაც გაქებენ, თქვენ საკუთარ ნაკლოვანებებზე იფიქრეთ.скачать dle 11.3