კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 გიგა კვენეტაძის ანეკდოტები

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე


ქმარი მანქანაში ელოდება ცოლს. ძალიან დააგვიანა და ურეკავს:
– სად ხარ, დროზე ჩამოდი, გელოდები!
– გითხარი, ხუთ წუთში ჩამოვალ-მეთქი და რაღას მირეკავ ყოველ ნახევარ საათში?!
***
მეგრელმა „ლურჯი ვეშაპის“ თამაში დაიწყო და მეორე დღეს, ვეშაპმა თავი მოიკლა.
***
– ექიმო, შეიძლება თუ არა, ადამიანმა იცოცხლოს ავადმყოფობის გარეშე?
– ადამიანმა კი, ექიმმა – არა.
***
– ბოლო დროს, იმდენი ვიკითხე სიგარეტისა და ალკოჰოლის მავნებლობაზე, რომ ბოლოს თავი დავანებე.
– მოწევას?
– არა.
– აბა, დალევას?
– არა, კითხვას.
***
– ლელა, რატომ გააგდეთ პირადი მძღოლი?
– დეგენერატია და იმიტომ!
– მაინც, რა დააშავა?
– ჩემს ახალ თაყვანისმცემელს, ჯუმბერის უთხრა, მაგ ქალს 40 წელია, ვემსახურებიო.
***
მეგრელი ეუბნება ძმაკაცს:
– აჰ, ძამა, ცოლს ყაჩაღი ჯობია.
– რატომ?
– ყაჩაღი ფულს წაგართმევს და მერე, თვალით ვეღარ ნახავ.
***
მილიონერის ანდერძიდან ამონარიდი: „ჩემს სვიტერს, პიჯაკს და შარვალს ვუტოვებ ოჯახის ჩრჩილს.“
***
– წამო, შალვოვიჩ, ჯიმშერიმ ცოლი ითხოვა...
–  სულ რავა მათხოვრობს ეგ უპატრონო... გუშინ, ორი ლარი ითხოვა ჩემგან.
***
– ქალიშვილო, გათხოვილი ბრძანდებით?
– რეგვენო! გათხოვილი და ქალიშვილი გინახავს?
***
– ჩემი ქმარი დაქორწინებამდე რომ უძრავ ქონებაზე მელაპარაკებოდა, მაშინ უნდა მივმხვდარიყავი, რომ იმპოტენტი იქნებოდა.
***
ბრაზობს გურული:
–  ძაან გაფუჭდა ლიტერატურა, ძამა.
–  რაზე ატყობ კი მარა?
–  ა, ძამა, ადრე დაწერილ რომანში, ქალი კაცს 250-ე გვერდამდე არ აკოცებდა. ახლანდელ რომანებში კი, მესამე გვერდზე უკვე აბორტზე გარბიან.
***
– რა არის, კაცო, ეს სიმთვრალე, ღუპავს კაცს.
– რა მოგივიდა?
– სიდედრს ბოთლი მოვუქნიე.
– მერე?
– ავაცილე.


გიორგი ნაზღაიძის ანეკდოტები
ორი ლოთი საუბრობს:
– ამბობენ, ფეხშიშველი სიარული ჯანმრთელობისთვის სასარგებლოაო.
– ხო, მართალია! როცა ფეხსაცმელებში ვიღვიძებ, თავი საშინლად მტკივა.
***
– წარმატებული მამაკაცი არის ის, ვინც უფრო მეტ ფულს აკეთებს, ვიდრე მისი ცოლი ხარჯავს.
– და, წარმატებული ქალი?
– წარმატებული ქალი კი, ის, ვინც ასეთ მამაკაცს იპოვის.
***
7 წლის გიორგი ეკითხება მამას:
– მამიკო, მე როგორ გავჩნდი?
– წერომ მოგიყვანა, შვილო.
– ჩვენი მეზობელი ნინიკო?
– ეგ, მაღზიაში იყიდეს მშობლებმა.
– ჩვენ ქვევით რომ ნიკუშა ცხოვრობს?
– ეგ, კომბოსტოში იპოვეს.
– რა იყო, ამ კორპუსში არავინ წვება ლოგინში?



скачать dle 11.3