კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 რამდენი დოლარი მოიგო ტრამპის კაზინოში ნიკა არაბიძემ და როგორ გადაურჩა ის საბერძნეთში „გასროკვას“

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე


„კომედი შოუს“ მსახიობის, ნიკა არაბიძის ფოტო რომ გამოჩნდა სოციალურ ქსელში, ყველა ალაპარაკდა, ახალი პროფესია შეითავსა და მიმტანად დაიწყო მუშაობაო. როგორც თავად ამბობს, მოტოციკლზეც მშვენივრად „მოჯდა“, კომბინეზონიც კარგად მოირგო და პიცის მიმტანობაც მოიხდინა.  მართალია, ეს ბიზნესი ნიკას არ ეკუთვნის, მაგრამ თუ გადაწყევტს, ბიზნესი ააწყოს, ეს აუცილებლად რესტორნის გახსნა იქნება.
ნიკა არაბიძე:
პროფესიით ინჟინერ-პოლიგრაფისტი ვარ და წესით, სტამბის დირექტორი უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ რად გინდა? დაჩაგრული პერიოდის ადამიანი ვარ და ამიტომაც, ვერ გამოვკარი დირექტორობას ხელი. ბავშვობაში კოსმონავტობაზე ვოცნებობდი. სულ ვამბობდი, ზევით უნდა გავფრინდე და ვნახო, იქ რა ხდება-მეთქი.
– ესე იგი, დედამიწაზე ვერ ეტეოდი და გაფრენა გინდოდა?
– დედამიწაზე ვერც ახლა ვეტევი, მაგრამ გაფრენა არ მინდა (იცინის).
– ბიზნესმენობაზე, მაგარ მანქანებზე, ვილებზე და ბევრ ფულზე არ ოცნებობდი?
– ჩემ დროს ვინ იცოდა, სიტყვა ბიზნესმენი რა იყო? მაგათ, კორუმპირებულები ერქვათ. ბევრი ფული უნდა მქონოდა, რაიკომის მდივანი რომ გამოვსულიყავი. ნეტა, მქონოდა და ვყოფილიყავი კორუმპირებული (იცინის). არასდროს მქონია საკუთარი ბიზნესი, ამას ალღოც უნდა და საჭირო დროს, საჭირო ადგილას ყოფნა. ჩემთვის კი არც ეს დრო დადგა და ვერც იმ ადგილას მოვხვდი. თუმცა, ჩემს მეგობრებს, ვინც ახალ ბიზნესს კიდებს ხელს, მის აწყობაში ვეხმარები. სოციალურ ქსელში რომ გამოჩნდა ჩემი ფოტო, სადაც მოტოციკლზე ვარ შემოსკუპული კომბინეზონში და შეკვეთილ პიცას მივარბენინებ, მირეკავდნენ და მეუბნებობდნენ: ვა, ნიკა, ახალი სამსახური დაიწყე, პიცის მიმტანიც გახდიო. არადა, მეგობრებმა დაიწყეს პიცის ბიზნესი. მათ გამო გამოვეწყვე ასე და შემოვაჯექი მოტოციკლს. პიარი გავუკეთე და ყველას მიმტანი ვეგონე. გურმანი ვარ, აღნაგობაც მიწყობს ხელს და პიცის სარეკლამოდაც, ამიტომ გამოვდექი (იცინის). ისე, მე რომ წამომეწყო ეს ბიზნესი და თან, მიმტანიც თავად ვყოფილიყავი, კარგ ფულს დავატრიალებდი. მაგრამ, ვერ აუვიდოდი შეკვეთებს. უფრო სწორად, რომ მივიდოდი, ვიცი, დამპატიჟებდნენ. ჩავუჯდებოდი და იქვე დავრჩებოდი, ნაჭამ-ნასვამი. ისე, რომ დავაკვირდი, რესტორნის ბიზნესი ზედგამოჭრილი იქნებოდა ჩემთვის. მართალია, მოგება არ დამრჩებოდა, მაგრამ უფასოდ მაინც შევჭამდი.
– და, რომ ააწყო ეს ბიზნესი, რას დაარქმევ რესტორანს?
– ჩემი ამბავი რომ ვიცი, უნდა დავარქვა, რესტორანი „პოსლეზე“ (იცინის). ერთი ამბავი გამახსენდა რესტორანზე. მოკლედ, იყო რესტორანი, რომელსაც ასეთი წარწერა ჰქონდა: „მობრძანდით, მიირთვით უფასოდ, თქვენი შვილიშვილები გადაიხდიან“. ჩვენი ძმაკაცი შევიდა, შეუკვეთა, კარგად ჭამა, მადლობა გადაუხადა და გამოდის. კარებთნ ჩაავლეს ხელი და უთხრეს, სად მიდიხარ, ფულიო? რა ფული, ასე არ ჰქვია რესტორანს – შვილიშვილები გადაიხდიანო? ჰოდა, ელოდეთო (იცინის).  ჩემს მეგობარს ჰქონდა რესტორანი გახსნილი და მიდიოდნენ მეგობრები, იქეიფებდნენ „ნისიად“ და წამოვიდოდნენ. ეს მეგობარი გახდა ავად, თავში რაღაც აღმოაჩნდა და ოპერაცია გაიკეთა.  რამდენიმე თვე გავიდა და მეგობარი ურეკავს, დავჯდები რა შენს რესტორანში, სტუმრები მყავს და მერე გადაგიხდი ფულსო. კი, რა პრობლემაა, მაგრამ ხომ იცი, 400 ლარი გაქვს ვალიო. გადაირია ძმაკაცი, კაცო, ნახევარი თავი ამოგაჭრეს და მაინცადამაინც ნისიების რვეული დაგიტოვეს შიგო? (იცინის).
– იმხელა სამეგობრო გყავს, მგონი, რესტორნის ბიზნესი არ გამოგივა, წაგებაში წახვალ. ზოგადად, აზარტული თუ ხარ და ყველაზე ბევრი რამდენი მოგიგია ან წაგიგია?
– ძალიან აზარტული ვარ და ამიტომაც არ დავდივარ ისეთ დაწესებულებაში, სადაც ფულს წავაგებ. მაგიდის ქვეშ გაძრომაზე რომ არის თამაში და ვაგებ, იმას ვერ ვიტან და ფულის წაგებას ავიტან? თავის დროზე გაჩერება უნდა იცოდე კაცმა, თორემ თუ ჩაგითრია აზარტულმა თამაშმა, შეიძლება, „ტრუსიკ-მაიკით” დარჩე. ამერიკაში ვიყავი და წაგვიყვანეს ატლანტიკ-სიტიში, ნამდვილი პატარა ლას-ვეგასია და იქ გახლდით ტრამპის კაზინოში. „ლიმუზინით”  დაგვხვდნენ და მიგვიყვანეს კაზინოს შესასვლელამდე. გადავახურდავე ასი დოლარი და მივუჯექი მაგიდას. დაატრიალეს „რულეტკა” და მოვიგე ას ოთხმოცი დოლარი. მივხვდი, იქ უნდა „დამესტოპებინა“, ეს ფული ჩამედო ჯიბეში და სანამ ბოლო კაპიკსაც დავკარგავდი, გამოვსულიყავი.  ტუალეტში რომ შევედი და კარები მივხურე, იქაც კი სათამაშო აპარატი დამხვდა კარებზე ჩამოკიდებული. გადავირიე, კაცი, დრო რომ არ დაკარგო, ცალი ხელით თან საქმე და თან – თამაში (იცინის). არ დამავიწყდება, სპრინტში მოვიგე 25 მანეთი ბავშვობაში და ისეთი გახარებული ვიყავი, თავი მილიონერი მეგონა (იცინის).
– თუ წარმოიდგენდი, თერჯოლაში დაბადებული, ქუთაისში გაზრდილი ბიჭი, თბილისში ასეთი პოპულარული რომ გახდებოდი?
– ნამდვილად არ მქონია ამბიცია, პოპულარული ვყოფილიყავი, ასე გამოვიდა. ჩემ დროს ხალხი იმას ფიქრობდა, თავი რით გადაერჩინა, პოპულარობაზე ფიქრისთვის, ვის ცხელოდა. ერთი რომ დავდექი სცენაზე და „კავეენი” ვითამაშე, ვეღარ ჩამოვედი. დღეს, მიხარია, რომ მცნობენ და ჩემს დანახვაზე, ყველას ეცინება.
– მერე, არ გწყინს, ყველას რომ ეცინება შენს დანახვაზე?
– ერთმა მითხრა, ვაიმე, თქვენს დანახვაზე, სულ მეცინებაო. მე ვუპასუხე, აი, რომ აღარ გაგეცინება, მაშინ ვიქნები სატირელი-მეთქი (იცინის). ყველას ჰგონია, რადგან ვხუმრობ, არ მაქვს პრობლემები. ასე არ არის, როგორც ყველას, მეც მაწუხებს ყოფითი პრობლემები – ხან კარგ განწყობაზე ვარ და ხან, ცუდზე.
– თუ სახლში საჭმელი არ დაგხვდა, ამაზე არ ჯუჯღუნებ?
– გააჩნია, როგორ მეტყვის და შემომაპარაბს ცოლი ამ ამბავს (იცინის). ზოგადად, არ ვარ ჯუჯღუნა. ბოლო პერიოდში ძალიან გავსუქდი, არასწორმა კვებამ, ბანკეტებმა და შეხვედრებმა ჩემს გარეგნობაზეც იმოქმედა. ავარტყი 116 კილოს და ექიმს მივაკითხე. სამ თვეში 12 კილო დავიკელი. კოჭებს შვება მივეცი და საკუთრი ფეხები მლოცავდნენ (იცინის). დიეტებზე არ ვგიჟდები, თორემ დაკლება კიდევ მინდა. ნებისყოფა მაქვს, სუფრაზე მწვადი, შემწვარ-მოხრაკული რომ დევს, მე  გემრიელად მიჭამია კიტრი, პომიდორი და თან, ცრემლი მომდიოდა.
– ნიკა, როდის იდგა შენს ცხოვრებაში, ყველაზე უიმედო და რთული პერიოდი?
– როცა მამა გარდაიცვალა. მახსოვს, თერჯოლაში ვიყავი, ორი მეტრი თოვლი იყო, კოშმარულად მახსენდება ის პერიოდი. ბევრჯერ მქონია რთული და წარუმატებელი მომენტები, მაგრამ დეპრესიაში არ ვვარდები და თავის მოკვლამდე არ მივდივარ. თუ პრობლემა მაქვს, ამ დროს არ მიყვარს მარტო ყოფნა და სახლში ჩაკეტვა, მეგობრებთან ურთიერთობა და გულის გადაყოლება მირჩევნია. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც იღბლიანად მივიჩნევ თავს.
– ბოლო დროს, ბევრს მოგზაურობ. წარმომიდგენია, როგორი სახალისო იქნება შენთან ერთად უცხოეთში ყოფნა.
– უცხოეთი არ გამაგონოთ, კინაღამ საბერძნეთის ციხეში ამოვყავი თავი. მოკლედ, რომ ჩავედით მე და ვახო ბიჭიკაშვილი, მოგვცეს ბინის გასაღები. დავბინავდით და წავედით თევზის საჭმელად, მერე პიცა მივირთვით, ცოტა დავლიეთ, ბევრი ვიარეთ და გვიან ღამე მივედით ბინაში. შევარჭეთ გასაღები კარებში, ვატრიალებთ, ვერ ვაღებთ. უი, მგონი, სართული შეგვეშალაო, ავეთით ზევით სართულზე. ახლა იქ შევარჭვეთ და ვატრიალეთ, ვერ გავაღეთ. ერთი სართულით ზევით ავიწიეთ, მაგრამ, იქაც იგივე. მოკლედ, დავურეკეთ ბინის პატრონს და მოვიდა. რომ მოვუყევით სართულების ამბები, გადაირია. გადარჩენილი ხართ, ვინმე რომ არ გამოვიდა, თორემ სხვისი კარების გაღების მცდელობაზე, ციხეა და თან, საკმაოდ ბევრს აძლევენო. არადა, მე ჩემი გაჭირვება მქონდა და კიდევ ციხე და უბედურება მინდოდა? თანაც, უცხო ქვეყანაში? წარმოდგენაც კი არ მინდა, რამდენწლიანზე „გამსროკავდნენ“.
скачать dle 11.3