კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 როგორ „გადააგდო“ ქუთაისელმა ქურდმა გერმანელი გრაფი 75 მილიონ დოლარში

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური


უძვირფასესი ალაფი

მას შემდეგ, რაც 1945 წლის აპრილ-მაისში წითელმა არმიამ ფაშისტური გერმანიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავა, ჯარმა ძარცვა-გლეჯას მიჰყო ხელი და ეს საქმიანობა მათთვის არავის დაუშლია. სამი დღის შემდეგ, სტალინის სპეციალური ბრძანებით, მოროდიორად ცხადდებოდა ყველა ქურდი და მძარცველი. მოროდიორებს კი, ომის კანონის თანახმად, ხვრეტდნენ. გასაიდუმლოებული სტატისტიკის მიხედვით, ოკუპირებული გერმანიის ტერიტორიაზე რამდენიმე ათასი წითელარმიელი დახვრიტეს მოროდიორობისთვის. მართალია, სტალინის ბრძანება ყველა წითელარმიელს ეხებოდა, მაგრამ არმიის გენერლებსა და მარშლებს არავინ შეხებია. არადა, სწორედ ამ მაღალჩინოსნებმა გაიტანეს გერმანიიდან შეუფასებელი, უძვირფასესი ალაფი – დიდძალი ანტიკვარული სამკაული და ხელოვნების შედევრები. ამ მხრივ, ყველაზე მეტად დრეზდენის მუზეუმი დაზარალდა. მისი საცავებიდან  მარშალ გიორგი ჟუკოვის ხელქვეითებმა მსოფლიოს უდიდესი მხატვრების ნამუშევრები გაიტანეს, ერთმანეთში გაინაწილეს და საკუთარ ფეშენებელურ ბინებსა და აგარაკებზე დაკიდეს. მართალია, სტალინის ბრძანებით, ამ  ნაძარცვი ქონების უდიდესი ნაწილი მათ უკან დააბრუნეს, მაგრამ დაუბრუნებელი ალაფიც ძალიან დიდ სიმდიდრეს წარმოადგენდა და ის საბჭოთა ელიტის ცნობილ ოჯახებს ჰქონდათ დანაწილებული. ბრილიანტის სამკაულების ძვირფასი კოლექცია მარშალ როკოსოვსკის ბინის სეიფში ინახებოდა, რომელიც ერთ-ერთი გრაფის, ბერლინში მდებარე ცნობილი „ასობნიაკიდან” იყო გატანილი. გერმანელი გრაფი ანტიფაშისტი და კომუნისტების მომხრე აღმოჩნდა. 1953 წელს მან პირადად სტალინს მიმართა თხოვნით, რომ მისთვის ეს კოლექცია დაებრუნებინათ და საბჭოთა მმართველს მისი კუთვნილი ქონების სრული სია გაუგზავნა, რომელიც 45 სამკაულისგან შედგებოდა. ძვირფასეულობის დაბრუნების პროცესს სტალინის სიკვდილმა შეუშალა ხელი და კოლექცია კვლავ საბჭოთა მარშალს დარჩა. თუმცა, დასავლეთის პრესაში კოლექციის სრული აღწერილობა და ფოტოები გამოქვეყნდა. საქმეში „ინტერპოლი“ ჩაერთო და გრაფმა უკვე საერთაშორისო სამართლის მეშვეობით სცადა საკუთარი ქონების დაბრუნება, რაზეც უპასუხეს, რომ სამკაულების კოლექცია საბჭოთა კავშირში არ იყო. ასეთმა პასუხმა გრაფი შოკში ჩააგდო.
ფოტობრალდება
ბრილიანტების სკანდალი ნელ-ნელა დავიწყებას მიეცა და რადგან სამართალს ვერ მიაღწია, მოხუცმა გრაფმაც დაიოკა ვნებები. თუმცა, ძველებურად აღარ თანაუგრძნობდა კომუნისტებს და მათ გაიძვერებს ეძახდა. ხრუშჩოვს კი მიწასთან ასწორებდა.
1963 წლის დასაწყისში ბრილიანტების სკანდალმა ახალი ძალით იფეთქა. საქმე ის გახლდათ, რომ ერთ-ერთი გერმანული ჟურნალის მოსკოველმა კორესპონდენტმა  დასავლეთ გერმანიაში ფერადი ფოტოები გაგზავნა, რომელიც ჟურნალში გამოაქვეყნეს. ფოტოებზე კი საბჭოთა ელიტის საახალწლო წვეულების კადრები იყო ასახული. ერთ-ერთ კადრში მსხვილი პლანით ჩანდა, საბჭოთა კინოვარსკვლავი ქალი, რომელსაც ყელზე ბრილიანტის უძვირფასესი ყელსაბამი ეკეთა და ის გრაფის კოლექციიდან გახლდათ. კინოვარსკვლავი მარშალ როკოსოვსკის საყვარელი იყო. მოხუცმა გრაფმა ჟურნალში გამოქვეყნებული სურათი რომ ნახა, ფაქტები შეაჯერა, გააანალიზა და „ინტერპოლში“ ხელმეორე განცხადება შეიტანა. როკოსოვსკის დაპატიმრება, კოლექციის ჩამორთმევა და გასამართლება მოითხოვა. აბა, როკოსოვსკის ვინ დაიჭერდა. ამიტომ, საბჭოთა მთავრობამ ფოტოები ფალსიფიკაციად გამოაცხადა. გერმანელი ფოტოკორესპონდენტი მოსკოვიდან გააძევეს, მოხუცი გრაფი კი, შეშლილად შერაცხეს.

მეტსახელად „კატა“
მოხუცი გრაფი, 81 წლის ჰერმან ფონ რუნელსბურგი,  კერკეტი კაკალი აღმოჩნდა. ის დანებებას არ აპირებდა და გადაწყვიტა, ბოლომდე ებრძოლა და საკუთარი კოლექცია დაებრუნებინა. გრაფმა ამის გაკეთება კრიმინალური გზით გადაწყვიტა და 1963 წლის 16 თებერვალს, ქალაქ ჰანოვერის მკაცრი რეჟიმის ციხიდან გათავისუფლებულ პატიმარს, 40 წლის გიორგი ჯოხაძეს დახვდა. „ლიმუზინში“ ჩაისვა და თავის საგვარეულო ციხესიმაგრეში წაიყვანა. 1923 წელს დაბადებული ჯოხაძე, 1946 წელს პირველად ფრანგულ საოკუპაციო ზონაში დააპატიმრეს სხვისი გვარით და ქურდობისთვის ოთხი წელი მიუსაჯეს. ციხიდან გათავისუფლებულმა ჯოხაძემ ფედერაციული გერმანიის მოქალაქეობა მიიღო და კიდევ ორჯერ მოიხადა სასჯელი, მაგრამ უკვე საკუთარი გვარით. ჯოხაძე ქუთაისელი იყო. 1942 წელს ის ციხეში იჯდა და იქიდან ფრონტზე წაიყვანეს. ის ბერლინამდე მივიდა, თუმცა მოროდიორობისთვის დააპატიმრეს და უნდა დაეხვრიტათ, მაგრამ გაქცევა მოახერხა. ქუთაისში ჯოხაძეს „კატას“ ეძახდნენ და კვალიფიციურ ქურდად ითვლებოდა. მოხუცმა გრაფმა მას თავისი ნათესავის, კაპიტან შმიდტის მეშვეობით მიაგნო, რომელსაც ბრილიანტების დაბრუნების საკუთარი გეგმა ჰქონდა. შმიდტი ჰანოვერის ციხის სარეჟიმო ნაწილში მსახურობდა, პატიმრების პირად საქმეებს განაგებდა და გრაფს მან ურჩია ჯოხაძის დაქირავება ბრილიანტების დასაბრუნებლად.
ჯოხაძე ბრწყინვალე ფორმაში იყო. მან თანხმობა განუცხადა გრაფს, რომელიც მილიონ მარკას შეჰპირდა.
– საბუთები და ფული ერთ კვირაში გადმოგეცემათ და მოსკოვში ბუდაპეშტის გავლით ჩამოვალ. ღმერთი არ გაგიწყრეთ და ჩემი მოტყუება არ სცადოთ, რადგან ბრილიანტებს მაინც  ვერ გაყიდით. თუ გაიქცევით, მთელ მსოფლიოში მოგძებნიან, დაგიჭერენ, უვადო პატიმრობას მოგისჯიან და ციხეში მოკვდებით. ჩემს შეკვეთას თუ შეასრულებთ, მილიონ მარკას მიიღებთ და სიცოცხლის ბოლომდე უზრუნველად იცხოვრებთ, – უთხრა გრაფმა „კატას“.
1963 წლის 9 მაისს, ანუ ფაშიზმზე გამარჯვების 18 წლისთავზე, მარშალ როკოსოვსკის ბინა, რომელიც მოსკოვის ცენტრში მდებარეობდა, გაიძარცვა. გახსნილი იყო მხოლოდ სეიფი, სადაც 44 ცალი ძვირფასი ბრილიანტის სამკაული ინახებოდა. მაშინ ეს განძი 75 მილიონი დოლარი ღირდა.
გიორგი ჯოხაძეს გრაფისთვის ბრილიანტები არ დაუბრუნებია. სავარაუდოდ, ოკეანის გაღმა, ამერიკის კონტინენტის ერთ-ერთ ლათინურ ქვეყანაში გაიტანა და გაუჩინარდა. მოხუცი რუნელსბურგის მემუარები გრაფის სიკვდილის მერე, 1969 წელს გერმანიაში გამოიცა, სადაც გრაფი მისი „გადაგდების“ ეპიზოდსაც აღწერს.
P. S. გრაფის კოლექციის ერთ-ერთი სამკაული, 1989 წელს, ერთ-ერთ ცნობილ ევროპულ აუქციონზე 2 მილიონ 850 ათას დოლარად გაიყიდა, მაგრამ ის „ინტერპოლმა“ ამოიღო და გრაფის შთამომავლებს დაუბრუნა. სამკაულის ინკოგნიტო გამყიდველი კი ვერ აღმოაჩინეს, ისევე, როგორც ის დანარჩენი, 43 ბრილიანტის სამკაული, რომელსაც დღემდე ეძებენ.
скачать dle 11.3