კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 რატომ დაუბრუნა ბექა ჯაყელმა დავით მერვეს, მისივე მამის, დიმიტრი თავდადებულის მიერ მიბარებული სამეფო განძი

თათია ფარესაშვილი გია მამალაძე


1291 წლის 12 მარტს, დიმიტრი თავდადებულის მოკვდინებიდან ზუსტად ორ წელიწადში, უცნობი ქართველი ჟამთააღმწერლის თქმით, მონღოლმა ნოინებმა, თავისივე კარავში, მოაშთვეს არღუნ ყაენი. რაშიდ ად-დინის ცნობით, არღუნი მოკვდა 10 მარტს. ყაენი ოთხი თვე მძიმე დაავადებით იტანჯებოდა, დამბლა დაეცა. ჩვენი მემატიანის გადმოცემით, ხორცი დაულპა, ძვლები ამოსცვივდა და საშინელი სანახავი იყოო.
საილხანოს ტახტზე რამდენიმე კანდიდატს ჰქონდა პრეტენზია. 1291 წლის 23 ივლისს,  ქალაქ ხლათში შედგა ყურულთაი, ჰულაგუიანმა უფლისწულებმა და ნოინებმა ილხანთა ტახტზე დასვეს არღუნის ძმა, ქეღათუ. 1292 წლის 29 ივლისს, საბოლოოდ ძალაში შევიდა ქეღათუს გაილხანება, მონღოლთა დიდი ყაენის, ყუბილაის მიერ დამტკიცების შემდეგ, რომელიც უპირატესად ითვლებოდა ოთხი მონღოლური იმპერიის მმართველთა შორის.
აღმოსავლეთ საქართველოს ტახტზე, ტფილისში იჯდა ვახტანგ მეორე, დავით ნარინის უფროსი ვაჟი და მემკვიდრე. დასავლეთ საქართველოს ტახტზე, ქუთათისში იჯდა ვახტანგის მამა, დავით მეშვიდე ნარინი, რუსუდანის ძე. საქართველო, ფაქტობრივად, ერთიანდებოდა.
გარდაცვალებამდე დაახლოებით ორი წლით ადრე, არღუნ ყაენს მოუკვდა საყვარელი ცოლი. მან მისწერა მონღოლთა დიდ ყაენს, პაპამისის, ჰულაგუს ძმას, ყუბილაის და სთხოვა, გარდაცვლილი ცოლის რომელიმე ნათესავი გამოეგზავნა მისთვის საცოლედ. ყუბილაიმ აარჩია საპატარძლო და გამოუგზავნა არღუნს საზღვაო, უფრო უსაფრთხო, გზით. საპატარძლო პრინცესა ჩააბარეს მარკო პოლოს, რომელიც გამოცდილი მოგზაური იყო და მსახურობდა დიდი ყაენის სახელმწიფოში. მაგრამ საცოლესა და მარკო პოლოს არღუნი გარდაცვლილი დახვდათ, ამიტომ, ახალმა ყაენმა ქეღათუმ პრინცესა ცოლად შერთო არღუნის ვაჟს, ყაზანს.
ქეღათუ ილხანი პატივისცემით ექცეოდა ვახტანგ მეორეს. მაგრამ, მოულოდნელად, დაავადდა ვახტანგ ნარინის ძე და გარდაიცვალა. ვახტანგის გარდაცვალება ძალიან ეწყინა ყველას, თვით დავით უფლისწულსაც, დიმიტრი მეორის უფროს ვაჟს და ტფილისის ტახტის კანონიერ მემკვიდრეს, რადგან ძალიან კარგი ადამიანი ყოფილა ახალგაზრდა მეფე. დავით უფლისწული ლაშა-გიორგის ვაჟის, დავით ულუს შვილიშვილი იყო, ქართველი მეფეების მამრობითი ხაზის გამგრძელებელი. დავით ნარინი კი რუსუდან მეფის ძე გახლდათ. რუსუდანმა ლაშას მიერ, სიკვდილის წინ, დროებით ჩაბარებული ტახტი საბოლოოდ მიითვისა. ლაშას ძე კი თავის სიძეს, რუმის (იკონიის) სულთან ყიასდინს (ყიასედდინ ქეი ხოსროვ მეორეს) ციხეში გამოაკეტვინა, საიდანაც ძლივს გამოვიდა ცოცხალი, მონღოლების დახმარებით.
დავით ნარინი, ფაქტობრივად, გადაყვა საყვარელი პირმშოს სიკვდილს და მალე გარდაიცვალა კიდეც. ტფილისის ტახტი გამოთავისუფლდა და ელოდა კანონიერ მემკვიდრეს.
დავით ნარინს დარჩა სამი ვაჟი, კონსტანტინე, მიქელი და ალექსანდრე. პირმშოობის პრინციპით, ქუთათისის ტახტი დაიკავა კონსტანტინემ, მაგრამ მიქელმა მოინდომა ტახტის წართმევა. მიქელს დაუკავებია რაჭა და არგვეთი. აიშალა დასავლეთ საქართველოს სამეფო. ძმები ხან შერიგდებოდნენ, ხან ისევ ებრძოდნენ ერთმანეთს. ამან დაასუსტა ცენტრალური ხელისუფლება, გააძლიერა ერისთავების გავლენა ადგილებზე და სეპარატიზმს ჩაუყარა საფუძველი. ძმათა შორის ბრძოლა გაგრძელდა 1327 წლამდე, მეფე კონსტანტინე პირველის გარდაცვალებამდე. სამეფო ტახტი, როგორც იქნა, ხელში ჩაიგდო მიქელმა, მაგრამ, ეს უკვე არ გახლდათ დასავლეთ საქართველოს ერთიანი სახელმწიფო, რომელიც მონღოლებს არ ემორჩილებოდა, არამედ იყო დასუსტებული სამეფო. ასე ჩაუყარა საფუძველი ერთიანი საქართველოს სამეფოს დაშლას რუსუდანის მიერ ძმიშვილის ტახტის მემკვიდრეობიდან ჩამოცილების სურვილმა, მერე ორმეფობამ, მერე მიქელის მიერ ძმისთვის ტახტის წართმევის მცდელობამ, რა თქმა უნდა, სხვა მოვლენებთან ერთად.
ვახტანგ მეორის გარდაცვალების დროს, უფლისწული დავით დიმიტრის ძე საილხანოში იზრდებოდა ტაჩარ ნოინთან.
შამანებმა (მჩხიბავებმა, წინასწარმეტყველებმა) დაარწმუნეს ქეღათუ, შენმა ძმამ არღუნმა იმიტომ ვერ იბატონა დიდხანს და იმიტომ მოკვდა საშინელი წამებით, რომ ბევრი სისხლი დაღვარა, სასტიკი იყო და ცოდვიანიო. მსგავსი რამ ჩვენს უცნობ ჟამთააღმწერელსაც აქვს ნათქვამი, რომ ქეღათუ მირონცხებულ მეფეს, ვახტანგს კარგად ეპყრობოდა, რადგან არღუნ ყაენის წამებით გარდაცვალება, არღუნის, დიმიტრი მეფისადმი გამოჩენილი სისასტიკის გამო, სასჯელად მიაჩნდაო. ძველ დროში მეფის მკვლელობა დიდ ცოდვად ითვლებოდა, ყველა ხალხს შორის.
მჩხიბავების მიერ დაშინებულმა ქეღათუმ არ დასაჯა თავისი ძველი მოწინააღმდეგეები, რომლებიც მის გაილხანებას ეწინააღმდეგებოდნენ და ებრძოდნენ, პირიქით ზოგი დააწინაურა კიდეც.
ქეღათუ ცდილობდა, კარგი ურთიერთობა ჰქონოდა სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებთან. ქრისტიანული, მაჰმადიანური, იუდაისტური და წარმართული რელიგიები საილხანოში ოფიციალური სტატუსით სარგებლობდნენ.  
დიდ პატივს სცემდა ახალი ყაენი თავის ნათესავებს, უფლისწულებს, პრინცესებს და მათ დედებს, ასევე ნოინებს. უზარმაზარ თანხებს გასცემდა მათ დასასაჩუქრებლად. მათ შორის, იმათთვისაც, ვინც შეიძლება, მის წინააღმდეგ გამოსულიყო მომავალში. არ უჯერებდა მრჩევლებს, რომლებიც აფრთხილებდნენ.
სიხარულით შეხვდა ქეღათუ ყაენი მშვიდობის დამყარების წინადადებას ოქროს ურდოს ყაენ თოხთასგან.
საილხანოში ეკონომიკური კრიზისი იყო. ეკონომიკის გამყარების მიზნით, და რათა ოქრო და ვერცხლი ხაზინას დარჩენოდა, თავისი ვეზირების რჩევითა და საილხანოში დიდი ყაენის წარმომადგენლის, ბულათ ჩინქიშანის მონათხრობის მიხედვით, ქეღათუმ 1294 წელს, ჩინეთის მსგავსად, გამოუშვა ქაღალდის ფული, ჩაო, რომელსაც ხელოვნურად გამყარებული კურსი უნდა ჰქონოდა, მაგრამ ვერ მოხერხდა მისი დამკვიდრება საილხანოში. ქაღალდის ფულის გამოშვებამ გამოიწვია უფრო საშინელი კრიზისი და დიდი უკმაყოფილება.
ასეთი პოლიტიკა ჰქონდა ქეღათუს. კრიტიკაც ბევრია მასზე. ვრცელდებოდა ცნობები, რომ უყვარდა ღვინო, ქალები, გარყვნილი და მფლანგველი იყოო.
გაილხანებიდან მალე ქეღათუ ილხანს მოუწია გალაშქრება მცირე აზიაში, სადაც იახლა დიმიტრი თავდადებულის უფროსი ვაჟი, დავითი, რომელიც, როგორც ვთქვით, მის ულუსში იზრდებოდა და ასევე, ქართველთა ჯარი. გამგზავრებამდე საილხანოს ტახტი და თავისი ოჯახი ჩააბარა ელგონ ნოინს. საქართველოს ათაბაგი ხუტლუბუღა და ქართველი დიდებულების ნაწილი საყარაულოდ დააყენა მუღანში (ახლანდელი აზერბაიჯანი), რათა ოქროს ურდოდან შემოტევის შემთხვევაში, დაეცვათ საილხანო.
მონღოლებმა წარმატებას მიაღწიეს. ბრძოლებში თავი გამოიჩინეს დავით უფლისწულმა და ქართულმა ნაწილებმა. მცირე აზიიდან დაბრუნებისას ყაენმა ქეღათუმ დაიბარა დავით უფლისწული და უთხრა:
„რადგან თავგანწირულად მემსახურე და ხარ ჩემი ერთგული, გაძლევ მეფობას და შენს სამეფოს მთლიანად“.
დაისიძა დავითი და ცოლად მისცა თავისი დაქვრივებული და ოლჯათი, რომელიც ადრე მისმა უფროსმა ძმამ, არღუნ ყაენმა, მიათხოვა დავითის წინამორბედ მეფეს, ვახტანგ მეორეს.
გამოაგზავნა ყაენმა ტფილისში სიძე და თან გამოატანა შანშე მხარგრძელი, ხუტლუბუღა ათაბაგი, სხვა დიდებულები და ქართული ჯარი, რომლებიც მაშინ ყაენთან იმყოფებოდნენ. შეიკრიბნენ აღმოსავლეთ საქართველოს დიდებულები დავითის მეფედ გამოსაცხადებლად ტფილისში. სამცხიდან მოიწვიეს ბექა ჯაყელი, მაგრამ ის არ მივიდა, „რამეთუ ფრიად განდიდებულ იყო“, თვითონ აღარსად დადიოდა, არც ყაენთან და არც მეფესთან. თავის მაგიერ ბექამ გამოაგზავნა საკუთარი ძე, სამცხის სპასალარი სარგისი. რაც მთავარია, გამოატანა დიმიტრი მეფის მიერ მასთან დატოვებული ქონება, რომელიც თავდადებულმა მეფემ საყაენოში წასვლისას ჩააბარა. დავითი უკვე მეფე იყო და იმ ქონების პატრონი. ჩამოიტანა სარგისმა ტფილისში განძი, მათ შორის, უძვირფასესი სარტყელიც და გადასცა მეფეს.
კათალიკოსმა აბრაჰამ პირველმა და ეპისკოპოსებმა აკურთხეს დავით მერვე.
скачать dle 11.3