კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 კითხვა-პასუხი

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე


კითხვა: მაქვს მშრალი სახის კანი, ვხმარობ მშრალი კანისთვის კრემს, მაგრამ არ მშველის. იქნებ მირჩიოთ რა გავაკეთო?
პასუხი:
კანის სიმშრალის რამდენიმე მიზეზი არსებობს: ამინდი – კანზე მზის სხივების, ქარის, სიცივის პირდაპირი ზემოქმედება; ჰაერის სიმშრალე, რომელსაც განაპირობებს ზამთარში სახლის გადამეტებული გათბობა, ზაფხულში – კონდიციონერი. ცხელი წყლით ხშირი ბანაობა, ტუტე საპნის გამოყენება, კოსმეტიკის ზედმეტი მოხმარება; კანის სიმშრალის მიზეზი შეიძლება იყოს ზოგიერთი დაავადებაც, რომელსაც ხშირად ქავილიც ახლავს: შაქრიანი დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერაქტიურობა, ალერგია, ფსორიაზი, დერმატიტი, ეგზემა; მემკვდრული წინასწარგანწყობა; კანის დაბერებას ახლავს კანის ელასტიკურობის დაქვეითება და სიმშრალე. ახლა გასწავლით, თუ როგორ უნდა მოუაროთ მშრალ კანს: აუცილებელია გამოძინება. ძილის დროს კანის უჯრედები აღდგება, კანი ისვენებს, ასევე, რეგულარული ფიზიკური ვარჯიში და კანის ზედაპირის მხუბუქი მასაჟი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, კანის უჯრედებს მიეწოდება ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები. ორგანიზმში სითხის დეფიციტის აღსადგენად და კანისთვის სინოტივის შესანარჩუნებლად უნდა დალიოთ დღეში 2 ლიტრზე მეტი წყალი. საკვები რაციონი გაამდიდრეთ მარცვლეული კულტურით, კაკლით, ხილითა და ბოსტნეულით, A და C ვიტამინებით მდიდარი პროდუქტებით. შეზღუდეთ შაქრის, შოკოლადის, კოფეინის შემცველი პროდუქტებისა და ცხიმის მიღება. უარი თქვით სიგარეტსა და ალკოჰოლზე; ერიდეთ ტემპერატურის მკვეთრ ცვალებადობას, ზედმეტ გადახურებას ან გაციებას. შხაპი და აბაზანა დღეში 2-ჯერ მეტად არ მიიღოთ, არ დაიბანოთ ძალიან ცხელი წყლით, გამოიყენეთ საპონი ნეიტრალური PH-ით. ბანაობის შემდეგ კანი ნაზად გაიმშრალეთ, უხეშად არ გაიწმინდოთ. ეს გამოიწვევს მშრალი კანის გაღიზიანებას, რადგან მშრალი კანისთვის განკუთვნილი კრემები არ გშველით, გირჩევთ, მიმართოთ ენდოკრინოლოგს და დერმატოლოგს ზემოთ დასახელებული დაავადებების გამოსარიცხად.
კითხვა: მაჩუქეს ღამის მკვებავი, თმის კრემი. თმის ბოლოები გაყოფილი მაქვს და ვინც მაჩუქა, მითხრა, ამისთვის კარგიაო. არადა, მის შესახებ, ადრე არ მსმენია და არც მეგობრებს გამოუყენებიათ, რომ რჩევა მომცენ. არ ვიცი, როგორ გამოვიყენო და იქნებ მასწავლოთ?
პასუხი:
ძალიან ცოტა ქალი თუ იყენებს ღამის მკვებავ კრემს თმისთვის. არადა, თითქმის ყველა ცნობილ ბრენდს აქვს ასეთი პროდუქცია. ასეთი კრემები თმის მთელს სიგრძეზე უნდა წაისვათ და არა თმის ძირებზე. მერე კი მთელი ღამის განმავლობაში გაიჩერეთ. თმა სუფთა და ოდნავ ნესტიანი უნდა გქონდეთ. თმაზე მოიხვიეთ პირსახოცი ან დაიხურეთ ქუდი ისე, რომ თმის ღერები არ დაიჭიმოს. დილით გრილი წყლით ჩამოიბანეთ. თმა გლუვი და ბზინვარე იქნება. თუ თმის ბოლოები გაყოფილი გაქვთ, ალოეს ნიღაბს მიანიჭეთ უპირატესობა.
скачать dle 11.3