კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 ჩირქოვანი იარების, წყლულების, მასტიტის, ეგზემისა და პოდაგრის მკურნალობა

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე


ხალხურ მედიცინაში ოროვანდის ახალი ფოთლების წვენით წარმატებით მკურნალობენ სხვადასხვა სახეობის კისტას: თირკმელებზე, საშვილოსნოსა და საკვერცხეებზე. მკურნალობა ოროვანდის წვენით ხანგრძლივია და საჭიროებს დისციპლინას. სამაგიეროდ, ამ საშუალებით ერთხელ მკურნალობის შემთხვევაშიც კი, სამუდამოდ შეიძლება ამ პრობლემისგან გათავისუფლება.
1. ოროვანდის ფესვები გამოიყენება ოსტეოქონდროზის, რევმატიზმისა და პოდაგრის, შაქრიანი დიაბეტის, სუნთქვითი ორგანოებისა და კუჭ-ნაწლავის, შარდკენჭოვანი დაავადებების, კუჭში შეკრულობის, ბუასილის, კანზე გამონაყრისა და წყლულების სამკურნალოდ.
2. ოროვანდი – ძველი შემოწმებული საშუალებაა. მის ძალას მიომა, ფიბრომა და სხვა ახალი წარმონაქმნებიც  ემორჩილება, რადგან სიმსივნის საწინააღმდეგო და გამწოვი თვისებები აქვს. ოროვანდი არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას ორგანიზმში, კურნავს კუჭ-ნაწლავის მთელ სისტემას, წმენდს სისხლს.
3. ჩირქოვანი იარების, წყლულების, მასტიტის, ეგზემისა და პოდაგრის დროს – ოროვანდის დასრესილი ფოთლები ქვედა მხრიდან დაიდეთ დაზიანებულ ადგილზე.
4. ფიბრომიომისა და საშვილოსნოს მიომის დროს – 2 სადილის კოვზ გამხმარ ოროვანდის ფოთლებს დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, 10 საათი გააჩერეთ მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში თბილ ადგილას. გაწურეთ და მიიღეთ 100 მილილიტრი ნაყენი 4-ჯერ დღეში.
5. ქუსლების წანაზარდებზე – „დეზებზე“ დაიდეთ ოროვანდის ფოთლები და მჭიდროდ შეიხვიეთ, ჩაიცვით წინდა. ერთი დღე-ღამის შემდეგ ახალი კომპრესი გაიკეთეთ. საჭიროა 5 პროცედურა.
ოროვანდის ახალგაზრდა ფოთლები (აგვისტო ბოლო ვადაა წვენის მოსამზადებლად) გარეცხეთ და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. გაწურეთ და წვენი გადაასხით შუშის ქილაში. შეინახეთ მაცივარში.
მიიღეთ: პირველ და მეორე დღეს – 1 ჩაის კოვზი 2-ჯერ დღეში. მე-3, მე-4 და მომდევნო დღეებში – 1 ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში.
მკურნალობის კურსი – ერთი თვე. თუ ერთ  თვეში კისტა მთლიანად არ გაიწოვა, მოგიწევთ მკურნალობის კურსის განმეორება. სულ შეიძლება, დაგჭირდეთ 3 კურსი, კურსებს შორის ერთთვიანი შესვენებით. მკურნალობის პროცესში, ძილის წინ, წელის არეში შეიძლება ოროვანდის ზეთის შეზელვა, რაც გააძლიერებს ეფექტს და დააჩქარებს გამოჯანმრთელებას.
1 სადილის კოვზ დაქუცმაცებულ ოროვანდის ფესვებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი და 10 წუთით ადუღეთ. 1 საათი გააჩერეთ თავდახურული. ნაყენი გამოიყენეთ საფენებისთვის, კომპრესებისა და გამოსავლებად.
 2 სადილის კოვზი დაქუცმაცებული ფესვები ჩაყარეთ თერმოსში, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 საათი. გაწურეთ და მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე, რეკომენდებულია ოსტეოქონდროზის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის.

რევმატიზმისა და სახსრების ტკივილის დროს გამოიყენეთ იასამანი
იასამანში შედის ეთერზეთები და ფლავონოიდები, რაც დადებითად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელი ფერმენტების გამომუშავებაზე. იასამანს გააჩნია სიცხის დამწევი, ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და შარდმდენი მოქმედება. იასამნისგან ამზადებენ ნაყენებს, ჩაის, კომპრესებს, მალამოს. მის გაუშლელ კვირტებს სისხლში შაქრის დონის შესამცირებლად იყენებენ. იასამნის ყვავილები შველის რევმატიზმს, კუჭის მოქმედების დარღვევასა და მალარიას.
მცენარის ფოთლებისგან დამზადებულ ნაყენს ხალხურ მედიცინაში იყენებენ თირკმელში კენჭებისა და ტკივილის დროს. 2 სადილის კოვზ იასამნის ფოთლებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე, დადგით თბილ ადგილზე 2-3 საათის განმავლობაში, შემდეგ გაწურეთ და დალიეთ 3-ჯერ დღეში ჭამამდე. კურსი უნდა გაგრძელდეს 2 კვირა.
იგივე ფოთლების ნაყენი გამოიყენება მარილების, რევმატიზმის, სახსრების ტკივილისა და პოდაგრის დროს. ამ შემთხვევაში, ნაყენის მოსამზადებლად საჭიროა 100 გრამი ახალი ფოთოლი. დაასხით 1 ლიტრი არაყი და 2 კვირის განმავლობაში გააჩერეთ ბნელ ადგილზე. ამგვარი სითხე მიიღეთ 30 წვეთი სამჯერ დღეში, ჭამამდე, უფრო მეტი ეფექტის მისაღებად. ამგვარი ნაყენით შეიძლება დაისრისოთ მტკივნეული ადგილები.
იასამნის ფოთლების ნახარში გამოიყენება თმის ძირების გასამაგრებლადაც.
იასამნის ფოთლის ნახარში კარგია გაციებისას, ზედა და ქვედა სასუნთქ გზებში არსებული ტკივილის შესამსუბუქებლად, ხველებისა და ბრონქიტის დროს.
რევმატოიდული ართრიტის დროს კარგი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვს იასამნის ყვავილებისგან მომზადებულ მალამოს. მოსამზადებლად საჭიროა: 2 სადილის კოვზი მშრალი ყვავილები აურიოთ 2 სადილის კოვზ ნაღების კარაქში და შეიზილოთ მტკივნეულ ადგილზე.
იასამნის ყვავილების ნაყენი შველის ნევრალგიას და ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას. რეკომენდებულია რევმატიული ტკივილებისა და რადიკულიტის დროს.  ყვავილები და ფოთლები დააქუცმაცეთ, 2 სადილის კოვზს დაასხით 0,5 ლიტრი 40-პროცენტიანი სპირტი და სამი საათით დადგით. ნაყენი შეგიძლიათ, გამოიყენოთ მტკივანი ადგილების დასაზელად და კომპრესისთვის. იასამნის ექსტრაქტს შეიცავს მრავალი ფარმაცევტული პრეპარატი – ანთების საწინააღმდეგო მალამოები და გელი, რომლებიც რევმატიზმის სამკურნალოდ გამოიყენება.
იასამნის ჩაი ხსნის თვალის უპეების ჩაშავებას. ამისთვის უნდა მოხარშოთ იასამნის ყვავილები, გააჩეროთ 7 წუთი, გაწუროთ, გააგრილოთ, დაასველოთ მასში ბამბა და დაიდოთ თვალებზე. გაიჩერეთ 10 წუთის განმავლობაში. ამ პროცედურის ჩატარება რეკომენდებულია დილით და საღამოს.
სამედიცინო მიზნით იყენებენ იასამნის ხის ქერქსაც. მისგან დამზადებულ ნაყენს ისმევენ დერმატიტით დაავადებულ კანზე. იგივე ნაყენი ეხმარება ტკივილის გაყუჩებაში რევმატიზმის, სახსრების დაავადებისა და ოსტეოქონდროზის დროს.
იასამნის არომატი დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, აქვს დამამშვიდებელი ეფექტი, ხსნის დაღლილობას.
იასამნის ნაყენს სვამენ, როგორც მადის აღმძვრელ საშუალებას – 1-2 სადილის კოვზს დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. იასამნის პრეპარატები არეგულირებს მენსტრუალურ ციკლს. გაითვალისწინეთ: შინაგანი მიღებისთვის უმჯობესია, ხმელი ყვავილებისა და ფოთლების ნაყენი გამოიყენოთ. ახალდაკრეფილ, ცოცხალ ყვავილებსა და ფოთლებში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები საკმაოდ ტოქსიკურია და შესაძლოა, გავნოთ. იასამანი ასე გაახმეთ: დაკრიფეთ, შეკარით მომცრო კონებად და დატოვეთ სათავსოში, რომელიც კარგად ნიავდება. ზამთარში ეს მარაგი ძალიან გამოგადგებათ. იასამანი შეიძლება, მომწამვლელიც აღმოჩნდეს, ამიტომ მისი გამოყენებისას აუცილებელია, არ გადააჭარბოთ მითითებულ დოზებს.

ანწლის სასარგებლო თვისებები
მცენარე ყვავილობს მაის-ივლისში, ნაყოფი მწიფდება ივლის-აგვისტოში.
გავრცელებულია ნესტიან ადგილებში. იზრდება ღობის ძირას, ტყის პირას, გზის პირას. სამკურნალოა ფესვები, ფოთლები და ნაყოფი. ნაყოფს აგროვებენ სრული სიმწიფის პერიოდში. ხალხურ მედიცინაში ნაყოფის შაქრიანი ნაყენი კუჭის შემკვრელი უებარი საშუალებაა, ხოლო ფესვებისა და ფოთლების წვენი გამოიყენება ყურის ტკივილის დროს ანთების საწინააღმდეგოდ. მტკივან ყურში იწვეთებენ 2-2 წვეთ ფესვის ან ფოთლის თბილ წვენს.
1 სადილის კოვზ დაქუცმაცებულ ყვავილს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი. დაახურეთ და დატოვეთ მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წუთით. შემდეგ, 45 წუთის განმავლობაში გააგრილეთ და გაფილტრეთ. უნდა მიიღოთ თბილ-თბილი, ნახევარი ჭიქა დღეში 2-3-ჯერ, ზედა სასუნთქი გზების დაავადების დროს. ამ ნაყენით შეიძლება ფილტვის დაავადებების მკურნალობაც. ცივი ნაყენით შეგიძლიათ, ჩამოიბანოთ დაღლილი და ანთებიანი თვალები – სიწითლე გაქრება. ნაყენი სასარგებლოა გინეკოლოგიური დაავადებების დროსაც.
შავი ანწლის ნაყოფს აქვს ოფლმდენი, შარდმდენი, ანთების საწინააღმდეგო, ნაღველმდენი, კუჭში შემკვრელიც და გამხსნელიც, სიცხის დამწევი, ამოსახველებელი, დამამშვიდებელი, კანის დაავადებების მიმართ ორგანიზმის მედეგობის მასტიმულირებელი თვისებები.
შავი ანწლის ფოთლები და ნაყოფი სისხლს წმენდს. ნაყოფი ააქტიურებს ჰორმონების გამომმუშავებელი ჯირკვლების მუშაობას და დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე.
სასარგებლოა რევმატიზმების, პოდაგრის, შაქრიანი დიაბეტის, ნაღველმდენი გზებისა და ღვიძლის დაავადებების, ჰეპატიტის დროს.
გარეგანად ანწლს დამწვრობებსა და ტროფიკულ წყლულებზე იყენებენ.
შავი ანწლის სამკურნალო თვისებები იმდენად მრავალმხრივია, რომ შეიძლება, გამოიყენოთ დამხმარე საშუალებად კუჭისა და კანის კიბოს წინააღმდეგ. კუჭის კიბოს დროს, ავადმყოფმა შავი ანწლის ხილფაფა უნდა მიიღოს, კანის კიბოს დროს კი – შავი ანწლის წვენისგან დამზადებული ექსტრაქტი.
შავი ანწლის ფოთლებსაც, ისევე როგორც ყვავილებს, სიცხის დამწევი, შარდმდენი, დამამშვიდებელი თვისებები აქვს. ეფექტს მაშინვე იგრძნობთ, თუ მას დამწვრობის, ჰემოროიდული კვანძების, ფურუნკულების დროს გამოიყენებთ.
შავი ანწლი ზომიერად ტოქსიკური მცენარეა. ამიტომ, მისი მიღება უკუნაჩვენებია ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს. 12 წლამდე ბავშვებისთვის კი მისი სამკურნალოდ მიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით შეიძლება.
ზოგადად, შავი ანწლის უმად მიღება რეკომენდებული არ არის. მას პირღებინების, ფაღარათის ან მძიმე მოწამვლის გამოწვევაც შეუძლია.
 ტოქსიკურია მცენარის ღერო და ფესვები – კუჭ-ნაწლავის ლორწოვანას ანთებას იწვევს. შავი ანწლი უკუნაჩვენებია მათთვის, ვისაც კუჭ-ნაწლავის ანთებითი პროცესები და წყლულოვანი კოლიტი აწუხებს.
საფაღარათო და შარდმდენი მოქმედება, ასევე, უარყოფითად იმოქმედებს შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანებზე.скачать dle 11.3