კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 რატომ აღარ შეუძლია ერთი ქალის ერთგულება მამაკაცს ოჯახში

თათია ფარესაშვილი დალი მიქელაძე


  ოჯახი სერიოზული ფასეულობაა. მიჩნეულია, რომ ქალები უფრო იჩენენ დაქორწინებისა და ოჯახის შექმნის სურვილს და ეს „ინსტიტუცია“  მათ უფრო სჭირდებათ. რეალურად, მამაკაცებსაც უნდათ ოჯახი. განსხვავება ის არის, რომ მამაკაცებს უნდათ ფასეულობის შენარჩუნება ოჯახში, რაც ძნელად ესმით მათ ცოლებს. მამაკაცი ფიქრობს – „მე კაცი ვარ. ჩემთვისაც რაღაც უნდა დავიტოვო – ფული, დრო... მე მაქვს ამისი უფლება. ცოტა საკუთარ თავზეც უნდა ვიზრუნო.”
– რას აკეთებს ასეთ დროს ცოლი? – იბრძვის ამ „თავისუფლების“ შეზღუდვისთვის, ერთადერთი მოტივით – ეჭვიანობს.



მაკა (41 წლის): არ ვიცი, რა უნდა ჩემს ქმარს? – რას მოითხოვს, რა არ მოსწონს და რატომ არის მუდმივად დაძაბული. ჩვენი ურთიერთობაც ძალიან დაძაბა ამან. ისიც უკმაყოფილოა და მეც. ისეთი დღეები მოგვიხშირდა, ერთმანეთს საერთოდ რომ არ ვუყურებთ და არც კონტაქტი  გვინდა.
– ხომ არ არის ეს სიყვარულის დასასრული?
– იცით, რაშია საქმე? ძნელი გასაცნობიერებელია სიყვარულის არსი, როცა კაცთან თოთხმეტი წელი გაქვს გატარებული. რომ წარმოვიდგინო მის გარეშე ცხოვრება, ერთმნიშვნელოვნად ვიტყვი, რომ არ მინდა. ერთი წუთითაც ვერ დავუშვებ ამას, იმდენად ჩემიანია. ეს სიყვარულია? მაშინ, ძალიან მყვარებია. მაგრამ რეალობა ისეთი გვაქვს, ვერ იტყვი, რომ ორი შეყვარებული ადამიანი ცხოვრობსო.
– ეჭვიანობთ? ძირითადად, რაშია პრობლემა?
– ეჭვიანობაც არ გამოირიცხება, არ უარვყოფ. მაგრამ, რა იწვევს ამ ეჭვიანობას, ის უნდა ვთქვა. ის კი არა, რომ რამე ფაქტი მიჭირავს ხელში, ჩემი ქმრის აზრები და მოთხოვნები მაეჭვიანებს.
– იქნებ დააკონკრეტოთ?
– ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ჩემს ქმარს ასეთი „ჩამორჩენილი“ მოსაზრებები ექნებოდა. გამაოგნებელია. პირდაღებული ვუსმენდი. ჯერ გამიკვირდა, მერე კი საშინლად გავბრაზდი. ბუნებრივია, რომ ვიჩხუბეთ. ეს ერთადერთი ჩხუბი არ ყოფილა. იმიტომ, რომ თავს ვერ ვიკავებ – მაღიზიანებს მისი გამოხდომები. ქალების უმრავლესობას რა გვინდა? – გვქონდეს მოსიყვარულე ოჯახი და გვყავდეს ერთგული ქმარი. ყველგან და ყველაფერში ვიყოთ ერთად. რატომ აიკვიატა ეს „პირადი სივრცე“ და „პირადი თავისუფლება“, ვერ ვხვდები. თან, არც მესმის კარგად, კონკრეტულად, რა უნდა. ფაქტი ისაა, რომ ყოვლად აუტანლად იქცევა.
– რაში გამოიხატება ქცევის აუტანლობა?
– ჩვენი წარმოდგენები ქალისა და მამაკაცის ოჯახური ურთიერთობების შესახებ ერთმანეთს საერთოდ არ ემთხვევა. მე არ ვამბობ, რომ ცოლმა და ქმარმა ერთმანეთს ყველაფერზე თავი უნდა უქნიონ, მაგრამ ასეთი რადიკალური განსხვავებები, ნორმალურ ცხოვრებაში ხელს გვიშლის. მუდმივად კონფლიქტი გვაქვს.
– კონფლიქტი იმიტომ ხომ არ გაქვთ, რომ ერთმანეთი არასაკმარისად გიყვართ?
– სიყვარული რომ სულ აღარ იყოს ჩვენ შორის, დავშორდებოდით. ალბათ, ჩვენი დიდი სიყვარულის ნარჩენები გვაკავებს. ის პერიოდი მახსენდება, როცა ბრმად გვჯეროდა ერთმანეთის. შეიძლება, სწორედ მაშინ დავუშვით შეცდომა. ახლა უკვე ვფიქრობ, ოჯახის შექმნამდე წყვილმა აუცილებლად უნდა გაარკვიოს, რას ელოდება ამ ურთიერთობისგან. თორემ ის, რაც ჩვენ გვჭირს, გარდაუვალი იქნება სხვებისთვისაც. ჩემთვის ოჯახი ყველაფერია და მიმაჩნია, რომ ცოლ-ქმარს ერთმანეთში საიდუმლოებები არ უნდა ჰქონდეს. გულწრფელობის გარეშე ვერ იქნება ნდობა. ნდობის გარეშე კი ნორმალური ურთიერთობაა შეუძლებელი. მე სულ გახსნილი ვარ ჩემი ქმრისთვის. გულში არაფერს ვინახავ. არ ვმალავ, სად მივდივარ, ვის ვხვდები, რა მიხარია, რა მინდა... ჩემს ქმარს ეს ყველაფერი მოსწონს და მიაჩნია, რომ ასეც უნდა იყოს.
– თქვენ პრობლემა ამის გამო გაქვთ?
– არა. პრობლემა იმის გამო მაქვს, რომ ჩემი ქმარი ასე არ იქცევა. სულ რაღაც საიდუმლო აქვს. გაჩუმდება, ზის, ვიღაცას წერს რაღაცას, ვიღაცას ეჩურჩულება... უფლება არ მაქვს, ვკითხო, ვის.
– თქვენ კი ეჭვიანობთ.
– არ მინდა, რომ ვიეჭვიანო, მაგრამ სხვანაირად არ გამოდის. ნებისმიერი ქალი, ჩემ ადგილას, ასევე იეჭვიანებდა და ინერვიულებდა. თუკი ქორწინებამდე გახსნილი იყო ჩემთან, თუ ყველა ნაბიჯის შესახებ მიყვებოდა და მთავარ მესაიდუმლედ ვყავდი, ახლა რაღა მოხდა? ოჯახს ხომ უფრო უნდა შევეკავშირებინეთ? რატომ მოხდა პირიქით? რატომ გახდა ჩემი ქმარი საიდუმლოებით სავსე „სკივრი“? „მე მასშტაბურად ვაზროვნებ და ვერ დავწვრილმანდები. ჩემს ყველა ნაბიჯზე შენთან ვერ ვილაპარაკებო. ეს ისე მაღიზიანებს, ეგრევე, „ვვარდები“. თავს ვერ ვიკავებ, ვიწყებ ჩხუბს, საქმის გარჩევას და ურთიერთობაც გვეძაბება. ხშირ შემთხვევაში, ჩემი ქმარი კარს იჯახუნებს და ამბობს, რომ საშინელი ქალი ვარ, „ისტერიჩკა“ და „ფსიქოპატკა“. სინამდვილეში ასეთი არ ვარ. სითბო და სიყვარული მინდა გავცე და მივიღო. ეს ყველაფერი ჩემში ძალიან ბევრია დაგროვილია და გამოსავალს ეძებს. ჩემი ქმარი „მაიგნორებს“. მას ურჩევნია, თავისთვის იყოს, რაც მანგრევს. ისეთი რაღაც მითხრა, ჭკუიდან გადამიყვანა, არცერთ კაცს არ შეუძლია, ოჯახში ერთ ქალს უერთგულოსო, ანუ იყავი მზად, რომ გიღალატებო. მითხარით, როგორ უნდა ვიყო მშვიდად ამის მერე?! დარწმუნებული ვარ, ვიღაც ჰყავს. ფაქტი არ მიჭირავს ხელში, მაგრამ ყველაფერი ამაზე მიუთითებს. იმიტომაც გაუჩნდა ჩემს ქმარს სხვანაირი ფასეულობები ოჯახში და ამას კატასტროფისკენ მივყვავართ ორივე.

скачать dle 11.3