კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 ბედთან შერიგება


რას ნიშნვს „ბედთან შერიგება“?
ერთი მნიშვნელობა ასეთია: ხარის მსგავსად, უდრტვინველად და თავდაუცველად მიდი დასაკლავად. მეორე: მონატრებული შვილივით, სიხარულით გაეშურე მამასთან ჩასახუტებლად – სიკვდილის როგორც უკანასკნელი წინაღობის გადალახვის გზით.

პილატესეული სიმართლე
რომელ სიმართლეზე ლაპარაკობ? განა, ღმერთი ყოველდღიურად ასჯერ იმაზე მეტს არ გვაძლევს, ვიდრე ჩვენ მისთვის დაბრუნება შეგვიძლია? მაგრამ, ის არ ჩივის ჩვენს უმადურობაზე.
რომელ კანონზე მელაპარაკები? ნუთუ შეგიძლია ის მინიმალური მაინც შეასრულო, რასაც შენგან კანონი მოითხოვს? შეგიძლია, შენი თავი მოქალაქედ ჩათვალო, არამცთუ გმირად ან წმიდანად?
ისინი, რომლებმაც პილატეს თაოსნობით ქრისტე ჯვარს აცვეს, პასუხს აგებენ არა სამოქალაქო კანონის დარღვევისთვის, არამედ მაცხოვრის ჯვარზე გაკვრისთვის.
როდესაც ადამიანი ყველა კანონს შეასრულებს, მაშინ შეუძლია თქვას: აი, მე მივაღწიე ცხოველის დონეს, რადგან ცხოველი ზუსტად ასრულებს კანონს. ხოლო, ვისაც ჯერ ცხოველის დონემდე არ მიუღწევია, შეუძლია კი, ღმერთის დონეს მიაღწიოს?
ხუთი იმპულსი
არსებობს ადამიანის მამოძრავებელი ხუთი ძირითადი იმპულსი: პირადი სარგებელი და საკუთარი სიამოვნება; ოჯახური და ნათესაური კავშირები; საზოგადოებრივი კანონები; სინდისი და ცოცხალი ღმერთის ზედამხედველობის შეგრძნება.
მეხუთე იმპულსი – ეს არის თავდაცვის პირველი ხაზი; თუკი ადამიანი ვერ დაიცავს მას, მაშინ იხევს მეორე ხაზზე (მეოთხე იმპულსი); ვერ დაიცავს მეორეს, იხევს მესამე ხაზზე (მესამე იმპულსი) და ასე შემდეგ, პირველ იმპულსამდე. ამგვარად ხდება ადამიანის დეგრადაცია – დეგრადაცია და დაღუპვა. და მაშინ მას უკვე აღარაფერი რჩება, გარდა ბლაგვი გულგრილობისა ყველაფრის მიმართ, სასოწარკვეთა და – თვითმკვლელობა.

სხვადასხვანაირი ნიშნები
ჰკითხე ხორციელ ადამიანს: „ვინა ხარ შენ?“ გიპასუხებს: „მე ეს მე ვარ“, – მხედველობაში აქვს თავისი სხეული.
ჰკითხე მშვინვიერ ადამიანს: „ვინა ხარ შენ?“ გიპასუხებს: „არის ვიღაც ჩემს გულში. მე მისკენ ხელებს ვიშვერ, რათა შევეხო მას (ღმერთს). მაგრამ, ვაცნობიერებ, რომ ჩემი ხელები ცაზე უფრო ვრცელი უნდა იყოს, ამიტომ არ ვიცი, – ჯობია, ჰკითხო მას (ღმერთს), ვინ ვარ მე?“

დაწყევლა და შექება

ეცადე, ადამიანებისთვის გააკეთო ის, რისთვისაც ისინი ჯერ გაგლანძღავენ, მერე კი შეგაქებენ. არასდროს გააკეთო ისეთი რამ, რისთვისაც ჯერ შეგაქებენ, მაგრამ საბოლოოდ, დაგწყევლიან.
ნერონი თავიდან აქებდა თავის დედას, რომელსაც ის ბიწიერების გზით მიჰყავდა, ხოლო, როდესაც ბიწიერებამ ნერონი უფსკრულამდე მიიყვანა, მან დაწყევლა საკუთარი დედა.
ბავშვი გაიხარებს და მადლობელი იქნება, როდესაც მას უბიძგებ და სასრიალო მთიდან დაუშვებ, მაგრამ როგორც კი დაიმტვრევა, მაშინვე დაგწყევლის, როგორც თავისი უბედური შემთხვევის მიზეზს.
ცოდვილები ქებას შეგასხამენ, როდესაც მათ ცოდვებს გაამართლებ, მაგრამ გერჩივნოს, არ მიეკარო მათ სასიკვდილო სარეცელზე.

საღი აზრი
მცირედმორწმუნე ვერასდროს გააღვიძებს რწმენას სხვა ადამიანში. ვერასდროს დაიმსახურებს ნდობას ქედმაღალი უმეცარი. ადამიანები გამოდიან სიმდიდრის წინააღმდეგ, როდესაც ის ძუნწის ხელში აღმოჩნდება; სძულთ ხელისუფლება, თუ მას არაპატიოსანი ფლობს; ავადმყოფი ვერ უჯერებს ავადმყოფ მკურნალს.
აქვთ ადამიანებს საღი აზრი და სწორი განსჯის უნარი. დაღლილი მგზავრი სასტუმროს მეპატრონეზე ჯავრობს, რომელსაც არ შეუძლია, მას ვახშამი და ლოგინი შესთავაზოს და ეკითხება: რატომ დაირქვი სასტუმროს მეპატრონეობა?скачать dle 11.3