კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 მოძღვარი გვირჩევს

თათია ფარესაშვილი თამუნა ახობაძე


კითხვა: ჩამეთვლება თუ არა ცოდვად დილისა და საღამოს ლოცვების წაუკითხაობა სხვადასხვა მიზეზის გამო?
პასუხი:
დილისა და საღამოს ლოცვების წაუკითხაობა ნამდვილად ცოდვად ჩაგეთვლებათ, მით უმეტეს, თუ ლოცვების არწაკითხვის მიზეზი სიზარმაცეც არის. ეს ლოცვები ადამიანს უფალთან აახლოვებს, სულს უმშვიდებს და ყოველდღიური ხიფათისგან იცავს. ამ ლოცვების წაკითხვა ისეთივე აუცილებელია, როგორც, ვთქვათ, დილით ხელ-პირის დაბანა. მხოლოდ იმ შემთხვევაში არ ჩაგეთვლებათ ცოდვად ამ ლოცვების წაუკითხაობა, თუ ღვთისნიერ საქმეს აკეთებთ ამ დროს – მაგალითად, გაჭირვებულ ადამიანს ეხმარებით.
კითხვა: არის თუ არა თევზით ხსნილი პეტრეპავლობის მარხვა, რომელიც ახლა დაიწყო?
პასუხი:
პეტრეპავლობის მარხვა ნაკლებად მძიმეა, ამიტომ თქვენ შეგიძლიათ მიირთვათ თევზი ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა სხვა დღეებში.
კითხვა: ძალიან მაწუხებს სახსრები და ლოცვის დროს მიჭირს მეტანიის (მუხლმოყრის) შესრულება. ეს ცოდვად ხომ არ ჩამეთვლება.
პასუხი:
უფალი ჩვენგან არ ითხოვს ჩვენი ძალების გადაჭარბებულად დაძაბვას. მუხლმოყრა თქვენი ჯანმრთელობისა და შესაძლებლობის ფარგლებში შეასრულეთ.
კითხვა: მეჩვენება, რომ ადამიანები საკუთარ წვრილმან ცოდვებზე უფრო ამახვილებენ ყურადღებას, ვიდრე უმთავრეს ცოდვებზე, ალბათ, აღსარებაშიც მხოლოდ მათ ინანიებენ. ასეთ შემთხვევაში რამდენად სწორია მათი ზიარება?
პასუხი:
აუცილებელია, ყოველი ადამიანი აღსარების წინ ჩაუღრმავდეს საკუთარ თავს, ყურადღება მიაქციოს სულის მოძრაობას და მოძღვარს გაანდოს ის ცოდვები, რაც ყველაზე მეტად აწუხებს. შესაძლოა, ვიღაცისთვის „წვრილმანი“ ცოდვა მისთვის მნიშვნელოვანი და მძიმე ასატანი იყოს. მთავარია, ადამიანი იყოს გულწრფელი აღსარებისას და მოძღვარი თავად გადაწყვეტს, უნდა მიიღო თუ არა მან ზიარება.
კითხვა: ჩემი მეუღლე ურწმუნოა, არც მონათლულია, რასაც ძალიან განვიცდი. ყველაზე მეტად ის მაშფოთებს, რომ არ გადავიდეს მისი ეს ცოდვა შვილებზე. როგორ მოვიქცე?
პასუხი:
მონათვლა არც ერთ ასაკში არ არის გვიან. ილოცეთ თქვენი მეუღლისთვის და თქვენი კარგი ქრისტიანობით მიეცით მას მაგალითი, თუ როგორ უნდა იცხოვროს. რაც შეეხება, გადავა თუ არა ცოდვა ბავშვებზე, ამ მხრივ, მშვიდად იყავით. ყოველი ადამიანი თავის ცოდვებზე თავადვე აგებს პასუხს.
კითხვა: ისეთი სახლის შეძენას, სადაც ვინმე გარდაიცვალა ან ცოდვა დატრიალდა, ყველა უფრთხის. როგორ უყურებს ამას ეკლესია?
პასუხი: სახლზე შეიძლება მართლაც აისახებოდეს იქ მცხოვრებთა ცოდვების მემკვიდრეობა და სასჯელი, რომელიც მათზე არაქრისტიანული ცხოვრების გამო მოვიდა. მაგრამ ადამიანი, რომელიც სავსეა უფლის სიყვარულითა და რწმენით, ამან არ უნდა შეაშინოს. ვისაც რწმენა აქვს, ცოდვილთა მემკვიდრეობა მას არ შეეხება, თუ, რა თქმა უნდა, თავადაც იგივე არ გაიმეორა. ასეთი სახლი შეგიძლიათ, აკურთხებინოთ მოძღვარს და იქ სათნოებითა და უფლის სიყვარულით იცხოვროთ.
კითხვა: აუცილებელია თუ არა მარხვის დაცვა, არასამარხვო დღეებში, როცა მოძღვართან ვაპირებთ აღსარებაზე მისვლას?
პასუხი: თვითნებურად მარხვას ნუ დააწესებთ. ეს არ არის სავალდებულო.скачать dle 11.3