კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 ბრძნული აზრები

თათია ფარესაშვილი თათია ფარესაშვილი


დოსტოევსკი:
ზოგ ადამიანს არ ესმის, რას ლაპარაკობს, ზოგს კი ისიც ესმის, რას ფიქრობს.
მონტენი: ეჭვი უფრო მეტ ოცნებას კლავს, ვიდრე – მარცხი.
პოლ ვალერი: უყოყმანოდ უნდა აღასრულო ის, რაც შენი მომხრეების ნახევარს ჩამოგაშორებს, მაგრამ გაასამკეცებს დანარჩენთა სიყვარულს შენ მიმართ.
დალაი ლამა: გახსოვდეს, იმის არ მიღება, რაც ასე ძალიან გსურს, ხშირად მხოლოდ იმის ნიშანია, რომ იღბლიანი ხარ.
შილერი: ხშირ შემთხვევაში, ცუდი რეპუტაცია იმ ადამიანებს აქვთ, სხვის დაკრულზე რომ არ დადიან.
როლანი: არსებობს ბედნიერების დაკარგვის სამი მახე: წარსულით ცხოვრება, მომავლის შიში, აწმყოს არ დაფასება.
კომენსკი: ნუ გეშინია – წადი რისკზე! თუ გაიმარჯვებ, ბედნიერი იქნები; თუ დამარცხდები – გამოცდილი!
რუსო: ყოველთვის უნდა გქონდეს მიზანი, მაგრამ არასდროს შეედარო სხვას.
დიდრო: სიძლიერე არაა ის, რაც შეგიძლია. ის მხოლოდ მაშინ მოდის, როცა ისეთ რამეს გააკეთებ, ადრე შეუძლებელი რომ გეჩვენებოდა.
დოჩანაშვილი: თუ გინდა, ამოიყვანო ლაფში და სიბინძურეში ჩაფლული ადამიანი, ნუ გგონია, ხელის გაწვდენა იყოს საკმარისი. შენც უნდა ჩახვიდე მასთან ლაფსა და სიბინძურეში. იქ მაგრად შემოაჭდო ხელები და შენს თავთან ერთად ამოათრიო სინათლისკენ.
ჰაბარტი: შემცდარია ყველა, ვინც თავს შეუმცდარად მიიჩნევს.
წმიდა გრიგოლი: თუ გეშინია, არ უნდა იქადაგო, თუ იქადაგებ, არ უნდა გეშინოდეს.
კორნელი: გამარჯვებული სიძულვილს იმკის, დამარცხებული – სირცხვილს.
ევრიპიდე: ნაპერწკალს ენა ხანძრად აქცევს.
საავედრა: მამის დამსახურება შვილებზე არ ვრცელდება.
ვოლტერი: ბედნიერება მხოლოდ ოცნებაა, მწუხარება კი – რეალობაა.
ჩესტერტონი: სამყარო კი არ გახდა უარესი, არამედ ახალი ამბების გაშუქება გაუმჯობესდა.
ჩერჩილი: ადამიანი ყველაფერზე გაბატონდა, საკუთარი თავის გარდა.
მოპასანი: ჯერ არცერთი სიყვარული თავისით არ მომკვდარა. კლავდნენ, კლავენ და მოკლავენ.
მარკ ტვენი: თუ გინდა, ადამიანის ხასიათი გაიგო, კაცი უნდა დაათრო, ქალი კი – გააბრაზო.скачать dle 11.3