კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 ალაგ-ალაგ მეუფლებეები

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე


ისევ სა-უცხო-ოდ?! 


 რაკი დემოკრატია მაინც ახალი ხილია (ან კი როგორ არ იქნება, მით უფრო, როდესაც საბჭოთა ტოტალიტარიზმიდან, „კოლექტივო, მხარი მხარსო“, პირდაპირ ევროსაბჭოში მოვხვდით – „ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებებიო“?!) და არც ისაა გამორიცხული, რადგან უნახავმა რა ნახაო (ან კი სად და როგორ ვნახავდით, ჯერ რუსეთის იმპერიის ჩექმა გვაწევდა, მერე – საბჭოური?!), რამსები ცოტ-ცოტაობით ჩვენც აგვერია.
ან კი როგორ არ აგვერეოდა, როდესაც მართლაც დავიჯერეთ, რომ ამ ცოდვილ მზისქვეშეთში მთავარი ადამიანის უფლებებია (და მერე რა, რომ თვით დემოკრატიის აკვნად წოდებული დიქტატორ მუშარაფთანაც მეგობრობდა და საფრანგეთმა თვით 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგაც კი, მოუწერა ოკუპანტ რფ-ის ხელი ორი „მისტრალის“ დამზადების კონტრაქტს და სავსებით ბუნებრივია, ვინაიდან თითოეულ სახელმწიფოს თავისი ინტერესები აქვს?!).
  კი აქვს, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში, საქმე ცოტა სხვაგვარადაა და ეს სხვაგვარობა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აზერბაიჯანში აღმოჩენის ფაქტმაც გამოამზეურა (სხვა საქმეა, რომ, თუკი ეს ჩვენებური სპეცსამსახურების ნახელავია, საბაბი არავისთვის უნდა მიეცათ, იმას გარდა, რომ სარფიანადაც უნდა ევაჭრათ).
 მეორე მხრივ, ჩვენებურ აქტივისტთა პროტესტი მაინც ბუნებრივი იქნებოდა (რადგან ადამიანის უფლებების დაცვა უმნიშვნელოვანესია), რომ არა ერთი მაგრამ: ცნობილია, რომ აზერბაიჯანში, კერძოდ, საინგილოში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს აზერბაიჯანის ხელისუფლება არათუ ქართული სახელების დარქმევის უფლებას არ რთავს, თავიანთი ქართული გვარების ტარებისაც კი (და კარგა ხანია), ოღონდ აფგან მუხთარლის უფლებებით შეწუხებულ ქართველ აქტივისტებს ამის გაპროტესტება აზრადაც არ მოსდით და არც მოსვლიათ, რაც, ცხადია, ბადებს რიტორიკულ კითხვას: ნეტავ, რატომ?! იქნებ იმიტომ, რომ, მაგალითად, „ამნესტი ინტერნეიშენელსაც“ კი ეს ფაქტი არ აღელვებს)?! –

скачать dle 11.3